ეკა ბესელიასა და გია ვოლსკის 1 180 ლარიანი სადილი

ეკა ბესელიასა და გია ვოლსკის 1 180 ლარიანი სადილი

28 აპრილს, ზუგდიდში ვიზიტად მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ეკა ბესელიასა და გია ვოლსკის გამასპინძლებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 180 ლარი დაიხარჯა. ზუგდიდის მერიამ დეპუტატები რესტორან "სამეფოში" მიიწვია. სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდა.

28 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ეკა ბესელია და გია ვოლსკი მოსახლეობას შეხვდნენ. საუბარი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას და ამ კუთხით განხორციელებულ სამუშაოებს შეეხებოდა.

წყარო: livepress.ge

livepress.ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."