სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უდიპლომო მოსამართლის შემოსავლები და 3 წლის წინ დაწყებული დაუსრულებელი გამოძიება
უდიპლომო მოსამართლის შემოსავლები და 3 წლის წინ დაწყებული დაუსრულებელი გამოძიება

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლეს, ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძეს, რომ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­აც ეჭვქვეშ 2013 წელს დად­გა, 2011-2014 წლებ­ში, 283 819 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, აქე­დან 123 852 ლარი პრე­მი­ის სა­ხით მის­ცეს.

ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძის შე­სა­ხებ სკან­და­ლი მას შემ­დეგ აგორ­და, რაც ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე ალა­დაშ­ვილ­მა მისი დიპ­ლო­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ მო­სა­მარ­თლეს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ ჰქონ­და.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ი­წყო და პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გიც დადო, რომ ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძეს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი არ ჰქონ­და, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ი­ღეს, "და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა კონ­სტი­ტუ­ცი­ის და კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა".

თუმ­ცა, რო­გორც "გუ­რია ნი­უსს" მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, საქ­მე მათ ძი­ე­ბა­ში აღარ აქვთ. რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­წყდა გა­მო­ძი­ე­ბა, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ასა­ჯა­რო­ე­ბენ. ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძე კი, უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე­ებს დღე­საც გა­ნი­ხი­ლავს.

ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძის შე­სა­ხებ "გუ­რია ნი­უ­სი" 2013 წელ­საც წერ­და, რო­დე­საც ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე ალა­დაშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლის წი­ნა­აღ­მდეგ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და. მა­შინ, სტა­ტი­ას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა.

"გუ­რია ნი­უს­მა" მა­შინ მო­სა­მარ­თლე ალა­ვი­ძის დიპ­ლო­მის ას­ლიც მო­ი­პო­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მას იუ­რის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია ან რა­ი­მე იუ­რი­დი­უ­ლი ხა­რის­ხი არ მი­ნი­ჭე­ბია.

ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე ალა­დაშ­ვი­ლი კი ამ­ბობ­და, რომ მო­სა­მარ­თლე ალა­ვი­ძის, რო­გორც არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბა­თი­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მა­შინ­დე­ლი მდი­ვა­ნი ვა­ლე­რი ცერ­ცვა­ძე კი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მა­შინ მოქ­მედ ყვე­ლა მო­სა­მარ­თლეს უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და, ხოლო ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძის დიპ­ლომ­ზე და­ვას "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბით" ხსნი­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა მო­სა­მარ­თლე ალა­ვი­ძის დიპ­ლომ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "მე­ტის­მე­ტად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" უწო­და, მო­სა­მარ­თლე ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბას ამ დრომ­დე ინარ­ჩუ­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მოკ­ვლე­ვის შე­დე­გებს, რო­გორც უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში 2013 წლის 27 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღი­ნიშ­ნა, საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­მო­თხო­ვი­სა და ანა­ლი­ზის შე­დე­გად, არ­სე­ბობს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ ად­გი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს. კერ­ძოდ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას, რის გა­მოც უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას რე­ა­გი­რე­ბას სთხოვ­და.

"კერ­ძოდ, ალექ­სან­დრე ალა­დაშ­ვილ­მა თა­ვის გან­ცხა­დე­ბას ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძის დიპ­ლო­მის ასლთან ერ­თად და­ურ­თო ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის წე­რი­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აღ­ნიშ­ნულ წე­რილ­ში გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლია არა უშუ­ა­ლოდ ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძის, არა­მედ სხვა პი­რის სა­ხელ­ზე გა­ცე­მულ დიპ­ლომ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ში­ნა­არ­სობ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და ეხე­ბა 2001-2005 სას­წავ­ლო წელს, მა­შინ რო­დე­საც ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძეს 1995-1998 წლებ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა", - აცხა­დებ­დნენ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში.

თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სიც­რუე უწო­დეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძეს მე­ო­რა­დი სწავ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის დიპ­ლო­მე­ბი აქვს, რო­მე­ლიც პირს იუ­რის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას არ ანი­ჭებს, შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი დიპ­ლო­მი არ არის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვს, რომ მო­სა­მარ­თლეს უნდა გა­აჩ­ნდეს იუ­რის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უდიპლომო მოსამართლის შემოსავლები და 3 წლის წინ დაწყებული დაუსრულებელი გამოძიება

უდიპლომო მოსამართლის შემოსავლები და 3 წლის წინ დაწყებული დაუსრულებელი გამოძიება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ბესარიონ ალავიძეს, რომლის კვალიფიკაციაც ეჭვქვეშ 2013 წელს დადგა, 2011-2014 წლებში, 283 819 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, აქედან 123 852 ლარი პრემიის სახით მისცეს.

ბესარიონ ალავიძის შესახებ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა მისი დიპლომის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოსამართლეს იურიდიული განათლება მიღებული არ ჰქონდა.

საქმეზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ დაიწყო და პირველადი შედეგიც დადო, რომ ბესარიონ ალავიძეს იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა, თუმცა გამოძიების გაგრძელების გადაწყვეტილებაც მიიღეს, "დანაშაულის ჩამდენი პირის და დანაშაულებრივი ქმედების გამოსავლენად, რასაც შედეგად მოჰყვა კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა".

თუმცა, როგორც "გურია ნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, საქმე მათ ძიებაში აღარ აქვთ. რის საფუძველზე შეწყდა გამოძიება, ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. ბესარიონ ალავიძე კი, უზენაეს სასამართლოში საქმეებს დღესაც განიხილავს.

ბესარიონ ალავიძის შესახებ "გურია ნიუსი" 2013 წელსაც წერდა, როდესაც ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა მოსამართლის წინააღმდეგ ინფორმაცია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას იურიდიული განათლება არ ჰქონდა. მაშინ, სტატიას იუსტიციის მინისტრის გამოხმაურებაც მოჰყვა.

"გურია ნიუსმა" მაშინ მოსამართლე ალავიძის დიპლომის ასლიც მოიპოვა, რომლის მიხედვითაც მას იურისტის კვალიფიკაცია ან რაიმე იურიდიული ხარისხი არ მინიჭებია.

ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი კი ამბობდა, რომ მოსამართლე ალავიძის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება, ბათილობას ექვემდებარება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი მდივანი ვალერი ცერცვაძე კი ამტკიცებდა, რომ მაშინ მოქმედ ყველა მოსამართლეს უმაღლესი იურიდიული განათლება ჰქონდა, ხოლო ბესარიონ ალავიძის დიპლომზე დავას "განსხვავებული გემოვნებით" ხსნიდა.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრმა მოსამართლე ალავიძის დიპლომთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "მეტისმეტად შემაშფოთებელი" უწოდა, მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებს.

რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოკვლევის შედეგებს, როგორც უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 27 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, საქმის მასალების გამოთხოვისა და ანალიზის შედეგად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, მტკიცებულების ფალსიფიკაციას, რის გამოც უზენაესი სასამართლო საქართველოს მთავარ პროკურატურას რეაგირებას სთხოვდა.

"კერძოდ, ალექსანდრე ალადაშვილმა თავის განცხადებას ბესარიონ ალავიძის დიპლომის ასლთან ერთად დაურთო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ წერილში გამოთქმული მოსაზრებები გაკეთებულია არა უშუალოდ ბესარიონ ალავიძის, არამედ სხვა პირის სახელზე გაცემულ დიპლომთან დაკავშირებით, რომელიც შინაარსობრივად განსხვავებულია და ეხება 2001-2005 სასწავლო წელს, მაშინ როდესაც ბესარიონ ალავიძეს 1995-1998 წლებში აქვს მიღებული განათლება", - აცხადებდნენ უზენაეს სასამართლოში.

თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მთავარ პროკურატურაში სიცრუე უწოდეს და აღნიშნეს, რომ ბესარიონ ალავიძეს მეორადი სწავლების განყოფილების დიპლომები აქვს, რომელიც პირს იურისტის კვალიფიკაციას არ ანიჭებს, შესაბამისად, ასეთი დიპლომი არ არის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კონსტიტუცია კატეგორიულად მოითხოვს, რომ მოსამართლეს უნდა გააჩნდეს იურისტის კვალიფიკაცია.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."