საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შინ ელეგანტურად გამოწყობილი, დიდი თაიგულით მომადგა, დედაჩემის დაქალები დადნენ" - თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძის love story
"შინ ელეგანტურად  გამოწყობილი, დიდი თაიგულით მომადგა, დედაჩემის დაქალები დადნენ" - თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძის love story

სიყ­ვა­რუ­ლი ორი კვი­რის წინ აუხ­სნა. ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გობ­რის ქორ­წილ­ში გა­იც­ნეს. რო­გორც თა­ვად ჯე­მალ ღა­ღა­ნი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი სან­დრო მი­კუ­ჩა­ძე ამ­ბობს, წვე­უ­ლე­ბა­ზე ტელე-რა­დიო წამ­ყვან თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის და­ნახ­ვამ მა­შინ­ვე მო­ხიბ­ლა. მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა "პრო­ფილ­ში" სა­კუ­თა­რი love story-ის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს.

სან­დროს გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი თა­მუ­ნა­საც ჰქონ­და, თუმ­ცა მას­პინ­ძე­ლი წყვი­ლის და­ახ­ლო­ე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი აღ­მოჩ­ნდა.

"ვინც გინ­და ის იყოს ოღონდ ეგ არაო. თავს მო­ვიკ­ლავ და არ გაგცნობ­თო ერ­თმა­ნეთს. ორი­ვე იმ­დე­ნად ერ­თნა­ი­რი ხართ, უეჭ­ვე­ლი მოკ­ლავთ ერ­თმა­ნეთ­სო და ან შენ უნდა დაგ­კარ­გო და ან სან­დროო, ორი­ვე ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ხართ და არ მინ­და არ­ცერ­თის და­კარ­გვაო", - იხ­სე­ნებს სა­ერ­თო მე­გო­ბარ­თან სა­უ­ბარს თა­მუ­ნა.

მარ­თა­ლია, ქორ­წილ­ში წყვი­ლის გაც­ნო­ბა არ შედ­გა, მაგ­რამ სა­ერ­თო მე­გობ­რის რჩე­ვა არ­ცერ­თმა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. წყვი­ლის გზე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ასე­ვე სა­ერ­თო, თუმ­ცა სხვა მე­გობ­რის წყა­ლო­ბით, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­და­იკ­ვე­თა.

თა­მუ­ნას ფილმში სან­დროს შეყ­ვა­რე­ბუ­ლის როლი უნდა ეთა­მა­შა. ამა­ში მას, რო­გორც თა­ვად ტე­ლე­წამ­ყვა­ნი იხ­სე­ნებს, ხელი 40 გრა­დუს­მა სი­ცხე­მაც ვერ შე­უ­შა­ლა.

თა­მუ­ნა და სან­დრო უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ერ­თად არი­ან, წყვი­ლი ხალ­ხმრა­ვალ და ბო­ჰე­მურ ად­გი­ლებს ერი­დე­ბა.

რო­გორც სან­დრო ამ­ბობს, სა­კუ­თარ გრძნ­ნო­ბებ­ში ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­და, თა­მუ­ნას კი სან­დრო ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და, მისი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მიხ­ვდა, რომ ის იყო.

"დე­და­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღე იყო რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და ბა­ბუ­ა­მი­სის და­ბა­დე­ბის დღეც. ჩვენ მივ­დი­ო­დით ბა­ბუ­ის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ქუ­თა­ის­ში. სახ­ლში ვი­ყა­ვი, დე­და­ჩე­მის სა­და­ქა­ლოს­თან ერ­თად და სან­დრო დიდი ყვა­ვი­ლე­ბით ხელ­ში ელე­გან­ტუ­რად გა­მო­წო­ბი­ლი მო­ვი­და. დე­და­ჩე­მის სა­და­ქა­ლო დად­ნა", - იხ­სე­ნებს თა­მუ­ნა.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, საყ­ვა­რელ ქალ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­სის არ­ჩე­ვა­ნით მისი ოჯა­ხიც მო­ხიბ­ლუ­ლია.

"ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად მი­ი­ღეს. არა მარ­ტო ჩემი ოჯა­ხის­თვის, არა­მედ ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი ადა­მი­ა­ნია. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან საქ­მი­ა­ნი გო­გო­ნაა", - აღ­ნიშ­ნა სან­დრომ.

რო­გორც ტელე-რა­დიო წამ­ყვა­ნი ამ­ბობს, სან­დროს­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ მას მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა შეს­ძი­ნა და მის გვერ­დით ყოფ­ნას სა­პყრო­ბი­ლე­დან გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ოდს ადა­რებს.

"თა­მუ­ნას გვერ­დით თავს ძა­ლი­ან მშვი­დად ვგრძნობ. ვარ ბედ­ნი­ე­რი, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი მყავს გვერ­დით. ფან­ტას­ტი­უ­რი დე­დაა, რაც ძა­ლი­ან მხიბ­ლავს", - ამ­ბობს სან­დროც.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი უკვე სა­კუ­თარ ვაჟ­საც გა­აც­ნო და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს მათი ურ­თი­ერ­თო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას.

იხი­ლეთ ვი­დეო

"შინ ელეგანტურად გამოწყობილი, დიდი თაიგულით მომადგა, დედაჩემის დაქალები დადნენ" - თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძის love story

"შინ ელეგანტურად  გამოწყობილი, დიდი თაიგულით მომადგა, დედაჩემის დაქალები დადნენ" - თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძის love story

სიყვარული ორი კვირის წინ აუხსნა. ერთმანეთი საერთო მეგობრის ქორწილში გაიცნეს. როგორც თავად ჯემალ ღაღანიძის შვილიშვილი, მსახიობი სანდრო მიკუჩაძე ამბობს, წვეულებაზე ტელე-რადიო წამყვან თამუნა მუსერიძის დანახვამ მაშინვე მოხიბლა. მსახიობმა და ტელეწამყვანმა "პროფილში" საკუთარი love story-ის შესახებ ისაუბრეს.

სანდროს გაცნობის სურვილი თამუნასაც ჰქონდა, თუმცა მასპინძელი წყვილის დაახლოების კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდა.

"ვინც გინდა ის იყოს ოღონდ ეგ არაო. თავს მოვიკლავ და არ გაგცნობთო ერთმანეთს. ორივე იმდენად ერთნაირი ხართ, უეჭველი მოკლავთ ერთმანეთსო და ან შენ უნდა დაგკარგო და ან სანდროო, ორივე ბავშვობის მეგობრები ხართ და არ მინდა არცერთის დაკარგვაო", - იხსენებს საერთო მეგობართან საუბარს თამუნა.

მართალია, ქორწილში წყვილის გაცნობა არ შედგა, მაგრამ საერთო მეგობრის რჩევა არცერთმა გაითვალისწინა. წყვილის გზები მოგვიანებით ასევე საერთო, თუმცა სხვა მეგობრის წყალობით, გადასაღებ მოედანზე გადაიკვეთა.

თამუნას ფილმში სანდროს შეყვარებულის როლი უნდა ეთამაშა. ამაში მას, როგორც თავად ტელეწამყვანი იხსენებს, ხელი 40 გრადუსმა სიცხემაც ვერ შეუშალა.

თამუნა და სანდრო უკვე რამდენიმე თვეა ერთად არიან, წყვილი ხალხმრავალ და ბოჰემურ ადგილებს ერიდება.

როგორც სანდრო ამბობს, საკუთარ გრძნნობებში ჩამოსაყალიბებლად გარკვეული დრო დასჭირდა, თამუნას კი სანდრო ერთი ნახვით შეუყვარდა, მისი დანახვისთანავე მიხვდა, რომ ის იყო.

"დედაჩემის დაბადების დღე იყო რამდენიმე კვირის წინ და ბაბუამისის დაბადების დღეც. ჩვენ მივდიოდით ბაბუის დაბადების დღეზე ქუთაისში. სახლში ვიყავი, დედაჩემის სადაქალოსთან ერთად და სანდრო დიდი ყვავილებით ხელში ელეგანტურად გამოწობილი მოვიდა. დედაჩემის სადაქალო დადნა", - იხსენებს თამუნა.

მსახიობის თქმით, საყვარელ ქალთან დაკავშირებით მისის არჩევანით მისი ოჯახიც მოხიბლულია.

"ძალიან დადებითად მიიღეს. არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ ყველასთვის მისაღები ადამიანია. განათლებული და ძალიან საქმიანი გოგონაა", - აღნიშნა სანდრომ.

როგორც ტელე-რადიო წამყვანი ამბობს, სანდროსთან ურთიერთობამ მას მეტი თავისუფლება შესძინა და მის გვერდით ყოფნას საპყრობილედან გამოსული ადამიანის რეაბილიტაციის პერიოდს ადარებს.

"თამუნას გვერდით თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ. ვარ ბედნიერი, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით. ფანტასტიური დედაა, რაც ძალიან მხიბლავს", - ამბობს სანდროც.

ტელეწამყვანმა საყვარელი მამაკაცი უკვე საკუთარ ვაჟსაც გააცნო და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი ურთიერთობის სერიოზულობას.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება