პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპული ღირებულებები, რომელიც საქართველოში ინდივიდის სახით არსებობს, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებში უნდა გადავიტანოთ"
"ევროპული ღირებულებები, რომელიც საქართველოში ინდივიდის სახით არსებობს, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებში უნდა გადავიტანოთ"

პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­დი­ვი­დის სა­ხით არ­სე­ბობს, პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ სის­ტე­მებ­ში უნდა იქ­ნას გა­და­ტა­ნი­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ იდენ­ტო­ბა­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დღეს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას ისა­უბ­რა.

"რო­დე­საც უცხო­ეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობ, ჩემი ერთ-ერთი პოს­ტუ­ლა­ტი არის ის, რომ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა თა­ვი­სი არ­სით, თა­ვი­სი სუ­ლის­კვე­თე­ბით და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ინ­დი­ვი­დი, ქარ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა თა­ვი­სი არ­სით არის ევ­რო­პუ­ლი. ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც და რა სიბ­რტყე­შიც ჩვენ ვარ­სე­ბობთ. თუმ­ცა, ჩვე­ნი მიმ­დი­ნა­რე სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ეს ბუ­ნებ­რი­ვი ევ­რო­პუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც არის ინ­დი­ვი­დის სა­ხით ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში, გა­და­ტა­ნი­ლი იქ­ნას სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მებ­ში. ამ ევ­რო­პუ­ლო­ბის ფონ­ზე და ევ­რო­პუ­ლო­ბის ხარ­ჯზე ჩვენ უნდა ავა­გოთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თარ­გი.

ეს ამო­ცა­ნა რთუ­ლია, რად­გან ჩვენ რო­გორც ინ­დი­ვი­დე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიზ­რდე­ბო­დით ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, ამ ტი­პის ლი­ტე­რა­ტუ­რას ვკი­თხუ­ლობ­დით, ამ ტი­პის ლი­ტე­რა­ტუ­რას და პო­ე­ზი­ას ვქმნი­დით, მაგ­რამ არ გვქონ­და შე­საძ­ლე­ბო­ბა იმი­სა, შეგ­ვექ­მნა ჩვე­ნი კულ­ტუ­რის და იდენ­ტო­ბის იდენ­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფო, რად­გან სხვა იმ­პე­რი­ე­ბის მიერ ვი­ყა­ვით და­პყრო­ბი­ლი და სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფოს შე­მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ გვქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს როცა ვარ­სე­ბობთ, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, დგე­ბა არა უბ­რა­ლოდ კალ­კი­რე­ბის, არა­მედ ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის მსგვა­სი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის სა­ჭი­რო­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

პრე­ზი­დენ­ტის ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მის­ვლა ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის ფარ­გლებ­ში მოქ­მედ პრო­ექტს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან ევ­რო­პე­ლი მკვლე­ვა­რე­ბი­სა და პრო­ფე­სო­რე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას და მათ მიერ რე­გუ­ლა­რუ­ლი ლექ­ცი­ე­ბის და სე­მი­ნა­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, გიგა ზე­და­ნი­ამ პრე­ზი­დენ­ტი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე, ხორ­ცი­ელ­დე­ბა მთარ­გმნე­ლო­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, ტარ­დე­ბა სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რე­ბის სე­რია საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ო­ბის თე­მა­ზე. გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შე­ი­ძი­ნა ლი­ტე­რა­ტუ­რა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ევროპული ღირებულებები, რომელიც საქართველოში ინდივიდის სახით არსებობს, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებში უნდა გადავიტანოთ"

"ევროპული ღირებულებები, რომელიც საქართველოში ინდივიდის სახით არსებობს, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებში უნდა გადავიტანოთ"

პრეზიდენტის შეფასებით, ევროპული ღირებულებები, რომელიც საქართველოში ინდივიდის სახით არსებობს, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებში უნდა იქნას გადატანილი. საქართველოს ევროპულ იდენტობასა და ღირებულებებზე გიორგი მარგველაშვილმა დღეს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"როდესაც უცხოეთში საქართველოს შესახებ ვსაუბრობ, ჩემი ერთ-ერთი პოსტულატი არის ის, რომ ქართული ლიტერატურა თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით და ღირებულებებით, ქართველი ადამიანი, როგორც ინდივიდი, ქართული ცხოვრების ყოველდღიურობა თავისი არსით არის ევროპული. ევროპული ღირებულებები ის ღირებულებებია, რომლის ირგვლივაც და რა სიბრტყეშიც ჩვენ ვარსებობთ. თუმცა, ჩვენი მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ბუნებრივი ევროპულობა, რომელიც არის ინდივიდის სახით ჩვენს რეალობაში, გადატანილი იქნას სოციალურ-პოლიტიკურ სისტემებში. ამ ევროპულობის ფონზე და ევროპულობის ხარჯზე ჩვენ უნდა ავაგოთ ჩვენი ცხოვრების ევროპული პოლიტიკური თარგი.

ეს ამოცანა რთულია, რადგან ჩვენ როგორც ინდივიდები დიდი ხნის განმავლობაში ვიზრდებოდით ევროპულ ღირებულებებზე, ამ ტიპის ლიტერატურას ვკითხულობდით, ამ ტიპის ლიტერატურას და პოეზიას ვქმნიდით, მაგრამ არ გვქონდა შესაძლებობა იმისა, შეგვექმნა ჩვენი კულტურის და იდენტობის იდენტური სახელმწიფო, რადგან სხვა იმპერიების მიერ ვიყავით დაპყრობილი და საკუთარი სახელმწიფოს შემოქმედების თავისუფლება არ გვქონდა. შესაბამისად, დღეს როცა ვარსებობთ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, დგება არა უბრალოდ კალკირების, არამედ ქართული იდენტობის მსგვასი სახელმწიფოს შექმნის საჭიროება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

პრეზიდენტის ილიას უნივერსიტეტში მისვლა ილიას უნივერსიტეტის სოციალური კვლევებისა და კულტურის ინსტიტუტის ფარგლებში მოქმედ პროექტს უკავშირდება, რომელიც საუკეთესო ევროპული უნივერსიტეტებიდან ევროპელი მკვლევარებისა და პროფესორების ჩამოყვანას და მათ მიერ რეგულარული ლექციების და სემინარების ჩატარებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრისას აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, ასევე, ხორციელდება მთარგმნელობითი საქმიანობა, ტარდება საჯარო შეხვედრების სერია საბჭოთა მემკვიდრეობის თემაზე. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ილიას უნივერსიტეტმა შეიძინა ლიტერატურა ჰუმანიტარულ-სოციალური მეცნიერებებში.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."