პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ოცნებაა, ჩემმა ძმამ ყავარჯნებით მაინც გაიაროს" - ავტოსაგზაო შემთხვევის ტრაგიკული შედეგები
"ჩემი ოცნებაა, ჩემმა ძმამ ყავარჯნებით მაინც გაიაროს" - ავტოსაგზაო შემთხვევის ტრაგიკული შედეგები

ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ხა­ხუ­ლევ­ში ორი წლის წინ მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. და­ი­ღუ­პა ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი და ერთი მგზავ­რი, ხოლო ძმე­ბი კა­ჭა­რა­ძე­ე­ბი გა­დარ­ჩნენ. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, გა­დარ­ჩე­ნი­ლი ძმე­ბი­დან ერთ-ერ­თმა, ნეს­ტორ კა­ჭა­რა­ძემ მე­ტყვე­ლე­ბი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის უნა­რი და­კარ­გა.

ძმე­ბი კა­ჭა­რა­ძე­ე­ბი ქა­ლაქ ხონ­ში ცხოვ­რო­ბენ. ნეს­ტორ კა­ჭა­რა­ძე­ზე ძმა, კახა კა­ჭა­რა­ძე ზრუ­ნავს. ძმებს ერ­თმა­ნე­თის გარ­და სხვა არა­ვინ ჰყავთ. კახა კა­ჭა­რა­ძე ამ­ბობს, რომ ძმის მო­სავ­ლე­ლად ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ყი­და და ამ­ჟა­მად არა­ვი­თა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ გა­აჩ­ნია.

"ქორ­წი­ლის მე­ო­რე დღე იყო. სო­ფელ მა­თხო­ჯში მე­ზობ­ლის მან­ქა­ნით ბი­ძაშ­ვილ­თან ვი­ყა­ვით. ჩვენ ნას­ვა­მე­ბი ვი­ყა­ვით. არ ვიცი, რა მოხ­და. ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე მან­ქა­ნა ხეს შე­ე­ჯა­ხა. ამ­ბო­ბენ, მძღოლს გულ­მა უმტყუ­ნაო. ჩემი ძმა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ფაქ­ტობ­რი­ვად მკვდა­რი გა­მოგ­ვა­ტა­ნეს. ამის შემ­დეგ ჩვენ ექი­მი მო­ვიყ­ვა­ნეთ და მკურ­ნა­ლო­ბა და­ვუ­წყეთ. ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დე. მძღო­ლი ვარ, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა მყავ­და, რი­თაც ოჯახ­ში ფული შე­მომ­ქონ­და, ისიც გავ­ყი­დე. ორი წე­ლი­წა­დია ჩემს ძმას მე ვუვ­ლი. მუხ­ლი­სა და ბარ­ძა­ყის ოპე­რა­ცია უნდა გა­უ­კეთ­დეს, რომ კას­ტი­ლე­ბით გავ­ლა შეძ­ლოს. ეგ არის ჩემი ოც­ნე­ბა", - ამ­ბობს კახა კა­ჭა­რა­ძე.

კა­ჭა­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა ამ ნო­მერ­ზე შე­გიძ­ლი­ათ - 593 6 15 93.

წყა­რო: topnews.com.ge

topnews.com.ge

"ჩემი ოცნებაა, ჩემმა ძმამ ყავარჯნებით მაინც გაიაროს" - ავტოსაგზაო შემთხვევის ტრაგიკული შედეგები

"ჩემი ოცნებაა, ჩემმა ძმამ ყავარჯნებით მაინც გაიაროს" - ავტოსაგზაო შემთხვევის ტრაგიკული შედეგები

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევში ორი წლის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა ავტომანქანის მძღოლი და ერთი მგზავრი, ხოლო ძმები კაჭარაძეები გადარჩნენ. შემთხვევის შედეგად, გადარჩენილი ძმებიდან ერთ-ერთმა, ნესტორ კაჭარაძემ მეტყველებისა და გადაადგილების უნარი დაკარგა.

ძმები კაჭარაძეები ქალაქ ხონში ცხოვრობენ. ნესტორ კაჭარაძეზე ძმა, კახა კაჭარაძე ზრუნავს. ძმებს ერთმანეთის გარდა სხვა არავინ ჰყავთ. კახა კაჭარაძე ამბობს, რომ ძმის მოსავლელად ოჯახში ყველაფერი გაყიდა და ამჟამად არავითარი საშუალება აღარ გააჩნია.

"ქორწილის მეორე დღე იყო. სოფელ მათხოჯში მეზობლის მანქანით ბიძაშვილთან ვიყავით. ჩვენ ნასვამები ვიყავით. არ ვიცი, რა მოხდა. ცენტრალურ გზაზე მანქანა ხეს შეეჯახა. ამბობენ, მძღოლს გულმა უმტყუნაო. ჩემი ძმა საავადმყოფოდან ფაქტობრივად მკვდარი გამოგვატანეს. ამის შემდეგ ჩვენ ექიმი მოვიყვანეთ და მკურნალობა დავუწყეთ. ყველაფერი გავყიდე. მძღოლი ვარ, სატვირთო მანქანა მყავდა, რითაც ოჯახში ფული შემომქონდა, ისიც გავყიდე. ორი წელიწადია ჩემს ძმას მე ვუვლი. მუხლისა და ბარძაყის ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, რომ კასტილებით გავლა შეძლოს. ეგ არის ჩემი ოცნება", - ამბობს კახა კაჭარაძე.

კაჭარაძეების ოჯახის დახმარების მსურველებს მათთან დაკავშირება ამ ნომერზე შეგიძლიათ - 593 6 15 93.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა