Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯოხი დაარტყა თავში" - პედაგოგებს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ
"ჯოხი დაარტყა თავში" - პედაგოგებს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა ნა­სა­კი­რალ­ში მცხოვ­რე­ბი შა­ვა­ძე­ე­ბი ამა­ვე სკო­ლის დი­რექ­ტორს და პე­და­გო­გებს შვი­ლე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ისი­ნი ოთხი­ვე შვი­ლის სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნა­ზე უარს აცხა­დე­ბენ, სა­ნამ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი თა­ნამ­დე­ბო­ბას არ და­ტო­ვებს.

რო­გორც ბავ­შვე­ბის მამა ამი­რან შა­ვა­ძე ამ­ბობს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის და­ვა­ლე­ბით უცხო ენის პე­და­გოგ­მა 12 მძღო­ლის თან­დას­წრე­ბით მის შვილს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რის გა­მოც ბავ­შვებ­მა სკო­ლა­ში წას­ვლა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს.

"23 მარ­ტი­დან ჩემი შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში აღარ და­დი­ან, სკო­ლა­ში დი­რექ­ტო­რის და­ვა­ლე­ბით ბავ­შვე­ბის და­ჩაგ­ვრა ხდე­ბა, ჩა­მო­იყ­ვა­ნა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი და ჩემი შვი­ლი და­ამ­ცი­რა 12 მძღოლ­თან - ჩა­უც­მე­ლია, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია და ნი­შა­ნი არ ეკუთ­ვნი­სო, თუ ასეა, მა­შინ სი­გე­ლი სა­ი­დან აქვს. სა­ნამ სკო­ლის დი­რექ­ტორს არ გა­უშ­ვე­ბენ, ვა­ცხა­დებ, რომ ბავ­შვებს სკო­ლა­ში არ მი­ვიყ­ვან. იმის გამო, რომ პროგ­რა­მას არ ჩა­მორ­ჩენ, სახ­ლში ვა­მე­ცა­დი­ნებ, სკო­ლის პროგ­რა­მას ვუს­წრებთ წინ. ამას სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ვა­ხერ­ხებ. ეს ყვე­ლა­ფე­რი იძუ­ლე­ბით ხდე­ბა. ცოტა ხნის წინ შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­მი­ვი­და, რომ სკო­ლის გაც­დე­ნის გამო სა­შე­მოდ­გო­მო გა­მოჰ­ყვათ. წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თე თა­მარ სა­ნი­კი­ძე­საც და ვი­თხოვ მას­თან შეხ­ვედ­რას, მივ­წე­რე, რომ სკო­ლა­ში დარ­ღვე­ვე­ბია, ჩემ შვი­ლებს ჩაგ­რა­ვენ", - ამ­ბობს ბავ­შვე­ბის მამა, ამი­რან შა­ვა­ძე.

შა­ვა­ძის თქმით, დი­რექ­ტო­რი შვი­ლე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­ით მის­თვის სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დას ცდი­ლობს, რო­გორც ის ამ­ბობს, სკო­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რი იყო და იმის გამო, რომ მი­სი­ვე სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის შეს­წავ­ლა გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ და­ი­წყო, დი­რექ­ტო­რი მისი შვი­ლე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბას ცდი­ლობს.

"ადრე ნა­სა­კი­რა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვი­ყა­ვი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რი, დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი ვუ­თხა­რი ოზურ­გე­თის რე­სურსცენ­ტრს, გე­ნინ­სპექ­ცია ამო­ვი­და და და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა და ჩემი ეჭ­ვე­ბიც და­დას­ტურ­და. ამის შემ­დეგ დი­რექ­ტო­რი გა­და­მე­კი­და და გა­და­ე­კი­და ჩემ შვი­ლებ­საც, დარ­ღვე­ვაა მძღო­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, თავ­და­პირ­ვე­ლად 8 მძღო­ლი ჰყავ­და სკო­ლას, სოფ­ლის მხარ­და­ჭე­რა რომ მო­ე­პო­ვე­ბი­ნა, 6 მძღო­ლი თვით­ნე­ბუ­რად და­ა­მა­ტა. 4 წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე სკო­ლა­ში ვერ წა­მიყ­ვა­ნია, ჩემ პირ­ველ კლა­სელ მოს­წავ­ლეს მას­წავ­ლე­ბელ­მა ჯოხი და­არ­ტყა თავ­ში, და­სამ­ცი­რებ­ლად და და­სას­ჯე­ლად გა­ვაგ­ზავ­ნო ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში? არა­ვინ ყუ­რა­დღე­ბა არ მო­მაქ­ცია, იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი პო­ლი­ცი­ე­ლიც არის და გამ­გე­ბე­ლიც ყო­ფი­ლა, ვერ­სად სა­მარ­თა­ლი ვერ ვნა­ხე, ჯაჭ­ვია შეკ­რუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ მაქ­ცევს", - აცხა­დებს ამი­რან შა­ვა­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

guriismoambe.com

"ჯოხი დაარტყა თავში" - პედაგოგებს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ

"ჯოხი დაარტყა თავში" - პედაგოგებს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრები შავაძეები ამავე სკოლის დირექტორს და პედაგოგებს შვილების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ისინი ოთხივე შვილის სკოლაში მიყვანაზე უარს აცხადებენ, სანამ სკოლის დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს.

როგორც ბავშვების მამა ამირან შავაძე ამბობს, სკოლის დირექტორის დავალებით უცხო ენის პედაგოგმა 12 მძღოლის თანდასწრებით მის შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ბავშვებმა სკოლაში წასვლაზე უარი განაცხადეს.

"23 მარტიდან ჩემი შვილები სკოლაში აღარ დადიან, სკოლაში დირექტორის დავალებით ბავშვების დაჩაგვრა ხდება, ჩამოიყვანა სკოლის დირექტორმა ინგლისურის მასწავლებელი და ჩემი შვილი დაამცირა 12 მძღოლთან - ჩაუცმელია, მოუწესრიგებელია და ნიშანი არ ეკუთვნისო, თუ ასეა, მაშინ სიგელი საიდან აქვს. სანამ სკოლის დირექტორს არ გაუშვებენ, ვაცხადებ, რომ ბავშვებს სკოლაში არ მივიყვან. იმის გამო, რომ პროგრამას არ ჩამორჩენ, სახლში ვამეცადინებ, სკოლის პროგრამას ვუსწრებთ წინ. ამას საკუთარი ძალებით ვახერხებ. ეს ყველაფერი იძულებით ხდება. ცოტა ხნის წინ შეტყობინება მომივიდა, რომ სკოლის გაცდენის გამო საშემოდგომო გამოჰყვათ. წერილობით მივმართე თამარ სანიკიძესაც და ვითხოვ მასთან შეხვედრას, მივწერე, რომ სკოლაში დარღვევებია, ჩემ შვილებს ჩაგრავენ", - ამბობს ბავშვების მამა, ამირან შავაძე.

შავაძის თქმით, დირექტორი შვილების დისკრიმინაციით მისთვის სამაგიეროს გადახდას ცდილობს, როგორც ის ამბობს, სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო და იმის გამო, რომ მისივე საჩივრის საფუძველზე სკოლაში არსებული დარღვევების შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, დირექტორი მისი შვილების შევიწროვებას ცდილობს.

"ადრე ნასაკირალის საჯარო სკოლაში ვიყავი სამეურვეო საბჭოს წევრი, დარღვევების შესახებ ყველაფერი ვუთხარი ოზურგეთის რესურსცენტრს, გენინსპექცია ამოვიდა და დაიწყო გამოძიება და ჩემი ეჭვებიც დადასტურდა. ამის შემდეგ დირექტორი გადამეკიდა და გადაეკიდა ჩემ შვილებსაც, დარღვევაა მძღოლების შემთხვევაშიც, თავდაპირველად 8 მძღოლი ჰყავდა სკოლას, სოფლის მხარდაჭერა რომ მოეპოვებინა, 6 მძღოლი თვითნებურად დაამატა. 4 წარჩინებული მოსწავლე სკოლაში ვერ წამიყვანია, ჩემ პირველ კლასელ მოსწავლეს მასწავლებელმა ჯოხი დაარტყა თავში, დასამცირებლად და დასასჯელად გავაგზავნო ბავშვები სკოლაში? არავინ ყურადღება არ მომაქცია, იმიტომ, რომ ჩვენი სკოლის დირექტორი პოლიციელიც არის და გამგებელიც ყოფილა, ვერსად სამართალი ვერ ვნახე, ჯაჭვია შეკრული და ყურადღებას არავინ მაქცევს", - აცხადებს ამირან შავაძე.

იხილეთ ვრცლად

guriismoambe.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა