პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მართლმადიდებლობა საკლასო ოთახში" - რას წერს BBC ქართულ ეკლესიაზე
"მართლმადიდებლობა საკლასო ოთახში" - რას წერს BBC ქართულ ეკლესიაზე

BBC-ს ვებგ­ვერ­დზე ნა­ტა­ლი ან­თე­ლა­ვას სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ხელ­წო­დე­ბით "მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში", რო­მელ­შიც ავ­ტო­რი ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ა­სა და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს. ავ­ტორს მოჰ­ყავს მა­გა­ლი­თი, თუ რო­გო­რია თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის რე­აქ­ცია მა­შინ, რო­დე­საც ერთ-ერთი მოს­წავ­ლე აცხა­დებს, რომ ათე­ის­ტია. გარ­და ამი­სა, ავ­ტო­რი 2012 წლის 17 მა­ი­სის ცნო­ბილ მოვ­ლე­ნებ­საც შე­ე­ხო და მკი­თხველს გარ­კვე­ულ ექ­სკლურსსაც სთა­ვა­ზობს სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დი­დან, რო­დე­საც, მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში რე­ლი­გი­უ­რი სიმ­ბო­ლი­კის ამო­ღე­ბა სცა­და, რა­მაც დიდი სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის ქარ­თუ­ლე­ნო­ვან თარ­გმანს.

BBC, "მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში"

"სა­ქარ­თვე­ლოს ლი­ბე­რა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი პოსტსაბ­ჭო­თა წნე­ხი­დან და და­მო­უ­კი­დე­ბელ ერად ქცე­ვის გზა ევ­რო­პულ და ამე­რი­კულ კურ­სშია. მაგ­რამ იყე­ნებს თუ არა ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ორ­თო­დოქ­სუ­ლი ეკ­ლე­სია სკო­ლებს ახა­ლი თა­ო­ბე­ბის რე­ლი­გი­ურ კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბად ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, რომ­ლე­ბის­თვი­საც პუ­ტი­ნის რუ­სე­თი უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე და­სავ­ლე­თი?

2014 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლი­სის ერთ-ერთ სკო­ლა­ში 14 წლის ბიჭი ცე­მეს იმის გამო, რომ ათე­ის­ტი ვარო, გა­ნა­ცხა­და. უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა ჯგუ­ფე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია მზარ­დი რე­ლი­გი­უ­რი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბი­სა სკო­ლებ­ში, რაც ინ­დოქ­ტრი­ნა­ცი­ის საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ათე­ის­ტე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ. 80%-ზე მეტი მო­სახ­ლე თავს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ანს უწო­დებს. ეკ­ლე­სი­ის კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი მე­სი­ჯე­ბი ქვეყ­ნის ლი­ბე­რა­ლურ პრო­და­სავ­ლურ კურსს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და რაც ყვე­ლა­ზე პა­რა­დოქ­სუ­ლია, ამ კურსს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა მხარს უჭერს.

ეკ­ლე­სი­ის რა­დი­კა­ლი­ზა­ცია გარ­კვე­ულ­წი­ლად წინა მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გია, რომ­ლე­ბიც აგ­რე­სი­ულ პრო­და­სავ­ლურ რე­ფორ­მებს ატა­რებ­დნენ. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სცა­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში რე­ლი­გი­უ­რი სიმ­ბო­ლი­კის ამო­ღე­ბა, რა­მაც დიდი სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია. ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ამ მხრივ იყო "მარ­თლმა­დი­დე­ბელ მშო­ბელ­თა კავ­ში­რი", რომ­ლე­ბიც აგ­რე­სი­უ­ლი და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ.

2013 წელს ათა­სო­ბით მღვდე­ლი და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ გა­რეთ ჯო­ხე­ბი­თა და ჯვარ­ცმე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ნი და თავს და­ესხნენ მცი­რე ჯგუფს, რომ­ლე­ბიც ჰო­მო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მარ­თავ­დნენ აქ­ცი­ას. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ამა­ში რუ­სე­თი იყო ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს რუ­სე­თის მხრი­დან რა­ი­მე ჩა­რე­ვის ფაქ­ტებს. სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­თის­კენ სწრაფ­ვა თავ­სე­ბა­დი აღა­რაა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ რწმე­ნას­თან და ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად ასო­ბით მღვდე­ლი მრევლს და მათ შო­რის ახალ­გაზ­რდებს მო­უ­წო­დებს, რომ მათ არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ", - ეს არის ამო­ნა­რი­დი ნა­ტა­ლი ან­თე­ლა­ვას სტა­ტი­ი­დან, რო­მე­ლიც "ბი­ბი­სის" ვებ-გვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.com-ს მი­ხედ­ვით.

ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი - Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"მართლმადიდებლობა საკლასო ოთახში" - რას წერს BBC ქართულ ეკლესიაზე

"მართლმადიდებლობა საკლასო ოთახში" - რას წერს BBC ქართულ ეკლესიაზე

BBC-ს ვებგვერდზე ნატალი ანთელავას სტატია გამოქვეყნდა სახელწოდებით "მართლმადიდებლობა საკლასო ოთახში", რომელშიც ავტორი ქართულ ეკლესიასა და ქართულ საზოგადოებაზე საუბრობს. ავტორს მოჰყავს მაგალითი, თუ როგორია თანაკლასელების რეაქცია მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მოსწავლე აცხადებს, რომ ათეისტია. გარდა ამისა, ავტორი 2012 წლის 17 მაისის ცნობილ მოვლენებსაც შეეხო და მკითხველს გარკვეულ ექსკლურსსაც სთავაზობს სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან, როდესაც, მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური სიმბოლიკის ამოღება სცადა, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია. Ambebi.ge გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან თარგმანს.

BBC, "მართლმადიდებლობა საკლასო ოთახში"

"საქართველოს ლიბერალი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი პოსტსაბჭოთა წნეხიდან და დამოუკიდებელ ერად ქცევის გზა ევროპულ და ამერიკულ კურსშია. მაგრამ იყენებს თუ არა ანტიდასავლური და გავლენიანი ორთოდოქსული ეკლესია სკოლებს ახალი თაობების რელიგიურ კონსერვატორებად ჩამოსაყალიბებლად, რომლებისთვისაც პუტინის რუსეთი უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე დასავლეთი?

2014 წლის 16 ოქტომბერს თბილისის ერთ-ერთ სკოლაში 14 წლის ბიჭი ცემეს იმის გამო, რომ ათეისტი ვარო, განაცხადა. უფლებადამცველთა ჯგუფები აცხადებენ, რომ ეს ერთ-ერთი მაგალითია მზარდი რელიგიური შეუწყნარებლობისა სკოლებში, რაც ინდოქტრინაციის საქმეს ემსახურება.

საქართველოში ათეისტები უმცირესობას წარმოადგენენ. 80%-ზე მეტი მოსახლე თავს მართლმადიდებელ ქრისტიანს უწოდებს. ეკლესიის კონსერვატორული მესიჯები ქვეყნის ლიბერალურ პროდასავლურ კურსს ეწინააღმდეგება და რაც ყველაზე პარადოქსულია, ამ კურსს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს.

ეკლესიის რადიკალიზაცია გარკვეულწილად წინა მთავრობის ქმედებების შედეგია, რომლებიც აგრესიულ პროდასავლურ რეფორმებს ატარებდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სცადა საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური სიმბოლიკის ამოღება, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია. ყველაზე სკანდალური ამ მხრივ იყო "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი", რომლებიც აგრესიული და ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩეოდნენ უმცირესობების მიმართ.

2013 წელს ათასობით მღვდელი და მათი მხარდამჭერები გამოვიდნენ გარეთ ჯოხებითა და ჯვარცმებით შეიარაღებულნი და თავს დაესხნენ მცირე ჯგუფს, რომლებიც ჰომოფობიის წინააღმდეგ მართავდნენ აქციას. არსებობს მოსაზრება, რომ ამაში რუსეთი იყო ჩართული, თუმცა ქართული ეკლესია კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მხრიდან რაიმე ჩარევის ფაქტებს. საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვა თავსებადი აღარაა მართლმადიდებლურ რწმენასთან და ყოველკვირეულად ასობით მღვდელი მრევლს და მათ შორის ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ მათ არჩევანი გააკეთონ", - ეს არის ამონარიდი ნატალი ანთელავას სტატიიდან, რომელიც "ბიბისის" ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

ქართული თარგმანი - Ambebi.ge

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ