ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის რაიონის სოფელი აფენი დაზარალდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ განუცხადა , უხვი ნალექის შედეგად მდინარე ალაზანი ადიდდა, კალაპოტი შეიცვალა და სასოფლო - სამეურნეო სავარგულები დატბორა.
ჭარბი ნალექის გამო აფენში ვერც სპეციალური ტექნიკის მობილიზება ხერხდება, რომ ალაზანს კალაპოტი შეეცვალოს. ამასთან, როგორც ცნობილია, სტიქიამ ახმეტის რაიონი და პანკისის ხეობის სოფლებიც დააზარალა. ახმეტის რაიონში ამ დრომდე ათამდე სოფელი ელექტრო წნერგიის გარეშეა დარჩენილი. ამ დროისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია.