საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპექტაკლი, სადაც მსახიობი და მაყურებელი ატირდა - საქართველოში ყველაზე ხანდაზმული რეჟისორის წარმატება
სპექტაკლი, სადაც მსახიობი და მაყურებელი ატირდა - საქართველოში ყველაზე ხანდაზმული რეჟისორის წარმატება

სი­ახ­ლე არ არის, რომ ნო­დარ დუმ­ბა­ძე თა­ვი­სი ჩვე­უ­ლი სევ­და­ნა­რე­ვი იუ­მო­რი­თა და კო­ლო­რი­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბით, დიდი ხა­ნია ხალ­ხმა შე­იყ­ვა­რა. სან­დრო ახ­მე­ტე­ლის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში მწე­რა­ლი კი­დევ ერთხელ გა­ცო­ცხლდა, რად­გა­ნაც იქ რე­ჟი­სორ­მა ნუგ­ზარ გა­ჩა­ვამ "ღმერ­თო, რის­თვის?" დუმ­ბა­ძის მო­თხრო­ბე­ბის - "მზი­ა­ნი ღამე," "ღმერ­თო რის­თვის?" "ნუ გე­ში­ნია დედა", მი­ხედ­ვით დად­გა.

სცე­ნა­ზე თა­მაშ­დე­ბა ფრაგ­მენ­ტე­ბი ნო­დარ დუმ­ბა­ძის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან - იხ­სე­ნებს დე­დას, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ე­ბის "წყა­ლო­ბით" 12-წლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ხვდე­ბა, იგო­ნებს გა­უ­ზი­ა­რე­ბელ, ტკი­ვი­ლი­ან სიყ­ვა­რულს, თბი­ლი­სელ კო­ლო­რიტ ვა­ნი­ჩკა ბი­ძი­ას და მე­გობ­რო­ბას ძველ თბი­ლი­სურ, იტა­ლი­ურ ეზო­ში. სპექ­ტაკლს გას­დევს თემა - უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის ტრა­გე­დია, რომ­ლე­ბიც ეპო­ქის და სის­ტე­მის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან... ღმერ­თო, რის­თვის?! - ის­მე­ბა მთა­ვა­რი კი­თხვაც...

ინ­სცე­ნი­რე­ბის ავ­ტო­რი და რე­ჟი­სო­რი ნუგ­ზარ გა­ჩა­ვაა, ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი რე­ჟი­სო­რი, რო­მე­ლიც, რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, მო­ნატ­რე­ბუ­ლია მისი ახალ­გაზ­რდო­ბის­დრო­ინ­დელ თბი­ლისს და ეს ნა­მუ­შე­ვა­რიც სწო­რედ ამას მი­უ­ძღვნა.

და კი­დევ, ეს არის სპექ­ტაკ­ლი, სა­დაც მე, რო­გორც მა­ყუ­რე­ბელ­მა, დარ­ბაზ­ში მსხდო­მებ­თან ერ­თად, ვი­ტი­რე...

ნუგ­ზარ გა­ჩა­ვა:

- და­დი­ხარ თბი­ლის­ში და შენ­თვის უცხოა ქა­ლა­ქი, ეს სა­ში­ნე­ლი შეგ­რძნე­ბაა, მით უფრო, რომ აქ და­ბა­დე­ბუ­ლი კაცი ვარ (თან, სახ­ლში). ისე გა­ვივ­ლი რუს­თა­ველს, ნაც­ნო­ბი არა­ვინ შემ­ხვდე­ბა. უთ­ბი­ლი­სოდ დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სე­ბუ­რი სევ­და გვაქვს, რო­მე­ლიც კი­დევ სხვა რამ არის და ეს მეც მა­წუ­ხებს...

- სახ­ლში რა­ტომ გაჩ­ნდით?

- დე­და­ჩე­მის ბიძა გარ­და­იც­ვა­ლა, ყვე­ლა­ნი რა­ი­ონ­ში წა­ვიდ­ნენ და დე­დას კი სწო­რედ მა­შინ ას­ტკივ­და მუ­ცე­ლი. არა­და, ბე­ბი­ა­ჩე­მი რკი­ნიგ­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გი­ნე­კო­ლო­გი იყო, მაგ­რამ... ერთი და­ვიღ­ნავ­ლე და ასე მო­ვევ­ლი­ნე ამ ქვე­ყა­ნას (იცი­ნის)...

- მოკ­ლედ, ამ სპექ­ტაკლზე დუმ­ბა­ძემ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ცათ, რა­საც ფიქ­რობ­დით და გა­ნიც­დი­დით, გეთ­ქვათ და გან­გე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ.

- კი, ვე­ძებ­დი მა­სა­ლას და ვი­პო­ვე, ნო­და­რი ხომ ამის სა­ბა­დოა. თან, ისე­თი მრა­ვალ­წახ­ნა­გო­ვა­ნი და ნაღ­დია, რომ რაც დრო გავა, მე­ტად დატ­კბე­ბა. მწერ­ლე­ბი ბევ­რნი არი­ან და შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო­ნიც, არ ვდა­ვობ, მაგ­რამ დუმ­ბა­ძე სხვაა.

- მისი სამი ნა­წარ­მო­ე­ბი ერთ სპექ­ტაკ­ლად აქ­ცი­ეთ.

- კი, ასე გა­დავ­წყვი­ტე და სა­მი­ვე ნა­მუ­შევ­რის ასე ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა, ერთ ქარ­გა­ში მოქ­ცე­ვა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩემი იდე­აა...

ირაკ­ლი გო­გია, თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- რე­ჟი­სორს რა ჩა­ნა­ფიქ­რიც ჰქონ­და, გან­ხორ­ცი­ელ­და, ანუ ის ტრა­დი­ცი­ე­ბი, კო­ლო­რი­ტი, რაც თბი­ლისს ახა­სი­ა­თებ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკა­ნას­კნელ ათ წე­ლი­წად­ში გაქ­რა... პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვგუ­ლის­ხმობ, რაც ნე­ბის­მი­ერ თბი­ლი­სელ­ში იდო, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ის შე­ნო­ბებ­შიც, ას­ფალ­ტშიც, ხე­ებ­შიც კი იყო... ეს ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი გაქ­რა და თით­ქოს, ყვე­ლა­ფე­რი გა­ცივ­და...

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხრო­ბე­ბი და ზო­გა­დად სპექ­ტაკ­ლი ზუს­ტად ამ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეა. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც­ნა­ი­რად სა­ბო­ლო­ოდ არ გა­და­შენ­დეს.

ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი ქა­რულ თე­ატ­რში ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი რე­ჟი­სო­რია და თბი­ლი­სის იმ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­ქმნე­ლი, რო­მელ­საც მივ­ტი­რით, ამი­ტომ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გად მან იცის, ეს­მის და ამ ყვე­ლაფ­რის გაქ­რო­ბაც აწუ­ხებს...

გიგი მიგ­რი­ა­უ­ლი, მთა­ვა­რი რო­ლის (მიტო) შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო იყო. დუმ­ბა­ძე იცით, რო­გორ არის? რაც უფრო მეტს აკე­თებ, მეტს ითხოვს. ჩა­დის და ჩა­დის სიღ­რმე­ებ­ში...

- სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს თვალ­ზე ცრემ­ლი არა მარ­ტო მა­ყუ­რე­ბელს, შენ, მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ მსა­ხი­ობ­საც მო­გად­გა.

- კი, ბო­ლოს ტექ­სტებ­ზე მე­ტი­რე­ბო­და... ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, თავი ვერ შე­ვი­კა­ვე და ჩემი სათ­ქმე­ლი ვე­ღარ ვთქვი...

- არ მე­გო­ნა, თუ მსა­ხი­ო­ბიც შე­იძ­ლე­ბო­და, სპექ­ტაკ­ლის მძი­მე ფი­ნა­ლის გამო სცე­ნა­ზე ატი­რე­ბუ­ლი­ყო. დარ­ბაზ­ში რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ტი­რო­და, ეს ფაქ­ტია, რაც არა მარ­ტო შენი, მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- ეს სპექ­ტაკ­ლი თუ ბევ­რჯერ იქ­ნე­ბა, ალ­ბათ, დავ­პა­ტა­რავ­დე­ბი... არ ვიცი... სხვა სპექ­ტაკ­ლებ­ში ფი­ზი­კუ­რად თუ უფრო მე­ტად ვიღ­ლე­ბი, ეს წარ­მოდ­გე­ნა ში­ნა­გა­ნად დიდ ემო­ცი­ას მო­ი­თხოვს. ხომ ვამ­ბობ, ბოლო ტექ­სტი ისე გა­მი­ჭირ­და, ვქვი­თი­ნებ­დი.

- რა იყო შენ­თვის ბა­ტონ ნუგ­ზარ­თან მუ­შა­ო­ბა?

- ბა­ტონ ნუგ­ზარს ბევ­რი თა­ო­ბა ჰყავს გა­მოზ­რდი­ლი, ამი­ტომ მას­თან მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის იყო ახ­ლის ძი­ე­ბა. ბევრ რე­ჟი­სორ­თან მი­მუ­შა­ვია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ 28 წლის ვარ, მაგ­რამ, ვი­მე­ო­რებ, ეს იყო სი­ახ­ლე, მუ­შა­ო­ბის მყა­რი პრინ­ცი­პიც და სტი­ლიც..

- ანუ ბა­ტონ რე­ჟი­სორ­ზე, რო­გორც ვნა­ხეთ, ასა­კი არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას არ ახ­დენს?

- რა გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, უამ­რა­ვი ენერ­გია აქვს. ის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას მიჰ­ყვე­ბა, ზოგ­ჯერ ას­წრებს კი­დეც...

- ბევ­რი როლი გაქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და ამის გამო შარ­შან, წლის პრო­დუქ­ტი­უ­ლი მსა­ხი­ო­ბის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვე... ეს როლი რა ად­გილს და­ი­კა­ვებს შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- დიდ ად­გილს და­ი­კა­ვებს. სხვა­თა შო­რის, დუმ­ბა­ძე­ში პირ­ვე­ლად ვი­თა­მა­შე და უკვე ვა­ტყობ, რომ უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

გარ­და იმი­სა, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი ვართ, სცე­ნი­დან "ვი­ტყუ­ე­ბით", ეს ისე­თი წარ­მოდ­გე­ნაა, რომ ვერ მო­ი­ტყუ­ე­ბი, ტექ­ნი­კუ­რად ვერ გა­ივ­ლი იმ ხაზს, რაც უნდა გა­ი­ა­რო, თუ გული არ ჩადე და შენი გრძნო­ბე­ბი არ გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვე.

რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე არას­დროს მომ­სვლია ასე, რაც პრე­მი­ე­რა­ზე და­მე­მარ­თა, - ეს ხაზი მთლი­ა­ნად რომ გაგ­რძელ­და, ანუ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წარ­მო­ვად­გი­ნეთ, ამი­ტომ მი­ვე­დით იმ ფი­ნა­ლამ­დე, რაც მი­ვი­ღეთ. დად­გმუ­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, ბო­ლო­ში ცრემ­ლე­ბის გამო ვე­რა­ფე­რი ვთქვი. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და...

სპექ­ტაკ­ლის მხატ­ვა­რი აი­ვენ­გო ჭე­ლი­ძეა, გიგი მიგ­რი­ა­უ­ლის გარ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: ნუგ­ზარ ყუ­რაშ­ვი­ლი, მა­რი­ნა ხარ­ჩი­ლა­ვა, მზია ტა­ლი­აშ­ვი­ლი, თამ­თა პა­ტა­შუ­რი, ვა­ლე­რი ტო­რონ­ჯა­ძე, ვასო ში­ხაშ­ვი­ლი, ვაჟა ცი­ცი­ლოშ­ვი­ლი...

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

სპექტაკლი, სადაც მსახიობი და მაყურებელი ატირდა - საქართველოში ყველაზე ხანდაზმული რეჟისორის წარმატება

სპექტაკლი, სადაც მსახიობი და მაყურებელი ატირდა - საქართველოში ყველაზე ხანდაზმული რეჟისორის წარმატება

სიახლე არ არის, რომ ნოდარ დუმბაძე თავისი ჩვეული სევდანარევი იუმორითა და კოლორიტული პერსონაჟებით, დიდი ხანია ხალხმა შეიყვარა. სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში მწერალი კიდევ ერთხელ გაცოცხლდა, რადგანაც იქ რეჟისორმა ნუგზარ გაჩავამ "ღმერთო, რისთვის?" დუმბაძის მოთხრობების - "მზიანი ღამე," "ღმერთო რისთვის?" "ნუ გეშინია დედა", მიხედვით დადგა.

სცენაზე თამაშდება ფრაგმენტები ნოდარ დუმბაძის ავტობიოგრაფიიდან - იხსენებს დედას, რომელსაც საბჭოთა რეპრესიების "წყალობით" 12-წლიანი განშორების შემდეგ ხვდება, იგონებს გაუზიარებელ, ტკივილიან სიყვარულს, თბილისელ კოლორიტ ვანიჩკა ბიძიას და მეგობრობას ძველ თბილისურ, იტალიურ ეზოში. სპექტაკლს გასდევს თემა - უდანაშაულო ადამიანების ტრაგედია, რომლებიც ეპოქის და სისტემის მსხვერპლნი ხდებიან... ღმერთო, რისთვის?! - ისმება მთავარი კითხვაც...

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ნუგზარ გაჩავაა, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოში ყველაზე ხანდაზმული რეჟისორი, რომელიც, როგორც აღნიშნავს, მონატრებულია მისი ახალგაზრდობისდროინდელ თბილისს და ეს ნამუშევარიც სწორედ ამას მიუძღვნა.

და კიდევ, ეს არის სპექტაკლი, სადაც მე, როგორც მაყურებელმა, დარბაზში მსხდომებთან ერთად, ვიტირე...

ნუგზარ გაჩავა:

- დადიხარ თბილისში და შენთვის უცხოა ქალაქი, ეს საშინელი შეგრძნებაა, მით უფრო, რომ აქ დაბადებული კაცი ვარ (თან, სახლში). ისე გავივლი რუსთაველს, ნაცნობი არავინ შემხვდება. უთბილისოდ დარჩენილ ადამიანებს თავისებური სევდა გვაქვს, რომელიც კიდევ სხვა რამ არის და ეს მეც მაწუხებს...

- სახლში რატომ გაჩნდით?

- დედაჩემის ბიძა გარდაიცვალა, ყველანი რაიონში წავიდნენ და დედას კი სწორედ მაშინ ასტკივდა მუცელი. არადა, ბებიაჩემი რკინიგზის საავადმყოფოში გინეკოლოგი იყო, მაგრამ... ერთი დავიღნავლე და ასე მოვევლინე ამ ქვეყანას (იცინის)...

- მოკლედ, ამ სპექტაკლზე დუმბაძემ საშუალება მოგცათ, რასაც ფიქრობდით და განიცდიდით, გეთქვათ და განგეხორციელებინათ.

- კი, ვეძებდი მასალას და ვიპოვე, ნოდარი ხომ ამის საბადოა. თან, ისეთი მრავალწახნაგოვანი და ნაღდია, რომ რაც დრო გავა, მეტად დატკბება. მწერლები ბევრნი არიან და შეიძლება საუკეთესონიც, არ ვდავობ, მაგრამ დუმბაძე სხვაა.

- მისი სამი ნაწარმოები ერთ სპექტაკლად აქციეთ.

- კი, ასე გადავწყვიტე და სამივე ნამუშევრის ასე ერთმანეთთან დაკავშირება, ერთ ქარგაში მოქცევა, აბსოლუტურად ჩემი იდეაა...

ირაკლი გოგია, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- რეჟისორს რა ჩანაფიქრიც ჰქონდა, განხორციელდა, ანუ ის ტრადიციები, კოლორიტი, რაც თბილისს ახასიათებდა, ეს ყველაფერი უკანასკნელ ათ წელიწადში გაქრა... პირველ რიგში, ადამიანურ დამოკიდებულებას ვგულისხმობ, რაც ნებისმიერ თბილისელში იდო, წარმოიდგინეთ, ის შენობებშიც, ასფალტშიც, ხეებშიც კი იყო... ეს ფასეულობები გაქრა და თითქოს, ყველაფერი გაცივდა...

აღნიშნული მოთხრობები და ზოგადად სპექტაკლი ზუსტად ამ ადამიანურ ურთიერთობებზეა. ჩვენი სურვილია, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად საბოლოოდ არ გადაშენდეს.

ბატონი ნუგზარი ქარულ თეატრში ყველაზე ხანდაზმული რეჟისორია და თბილისის იმ ურთიერთობების შემქმნელი, რომელსაც მივტირით, ამიტომ ეს დამოკიდებულება ყველაზე კარგად მან იცის, ესმის და ამ ყველაფრის გაქრობაც აწუხებს...

გიგი მიგრიაული, მთავარი როლის (მიტო) შემსრულებელი:

- სერიოზული სამუშაო იყო. დუმბაძე იცით, როგორ არის? რაც უფრო მეტს აკეთებ, მეტს ითხოვს. ჩადის და ჩადის სიღრმეებში...

- სპექტაკლის ბოლოს თვალზე ცრემლი არა მარტო მაყურებელს, შენ, მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობსაც მოგადგა.

- კი, ბოლოს ტექსტებზე მეტირებოდა... ძალიან გამიჭირდა, თავი ვერ შევიკავე და ჩემი სათქმელი ვეღარ ვთქვი...

- არ მეგონა, თუ მსახიობიც შეიძლებოდა, სპექტაკლის მძიმე ფინალის გამო სცენაზე ატირებულიყო. დარბაზში რომ მაყურებელი ტიროდა, ეს ფაქტია, რაც არა მარტო შენი, მთელი შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურებაა.

- ეს სპექტაკლი თუ ბევრჯერ იქნება, ალბათ, დავპატარავდები... არ ვიცი... სხვა სპექტაკლებში ფიზიკურად თუ უფრო მეტად ვიღლები, ეს წარმოდგენა შინაგანად დიდ ემოციას მოითხოვს. ხომ ვამბობ, ბოლო ტექსტი ისე გამიჭირდა, ვქვითინებდი.

- რა იყო შენთვის ბატონ ნუგზართან მუშაობა?

- ბატონ ნუგზარს ბევრი თაობა ჰყავს გამოზრდილი, ამიტომ მასთან მუშაობა ჩემთვის იყო ახლის ძიება. ბევრ რეჟისორთან მიმუშავია, მიუხედავად იმისა, რომ სულ 28 წლის ვარ, მაგრამ, ვიმეორებ, ეს იყო სიახლე, მუშაობის მყარი პრინციპიც და სტილიც..

- ანუ ბატონ რეჟისორზე, როგორც ვნახეთ, ასაკი არანაირ გავლენას არ ახდენს?

- რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, უამრავი ენერგია აქვს. ის თანამედროვეობას მიჰყვება, ზოგჯერ ასწრებს კიდეც...

- ბევრი როლი გაქვს შესრულებული და ამის გამო შარშან, წლის პროდუქტიული მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვე... ეს როლი რა ადგილს დაიკავებს შენს ცხოვრებაში?

- დიდ ადგილს დაიკავებს. სხვათა შორის, დუმბაძეში პირველად ვითამაშე და უკვე ვატყობ, რომ უკვე სერიოზული ადგილი დაიკავა.

გარდა იმისა, რომ მსახიობები ვართ, სცენიდან "ვიტყუებით", ეს ისეთი წარმოდგენაა, რომ ვერ მოიტყუები, ტექნიკურად ვერ გაივლი იმ ხაზს, რაც უნდა გაიარო, თუ გული არ ჩადე და შენი გრძნობები არ გამოააშკარავე.

რეპეტიციებზე არასდროს მომსვლია ასე, რაც პრემიერაზე დამემართა, - ეს ხაზი მთლიანად რომ გაგრძელდა, ანუ მთელი ცხოვრება წარმოვადგინეთ, ამიტომ მივედით იმ ფინალამდე, რაც მივიღეთ. დადგმული არაფერი ყოფილა, ბოლოში ცრემლების გამო ვერაფერი ვთქვი. ძალიან გამიჭირდა...

სპექტაკლის მხატვარი აივენგო ჭელიძეა, გიგი მიგრიაულის გარდა მონაწილეობენ: ნუგზარ ყურაშვილი, მარინა ხარჩილავა, მზია ტალიაშვილი, თამთა პატაშური, ვალერი ტორონჯაძე, ვასო შიხაშვილი, ვაჟა ციცილოშვილი...

ლალი ფაცია

LIVE: საღამოს ნიუსრუმი "პალიტრანიუსზე"

როგორ ცხოვრობს გერმანიაში თსუ-ს ყოფილი რექტორი, რომელიც ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტის პრეზიდენტია - "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ოჯახია"

ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?