მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარის გაუფასურება კარგიც არის - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი
ლარის გაუფასურება კარგიც არის - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

ის, რომ ლარი გა­უ­ფა­სურ­და, ერთი მხრივ, კარ­გი­ცაა, რად­გან ქვეყ­ნის ექ­სპორ­ტმა კორ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, - ამის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ იუჰა კაჰ­კო­ნენ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი ქა­და­გი­ძეს­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. იუჰა კაჰ­კო­ნენ­მა გი­ორ­გი ქა­და­გი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა სა­ინ­ტე­რე­სოდ შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და იმ პერ­სპექ­ტი­ვებს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ახლო მო­მა­ვალ­ში ელის.

"მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ რე­გი­ო­ნის სა­ერ­თო სი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ არა­სა­ი­მე­დოა. რე­გი­ო­ნის რის­კე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა. ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა უნდა მო­ერ­გოს იმ ახალ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნის წი­ნა­შე დგას და რომ­ლის წი­ნა­შეც დგას სა­ქარ­თვე­ლო. ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ ვი­ხი­ლეთ, არის ნა­წი­ლი იმ ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის პა­სუ­ხი­სა, რაც შექ­მნილ რე­ა­ლო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მო­უ­წია ქვეყ­ნებს გა­ა­კე­თონ. ის, რომ ლარი გა­უ­ფა­სურ­და, ერთი მხრივ, კარ­გი­ცაა, რად­გან ქვეყ­ნის ექ­სპორ­ტმა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, რაც უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს ექ­სპორ­ტის შემ­დგომ ზრდა­ში", - გა­ნა­ცხა­და იუჰა კაჰ­კო­ნენ­მა.

რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, მოქ­ნი­ლი გაც­ვლი­თი კურ­სი სა­სარ­გებ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რო­გორც ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ასე­ვე მო­მა­ვალ­ში.

"სა­გა­დამ­ხდე­ლო ბა­ლან­სის დე­ფი­ცი­ტი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს. ასე­ვე სა­გა­რეო მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს, ახლა ლარი გა­უ­ფა­სურ­და, სა­მო­მავ­ლოდ შე­საძ­ლოა მოხ­დეს მისი გამ­ყა­რე­ბა. გაც­ვლი­თი კურ­სის მოქ­ნი­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ლა­რის მიერ გარე შო­კე­ბის შეთ­ვი­სე­ბას, ანუ გაც­ვლით კურ­სზე გა­და­ვი­და შო­კე­ბი და დარ­ტყმა, რაც ქვე­ყა­ნას მი­ად­გე­ბო­და, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო მოქ­ნი­ლი გაც­ვლი­თი კურ­სი", – აღ­ნიშ­ნა კაჰ­კო­ნინ­მა. მი­სი­ვე თქმით, ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია ინფლა­ცი­ის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რომ ფა­სე­ბი არ გა­ი­ზარ­დოს.

"ზუს­ტად ამას აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, უზ­რუნ­ველ­ყოფს გაც­ვლი­თი კურ­სის მოქ­ნი­ლო­ბა­სა და ინფლა­ცი­ის სტა­ბი­ლუ­რო­ბას იმის­თვის, რომ ცენ­ტრა­ლურ­მა ბან­კმა შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი, უზ­რუნ­ველ­ყოს და­ბა­ლი ინფლა­ცია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მას ჰქონ­დეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის არ­ჩე­ვან­ში და თა­ვის მოქ­მე­დე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და იუჰა კაჰ­კო­ნინ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ლარის გაუფასურება კარგიც არის - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

ლარის გაუფასურება კარგიც არის - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

ის, რომ ლარი გაუფასურდა, ერთი მხრივ, კარგიცაა, რადგან ქვეყნის ექსპორტმა კორკურენტუნარიანობა შეინარჩუნა, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ იუჰა კაჰკონენმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. იუჰა კაჰკონენმა გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრა საინტერესოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ პერსპექტივებს, რაც საქართველოს ახლო მომავალში ელის.

"მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონის საერთო სიტუაცია საკმაოდ არასაიმედოა. რეგიონის რისკები სავარაუდოდ, დიდხანს გაგრძელდება. ეკონომიკური პოლიტიკა უნდა მოერგოს იმ ახალ გამოწვევებს, რომელიც რეგიონის წინაშე დგას და რომლის წინაშეც დგას საქართველო. ლარის გაუფასურება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, არის ნაწილი იმ ეკონომიკური პოლიტიკის პასუხისა, რაც შექმნილ რეალობასთან მიმართებაში მოუწია ქვეყნებს გააკეთონ. ის, რომ ლარი გაუფასურდა, ერთი მხრივ, კარგიცაა, რადგან ქვეყნის ექსპორტმა შეინარჩუნა კონკურენტუნარიანობა, რაც უნდა გამოიხატოს ექსპორტის შემდგომ ზრდაში", - განაცხადა იუჰა კაჰკონენმა.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, მოქნილი გაცვლითი კურსი სასარგებლოა საქართველოსთვის როგორც ამჟამად არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ასევე მომავალში.

"საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს. ასევე საგარეო მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს, ახლა ლარი გაუფასურდა, სამომავლოდ შესაძლოა მოხდეს მისი გამყარება. გაცვლითი კურსის მოქნილობა უზრუნველყოფს ლარის მიერ გარე შოკების შეთვისებას, ანუ გაცვლით კურსზე გადავიდა შოკები და დარტყმა, რაც ქვეყანას მიადგებოდა, რომ არ ყოფილიყო მოქნილი გაცვლითი კურსი", – აღნიშნა კაჰკონინმა. მისივე თქმით, ცენტრალური ბანკების ძირითადი მიზანია ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის უზრუნველყოფა, რომ ფასები არ გაიზარდოს.

"ზუსტად ამას აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკი, უზრუნველყოფს გაცვლითი კურსის მოქნილობასა და ინფლაციის სტაბილურობას იმისთვის, რომ ცენტრალურმა ბანკმა შეასრულოს თავისი ძირითადი მიზანი, უზრუნველყოს დაბალი ინფლაცია. აუცილებელია, მას ჰქონდეს თავისუფლება ინსტრუმენტების არჩევანში და თავის მოქმედებაში", - განაცხადა იუჰა კაჰკონინმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."