პარტნიორები:

    თინა მახარაძის ლესბო კოცნა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის მხარდასაჭერად

    თინა მახარაძის ლესბო კოცნა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის მხარდასაჭერად

    "ფეისბუქის" ქართული აუდიტორია ჰაშთეგზე #‎17MayTbilisi2015‬ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის მხარდამჭერ ფოტოებს ავრცელებს, რამაც ერთგვარი ონლაინკამპანიის სახეც მიიღო.

    კამპანიაში საზოგადოების ცნობილი წევრებიც იღებენ მონაწილეობას, მათ შორის: პოლიტიკოსი თამარ კორძაია, პროდიუსერი ირაკლი საღინაძე და რუსუდან გოცირიძე, რომელიც ბაპტისტურ ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსია.  ყველაზე დიდი გამოხმაურება მსახიობ თინა მახარაძის ფოტოს მოჰყვა, რომელმაც კამპანიაში მისი აქტივობა ლესბო კოცნით დააფიქსირა.

    შეგახსენებთ, რომ 17 მაისს მთელი მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა, 1990 წლის 17 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება.

    ტერმინი "ჰომოფობია" განიმარტება, როგორც „წინასწარგანწყობაზე დაფუძნებული ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის", ხოლო ტრანსფობია კი "ტრანსგენდერული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ ზიზღი და ჩაგვრა სხვადასხვა გზით".

    ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანს წარმოადგენს ძალადობის დაგმობა და სოლიდარობის გამოხატვა ლგბტ ადამიანების მიმართ. სოციალურ სამუშაოს, როგორც უფლებათა დამცველ პროფესიას, ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკისა და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების გზით, დიდი ძალა გააჩნია, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან, მათ შორის ჰომოფობიასთან ბრძოლის საქმეში.

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია