პარტნიორები:

    15 წლის შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო

    15 წლის შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო

    ნინოს ოთხი ვაჟი ჰყავდა. უმცროსი ვაჟი წლინახევრისა იყო, როცა დაორსულდა. ექიმმა - ტყუპ გოგონას ელოდეო, უთხრა და უსაზღვროდ გაახარა ქალი. მძიმე მშობიარობა ჰქონდა. ამან ბავშვებზეც იმოქმედა და პატარა თამთა და ბაია საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეთორმეტე დღეს ექიმებმა უთხრეს, ბაიას მდგომარეობა უცებ დამძიმდა და მისი გადარჩენა ვეღარ შევძელითო. ძლივს მოაბრუნეს ნინო... მერე შეუძახეს, - თამთას დედის რძე მოაძლიერებს და მის გადასარჩენად უნდა იბრძოლოო. მეთვრამეტე დღეს ნინო მხოლოდ ერთი გოგონათი დაბრუნდა შინ...

    გავიდა 15 წელი. თამთა ლამაზი და ჭკვიანი გოგონა დადგა. მარტო ოჯახის კი არა, მთელი სანათესაოს, სამეზობლოს და სკოლის თვალი იყო. გოგონას განსაკუთრებით ძმები ანებივრებდნენ. უფროსი ძმა, გიორგი უკვე დაოჯახებული იყო, ცალკე ცხოვრობდა, მაგრამ ყოველდღე რომ არ ენახა, მისი ხმა არ გაეგონა, არ შეეძლო.

    იმ ზაფხულს ნინომ თამთა და მისი მეგობარი ზღვაზე დასასვენებლად წაიყვანა. მამამ და გიორგიმ გააცილეს. გიორგისაც უნდოდა ცოლ-შვილის წაყვანა ქობულეთში, მაგრამ სამსახურის გამო ჯერ არ უხერხდებოდა წასვლა, ამიტომ ცოლ-შვილს დაჰპირდა, შინ ცოტა ადრე დავბრუნდები და კუს ტბაზე გაგასეირნებთო.

    საღამოს მანქანით ავიდნენ ტბაზე. სანაპირო ხალხით იყო სავსე. უცებ ახალგაზრდების ჯგუფს გოგონა გამოეყო და გაიქცა. უკან ბიჭი დაედევნა. გიორგი ინტერესით მიაჩერდა წყვილს. ახალგაზრდები მხიარული შეძახილებით ამხნევებდნენ გოგოს. ბიჭი მალე წამოეწია, ხელი მოჰკიდა, შემოატრიალა და... გიორგი განცვიფრდა - თამთა იყო! არადა, დილით გააცილა დედა და და ზღვაზე. აქ საიდან აღმოჩნდა, ნუთუ, უკან ისე დაბრუნდნენ, რომ მას არაფერი გააგებინეს. გიორგის სისხლი აუვარდა თავში, წყვილს მიეჭრა, გოგო ბიჭს ხელიდან გამოჰგლიჯა და უყვირა, - აქ რა გინდა, შენ ხომ ქობულეთში უნდა იყოო. გოგო გაშეშდა, ბიჭმა კი - ვინ ხარ და რა გინდაო? გაცეცხლებულმა გიორგიმ ისეთი გაულაწუნა ყბაში, კარგა მანძილზე მოისროლა თავხედი. "თამთამ" დაიკივლა და საშველად მეგობრებს უხმო. ისინიც მათკენ გამოემართნენ. წაქცეული უცებ წამოდგა და გიორგის გინებით მივარდა. ატყდა ერთი ამბავი. გიორგის ცოლი გაოგნდა - ქმარი ასე წონასწორობიდან გამოსული არასოდეს ენახა, მაგრამ მული რომ თვალში მოხვდა, იმანაც იყვირა, - თამთა, აქ რა გინდაო? გოგომ კი ტირილი დაიწყო, - რა გინდათ ჩემგან, რას მერჩით? მე თამთა კი არა სალომე ვარო. გიორგი და მაიკო გაშრნენ. ასეთი მსგავსება ორი სხვადასხვა ადამიანისა, წარმოუდგენელი იყო. ცოტათი რომ დამშვიდდა, გიორგიმ დალაგებით აუხსნა, რაშიც იყო საქმე. სალომეს კი ტელეფონის ნომერი გამოართვა, - მინდა შევხვდეთ და ჩემი და გაჩვენოთო.

    გაგრძელება

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია