პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წესებით ხელმძღვანელობენ ქართველი სამართალდამცავები სპეცოპერაციებისას: როდის აქვთ ცეცხლის გახსნის უფლება და რამდენად დაცულია მათი სიცოცხლე
რა წესებით ხელმძღვანელობენ ქართველი სამართალდამცავები სპეცოპერაციებისას: როდის აქვთ ცეცხლის გახსნის უფლება და რამდენად დაცულია მათი სიცოცხლე

პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო პრო­ფე­სი­აა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას და­ღუ­პუ­ლი არა­ერ­თი პო­ლი­ცი­ე­ლი ახ­სოვს. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა წე­სე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის დროს, რო­დის აქვთ ცე­ცხლის გახ­სნის უფ­ლე­ბა და ა.შ. ჩვენს შე­კი­თხვებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა უპა­სუ­ხა.

- რა წე­სე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სპე-ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბი­სას და დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბი­სას, მათი უსაფრ­თხო­ე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად რომ იყოს და­ცუ­ლი?

- შსს სის­ტე­მა­ში შე­მა­ვა­ლი ყვე­ლა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფი, სარ­გებ­ლობს "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი­თა და შს მი­ნის­ტრის "სა­პო­ლი­ციო პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი წე­სის გან­სა­ზღვრის შე­სა­ხებ" 2015 წლის 11 აპ­რი­ლის N290 ბრძა­ნე­ბით დად­გე­ნი­ლი ერ­თი­ა­ნი წე­სით, კონ­კრე­ტუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ის წი­ნა­შე მდგო­მი ამო­ცა­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მათი ფუნ­ქცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­დი­ან შე­სა­ბა­მის ტაქ­ტი­კურ და სა­ცე­ცხლე მომ­ზა­დე­ბას, სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 33-ე მუხ­ლი და შსს მი­ნის­ტრის "პო­ლი­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ნახ­ვის, ტა­რე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ" 2013 წლის 31 დე­კემ­ბრის N 1006 ბრძა­ნე­ბა გან­სა­ზღვრავს პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ გა­მო­სა­ყე­ნე­ბელ პა­სი­ურ და აქ­ტი­ურ სპეც­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის წესს, რომ­ლის მი­ხედ­ვით პა­სი­უ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გან­კუთ­ვნი­ლია პო­ლი­ცი­ე­ლის ან/და მის მიერ და­სა­ცა­ვი პი­რის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის­თვის. ასე­თი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია: ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი, ჩა­ფხუ­ტი, ფარი, აირ­წი­ნა­ღი და სხე­უ­ლის დაც­ვის სხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

- რა შემ­თხვე­ვა­ში აქვთ ცე­ცხლის გახ­სნის უფ­ლე­ბა?

- პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 34-ე მუხ­ლი იმ­პე­რა­ტი­უ­ლად გან­სა­ზღვრავს იმ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ელს აქვს ცე­ცხლის გახ­სნის უფ­ლე­ბა. კერ­ძოდ:

1. პო­ლი­ცი­ელს უფ­ლე­ბა აქვს, შე­ი­ნა­ხოს, ატა­როს და გა­მო­ი­ყე­ნოს სამ­სა­ხუ­რებ­რივ-საშ­ტა­ტო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, აგ­რეთ­ვე მი­ნის­ტრის მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად - და­მა­ტე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რებ­რივ-საშ­ტა­ტო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი.

2. პო­ლი­ცი­ე­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის წესს ად­გენს მი­ნის­ტრი.

3. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის პა­სი­ურ გა­მო­ყე­ნე­ბად ით­ვლე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ია­რა­ღის დე­მონ­სტრი­რე­ბა.

4. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის აქ­ტი­ურ გა­მო­ყე­ნე­ბად ით­ვლე­ბა ია­რა­ღი­დან გა­მიზ­ნუ­ლი გას­რო­ლა.

5. პო­ლი­ცი­ელს უფ­ლე­ბა აქვს, უკი­დუ­რე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გა­მო­ი­ყე­ნოს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი:

ა) პი­რი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის და­სა­ცა­ვად, რო­დე­საც საფრ­თხე ექ­მნე­ბა სი­ცო­ცხლეს ან/და ჯან­მრთე­ლო­ბას;

ბ) უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად;

გ) მის­თვის წი­ნას­წა­რი ცნო­ბით ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბი­სათ­ვის ან გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის და­კა­ვე­ბუ­ლის გაქ­ცე­ვის აღ­საკ­ვე­თად;

დ) ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის აღ­საკ­ვე­თად, თუ პირი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევს პო­ლი­ცი­ელს;

ე) და­ცულ ობი­ექ­ტზე, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ზე ან/და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბი­სას;

ვ) სა­ში­ში ცხო­ვე­ლის თავ­დას­ხმი­სა­გან ადა­მი­ა­ნის და­სა­ცა­ვად;

ზ) სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბის მიზ­ნით მისი და­ზი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, თუ მძღო­ლის მოქ­მე­დე­ბა რე­ა­ლურ საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ან/და ჯან­მრთე­ლო­ბას და მძღო­ლი არ ემორ­ჩი­ლე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლის არა­ერ­თგზის მო­თხოვ­ნას სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ, გარ­და მოძ­რა­ვი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბი­დან მოძ­რა­ვი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბი­სათ­ვის სრო­ლი­სა.

6. პი­რის მი­მართ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის აქ­ტი­ურ გა­მო­ყე­ნე­ბას წინ უნდა უძღო­დეს მისი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბა - "პო­ლი­ცი­აა, სდექ, თო­რემ გეს­ვრი!", შემ­დეგ - გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლა. აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლა არ გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

7. გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა:

ა) შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმი­სას, აგ­რეთ­ვე საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კით, ნე­ბის­მი­ე­რი სატ­რან­სპორ­ტო ან მე­ქა­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით მო­უ­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმი­სას;

ბ) პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის წი­ნას­წა­რი ცნო­ბით სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის და­კა­ვე­ბუ­ლის ან და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლის გაქ­ცე­ვი­სას;

გ) პი­რის მიერ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვი­სას;

დ) გან­გა­შის სიგ­ნა­ლის მი­სა­ცე­მად ან დამ­ხმა­რე ძა­ლის გა­მო­სა­ძა­ხებ­ლად;

ე) ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის წარ­თმე­ვის აღ­საკ­ვე­თად;

8. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ისე­თი გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რის საფრ­თხეს, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ან/და უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

9. პო­ლი­ცი­ელს ეკ­რძა­ლე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ისეთ ად­გი­ლებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­დაც არ­სე­ბობს სხვა პირ­თა და­შა­ვე­ბის საფრ­თხე, აგ­რეთ­ვე ცე­ცხლსა­შიშ და აფეთ­ქე­ბა­სა­შიშ ად­გი­ლებ­ში, გარ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ან/და უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვი­სა.

10. პო­ლი­ცი­ე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბოს უშუ­ა­ლო უფ­როს­სა და პრო­კუ­რორს.

11. პო­ლი­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ნუს­ხა დგინ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით.

- ყო­ველ­თვის აც­ვი­ათ ჯავ­შან-ჟი­ლე­ტი?

- შსს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, გარ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი­სა, ჯავ­შან­ჟი­ლეტს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მხო­ლოდ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფ­თხის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბი­სას, შე­სა­ბა­მის და­ვა­ლე­ბა­ზე გას­ვლის დროს. ხოლო, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კი ჯავ­შან­ჟი­ლეტს იყე­ნე­ბენ მუდ­მი­ვად, გარ­და კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სა.

- იყო სა­უ­ბა­რი ცვლი­ლე­ბებ­ზე, რა ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელდა?

- 2015 წლის 11 აპ­რილს შს მი­ნის­ტრის N 290 ბრძა­ნე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იქნა "სა­პო­ლი­ციო პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი წესი", რო­მე­ლიც აკონ­კრე­ტებს "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 34-ე მუხ­ლით გან­სა­ზღვრუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის პა­სი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის წესს და გან­კუთ­ვნი­ლია სა­პო­ლი­ციო პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, მისი მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ელ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვი­სათ­ვის.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა წესებით ხელმძღვანელობენ ქართველი სამართალდამცავები სპეცოპერაციებისას: როდის აქვთ ცეცხლის გახსნის უფლება და რამდენად დაცულია მათი სიცოცხლე

რა წესებით ხელმძღვანელობენ ქართველი სამართალდამცავები სპეცოპერაციებისას: როდის აქვთ ცეცხლის გახსნის უფლება და რამდენად დაცულია მათი სიცოცხლე

პოლიციელობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესიაა. საზოგადოებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული არაერთი პოლიციელი ახსოვს. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა წესებით ხელმძღვანელობენ სამართალდამცავები სპეცოპერაციების დროს, როდის აქვთ ცეცხლის გახსნის უფლება და ა.შ. ჩვენს შეკითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა უპასუხა.

- რა წესებით ხელმძღვანელობენ პოლიციელები სპე-ოპერაციის ჩატარებისას და დამნაშავის დაკავებისას, მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად რომ იყოს დაცული?

- შსს სისტემაში შემავალი ყველა შეიარაღებული დანაყოფი, სარგებლობს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონითა და შს მინისტრის "საპოლიციო პრევენციული ღონისძიეებების განხორციელების ზოგიერთი წესის განსაზღვრის შესახებ" 2015 წლის 11 აპრილის N290 ბრძანებით დადგენილი ერთიანი წესით, კონკრეტული ვითარებისა და პოლიციის წინაშე მდგომი ამოცანების გათვალისწინებით. დანაყოფის თანამშრომლები მათი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით გადიან შესაბამის ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებას, სამინისტროში არსებული შეიარაღებისა და სპეციალური საშუალებების გათვალისწინებით. "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლი და შსს მინისტრის "პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ" 2013 წლის 31 დეკემბრის N 1006 ბრძანება განსაზღვრავს პოლიციელის მიერ გამოსაყენებელ პასიურ და აქტიურ სპეცსაშუალებების ჩამონათვალსა და გამოყენების წესს, რომლის მიხედვით პასიური სპეციალური საშუალებები განკუთვნილია პოლიციელის ან/და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები.

- რა შემთხვევაში აქვთ ცეცხლის გახსნის უფლება?

- პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც პოლიციელს აქვს ცეცხლის გახსნის უფლება. კერძოდ:

1. პოლიციელს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად - დამატებითი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

2. პოლიციელის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესს ადგენს მინისტრი.

3. ცეცხლსასროლი იარაღის პასიურ გამოყენებად ითვლება პოლიციელის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება.

4. ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად ითვლება იარაღიდან გამიზნული გასროლა.

5. პოლიციელს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) პირისა და საკუთარი თავის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ბ) უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად;

გ) მისთვის წინასწარი ცნობით ძალადობრივი ქმედებისათვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის გაქცევის აღსაკვეთად;

დ) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს;

ე) დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოგერიებისას;

ვ) საშიში ცხოველის თავდასხმისაგან ადამიანის დასაცავად;

ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით მისი დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება პოლიციელის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, გარდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის სროლისა.

6. პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება - "პოლიციაა, სდექ, თორემ გესვრი!", შემდეგ - გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს.

7. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:

ა) შეიარაღებული თავდასხმისას, აგრეთვე საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;

ბ) პოლიციელისთვის წინასწარი ცნობით სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის ან დაპატიმრებულის გაქცევისას;

გ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;

დ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;

ე) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

8. ცეცხლსასროლი იარაღის ისეთი გამოყენება, რომელიც შეიცავს სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხეს, შეიძლება მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

9. პოლიციელს ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც არსებობს სხვა პირთა დაშავების საფრთხე, აგრეთვე ცეცხლსაშიშ და აფეთქებასაშიშ ადგილებში, გარდა აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისა.

10. პოლიციელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის აქტიური გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს.

11. პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

- ყოველთვის აცვიათ ჯავშან-ჟილეტი?

- შსს შეიარაღებული დანაყოფის თანამშრომლები, გარდა სპეციალური დანიშნულების რაზმისა, ჯავშანჟილეტს გამოიყენებენ მხოლოდ შეიარაღებული წინააღმდეგობის მოსალოდნელი საფთხის შემცველი ინფორმაციის მიღებისას, შესაბამის დავალებაზე გასვლის დროს. ხოლო, სპეციალური დანიშნულების დანაყოფის თანამშრომლები კი ჯავშანჟილეტს იყენებენ მუდმივად, გარდა კონკრეტული დავალების შესრულებისა.

- იყო საუბარი ცვლილებებზე, რა ცვლილებები განხორციელდა?

- 2015 წლის 11 აპრილს შს მინისტრის N 290 ბრძანებით დამტკიცებული იქნა "საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ზოგიერთი წესი", რომელიც აკონკრეტებს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლით განსაზღვრული ცეცხლსასროლი იარაღის პასიური გამოყენების წესს და განკუთვნილია საპოლიციო პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, მისი მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარებისა და პოლიციელთა უსაფრთხოების დაცვისათვის.

თამარ ბოჭორიშვილი

ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ