საყდრისში თავად საქმის მწარმოებელი მოსამართლე ნანა დარასელია ჩავა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საყდრისის გადარჩენის კომიტეტიდან აცნობეს, ნანა დარასელია საყდრისში 16 მაისს, არქეოლოგებთან ერთად გაემგზავრება.
"საქალაქო სასამართლოში დღეს საყდრისის საკითხზე სხდომა გაიმართა. მოსამართლე ნანა დარასელიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საყდრისში თავად ჩავიდეს, საბადო დაათვალიეროს და ნახოს, არის თუ არა შესაძლებელი ძეგლის გადარჩენა. როგორც მან განმარტა, საყდრისში შაბათს, არქეოლოგებთან ერთად გაემგზავრება", - აღნიშნავენ საყდრისის გადარჩენის კომიტეტში.