კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოება ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია... რეიტინგი პოლიტიკური პარტიების მიმართ იმედგაცრუების გამოხატულებაა"
"საზოგადოება ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია... რეიტინგი პოლიტიკური პარტიების მიმართ იმედგაცრუების გამოხატულებაა"

პო­ლი­ტო­ლოგ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის შე­ფა­სე­ბით, NDI-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პარ­ტი­ე­ბის რე­ი­ტინ­გი პირ­და­პი­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა იმედ­გაც­რუ­ე­ბის, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა მარ­ტო მმარ­თვე­ლი, არა­მედ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მი­მარ­თაც აქვს.

რო­გორც ლა­გა­ზი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, დღეს გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, მათ შო­რის იმა­ზე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მო­ლო­დინ­შია და იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე მრა­ვალ­პარ­ტი­ულ პარ­ლა­მენ­ტსა და კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას მი­ვი­ღებთ. პო­ლი­ტო­ლო­გის შე­ფა­სე­ბით, პარ­ტი­ე­ბის რე­ი­ტინ­გი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გარ­კვე­ულ საფრ­თხე­ზეც მე­ტყვე­ლებს იმ კონ­ტექ­სტში, რომ გა­მო­კი­თხულ­თა 45 %-მა ან არ იცის, რო­მელ პარ­ტი­ას და­უ­ჭერს მხარს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, ან პა­სუხზე უარს აცხა­დებს, ან არც ერთი ძა­ლის მხარ­და­ჭე­რას არ აპი­რებს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "NDI-ს ნდო­ბა არ მაქვს" - რო­გორ აფა­სებს კვლე­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის დრა­მა­ტულ შე­დე­გებს "20/30"-ის ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი

"ეს არის პირ­და­პი­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იმედ­გაც­რუ­ე­ბის, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს არა მარ­ტო მმარ­თვე­ლი, არა­მედ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მი­მარ­თაც. შე­სა­ბა­მი­სად, ეს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია ყვე­ლას­თვის და უპირ­ვე­ლე­სად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, რად­გან მისი რე­ი­ტინ­გის ასე­თი მკვეთ­რი ვარ­დნა – ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის დო­ნე­ზე, ჩვენ დღემ­დე არ გვი­ნა­ხავს. გა­სა­გე­ბია, რომ ეს უპირ­ვე­ლე­სად ლა­რის კურსს უკავ­შირ­დე­ბა, მაგ­რამ არა მარ­ტო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­ვარ­დნა.

შე­დე­გე­ბი ასე­ვე და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია ოპო­ზი­ცი­ის­თვი­საც, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფორა რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის, ისე­ვე უკვე არ­სე­ბუ­ლის­თვის, თუმ­ცა მე­ო­რე სა­კი­თხია ის, დარ­ჩე­ნილ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში რო­გორ გა­და­ნა­წილ­დე­ბა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­ზე გა­მო­კი­თხულ­თა ის 45 %, რო­მელ­მაც ახლა არ იცის, რო­მელ პარ­ტი­ას მის­ცემს ხმას სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, პა­სუხზე უარს აცხა­დებს ან ამ­ბობს, რომ მხარს არც ერთს არ და­უ­ჭერს. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბევრ ფაქ­ტორ­ზე. კერ­ძოდ, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნად შეძ­ლებს ის რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას. თუ ოპო­ზი­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის რამ­დე­ნად გა­სა­გე­ბი პი­ა­რი ექ­ნე­ბა.

რაც მთა­ვა­რია, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რე­ი­ტინ­გე­ბი არის იმის ნი­შა­ნი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა სი­ახ­ლის, ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მო­ლო­დინ­შია, ამი­ტომ ახა­ლი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი სა­ხე­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის­თვის ახლა ძა­ლი­ან კარ­გი მო­ცე­მუ­ლო­ბაა.

ამავდრო­უ­ლად, და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 45% შე­ი­ცავს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გარ­კვე­ულ რისკს იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ვერ პო­უ­ლობს თა­ვი­სი ხმის და თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ში. ეს, თა­ვის­თა­ვად, ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მუხ­ტი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია.

გარ­და ამი­სა, პარ­ტი­ე­ბის რე­ი­ტინ­გებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში NDI-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი კი­დევ ერთ რა­მეს გვიჩ­ვე­ნებს. კერ­ძოდ იმას, რომ მო­მა­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად (რად­გან მეტ-ნაკ­ლე­ბად სუს­ტია ყვე­ლა პარ­ტია) უნდა მი­ვი­ღოთ მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი და კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა.

ვფიქ­რობ, რომ მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ბათ, ძა­ლი­ან დიდი ბრძო­ლა წავა პრო­რუ­სულ და პრო­და­სავ­ლურ ძა­ლებს შო­რის იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ ვინ იქ­ნე­ბა კო­ა­ლი­ცი­ის ღერ­ძი და შე­მად­გე­ნე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სრუ­ლი სუ­რა­თის და­სა­ხა­ტად იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში შევ­ლენ პრო­რუ­სუ­ლი თუ პრო­და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის სუ­ბი­ექ­ტე­ბი, სა­ჭი­როა ცნო­ბი­ლი გახ­დეს მო­ნა­ცე­მე­ბი იმის შე­სა­ხე­ბაც, რო­გორ ნა­წილ­დე­ბა, ერთი მხრივ, ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში და, მე­ო­რე მხრივ, ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მომ­ხრე­ე­ბი პარ­ტი­ე­ბის მი­ხედ­ვით.

"ეს არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, რად­გან კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი ერთი ციფ­რი არაფ­რის მომ­ცე­მი არ არის. ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა ის, თუ რა სუ­ბი­ექ­ტე­ბი შევ­ლენ მრა­ვალ­პარ­ტი­ულ პარ­ლა­მენ­ტში - უპი­რა­ტე­სად პრო­რუ­სუ­ლი, უპი­რა­ტე­სად პრო­და­სავ­ლუ­რი, ცენ­ტრის­ტუ­ლი თუ ა.შ. იმის­თვის, რომ გა­ვი­გოთ რო­გორ ნა­წილ­დე­ბა ამომ­რჩევ­ლის სიმ­პა­თი­ე­ბი, არა მარ­ტო პარ­ტი­ე­ბის რე­ი­ტინ­გი უნდა ვი­ცო­დეთ, არა­მედ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რედ ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­სა და ევ­როს­ტრუქ­ტუ­რებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მომ­ხრე­თა რე­ი­ტინ­გის პარ­ტი­უ­ლი ჩაშ­ლა – ანუ 31 %-ში, ვინც ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში შეს­ვლას ემ­ხრო­ბა, რო­მე­ლი პარ­ტი­ე­ბის ამომ­რჩევ­ლე­ბი შე­დი­ან. პარ­ტი­ებ­ში უნდა ჩა­ი­შა­ლოს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მომ­ხრე­თა პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც. მეტ-ნაკ­ლე­ბად თვალ­სა­ჩი­ნო სუ­რა­თი, თუ რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­მა­ვა­ლი სამ­თავ­რო­ბო კო­ა­ლი­ცია, სწო­რედ ამის შემ­დეგ გვექ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პო­ლი­ტო­ლოგ­მა.

NDI-ის გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტე­სო­ბამ არ იცის, ხვალ რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­დეს, რო­მელ პარ­ტი­ას მის­ცემ­და ხმას. კი­თხვა­ზე, ხვალ რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იმარ­თე­ბო­დეს , რო­მელ პარ­ტი­ას მის­ცემ­დით ხმას, კა­ტე­გო­რია "არ ვიცი" აირ­ჩია გა­მო­კი­თხულ­თა 27%-მა, ამის შემ­დეგ მო­დის კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა 24%-ით, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - 16%. კი­თხვა­ზე პა­სუხზე უარი გა­ნა­ცხა­და 12%-მა, არც ერთ პარ­ტი­ას არ მის­ცემ­და ხმას 6%, რეს­პონ­დენ­ტთა 5% მხარს და­უ­ჭერ­და "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს", 4% - "პატ­რი­ორტთა ალი­ანსს", 3% - კი "ლე­ი­ბო­რის­ტულ პარ­ტი­ას". რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ 3%-ს - ის მო­დის კა­ტე­გო­რი­ა­ზე "სხვა".

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, "ხვალ რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­დეს, მი­ი­ღებ­დით თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას", გა­მო­კი­თხულ­თა 56 პრო­ცენ­ტი არ­ჩევ­ნებ­ზე წა­ვი­დო­და, 44 კი - მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებ­და.

ამას­თან, კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, კი­თხვა­ზე - ხვალ რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­დეს, რო­მელ პარ­ტი­ას მის­ცემ­დით ხმას, პა­სუ­ხებ­მა - "არ ვიცი", "უარი პა­სუხზე" და "არც ერთ პარ­ტი­ას", ჯამ­ში 45 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

ნა­ხეთ| NDI-ს გა­ნა­ჩე­ნი: კვლე­ვის ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი

NDI-ის კვლე­ვის სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი 27 მარ­ტი - 19 აპ­რი­ლის პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 4360 პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს წარ­მო­მად­გე­ლო­ბი­თი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტარ­და.

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"საზოგადოება ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია... რეიტინგი პოლიტიკური პარტიების მიმართ იმედგაცრუების გამოხატულებაა"

"საზოგადოება ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია... რეიტინგი პოლიტიკური პარტიების მიმართ იმედგაცრუების გამოხატულებაა"

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, NDI-ის მიერ გამოქვეყნებული პარტიების რეიტინგი პირდაპირი გამოხატულებაა იმედგაცრუების, რომელიც საზოგადოებას არა მარტო მმართველი, არამედ ოპოზიციური პარტიების მიმართაც აქვს.

როგორც ლაგაზიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს გასაჯაროებული კვლევის შედეგები კიდევ რამდენიმე ფაქტორზე მიანიშნებს, მათ შორის იმაზე, რომ საზოგადოება ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია და იმის შესახებაც, რომ მომავალ არჩევნებზე მრავალპარტიულ პარლამენტსა და კოალიციურ მთავრობას მივიღებთ. პოლიტოლოგის შეფასებით, პარტიების რეიტინგი დესტაბილიზაციის გარკვეულ საფრთხეზეც მეტყველებს იმ კონტექსტში, რომ გამოკითხულთა 45 %-მა ან არ იცის, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს საპარლამენტო არჩევნებზე, ან პასუხზე უარს აცხადებს, ან არც ერთი ძალის მხარდაჭერას არ აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ| "NDI-ს ნდობა არ მაქვს" - როგორ აფასებს კვლევის ხელისუფლებისთვის დრამატულ შედეგებს "20/30"-ის ეკონომიკის ექსპერტი

"ეს არის პირდაპირი გამოხატულება იმედგაცრუების, რომელიც საზოგადოებას აქვს არა მარტო მმართველი, არამედ ოპოზიციური პარტიების მიმართაც. შესაბამისად, ეს მაჩვენებლები დამაფიქრებელია ყველასთვის და უპირველესად ხელისუფლებისთვის, რადგან მისი რეიტინგის ასეთი მკვეთრი ვარდნა – ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად გამოქვეყნებული შედეგების დონეზე, ჩვენ დღემდე არ გვინახავს. გასაგებია, რომ ეს უპირველესად ლარის კურსს უკავშირდება, მაგრამ არა მარტო ამ მიმართულებით აქვს ხელისუფლებას ჩავარდნა.

შედეგები ასევე დამაფიქრებელია ოპოზიციისთვისაც, თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორა როგორც ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალის, ისევე უკვე არსებულისთვის, თუმცა მეორე საკითხია ის, დარჩენილ წელიწადნახევარში როგორ გადანაწილდება პოლიტიკურ ძალებზე გამოკითხულთა ის 45 %, რომელმაც ახლა არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას საპარლამენტო არჩევნებზე, პასუხზე უარს აცხადებს ან ამბობს, რომ მხარს არც ერთს არ დაუჭერს. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. კერძოდ, თუ ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს ის რადიკალური ცვლილებების გატარებას. თუ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, დამოკიდებულია იმაზე, საზოგადოებისთვის რამდენად გასაგები პიარი ექნება.

რაც მთავარია, გამოქვეყნებული რეიტინგები არის იმის ნიშანი, რომ საზოგადოება სიახლის, ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია, ამიტომ ახალი და პერსპექტიული სახეების მობილიზებისთვის ახლა ძალიან კარგი მოცემულობაა.

ამავდროულად, დაფიქსირებული 45% შეიცავს დესტაბილიზაციის გარკვეულ რისკს იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი ადამიანი ვერ პოულობს თავისი ხმის და თავისი ინტერესების დაცვის საშუალებას პოლიტიკურ პარტიებში. ეს, თავისთავად, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში დესტაბილიზაციის და უკმაყოფილების მუხტი ძალიან მაღალია.

გარდა ამისა, პარტიების რეიტინგებთან მიმართებაში NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები კიდევ ერთ რამეს გვიჩვენებს. კერძოდ იმას, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად (რადგან მეტ-ნაკლებად სუსტია ყველა პარტია) უნდა მივიღოთ მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა.

ვფიქრობ, რომ მომავალ არჩევნებზე მთავარი მიღწევა სწორედ ეს იქნება. შესაბამისად, ალბათ, ძალიან დიდი ბრძოლა წავა პრორუსულ და პროდასავლურ ძალებს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება კოალიციის ღერძი და შემადგენელი სუბიექტები", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისივე განმარტებით, სრული სურათის დასახატად იმასთან დაკავშირებით, მომავალ პარლამენტში შევლენ პრორუსული თუ პროდასავლური ორიენტაციის სუბიექტები, საჭიროა ცნობილი გახდეს მონაცემები იმის შესახებაც, როგორ ნაწილდება, ერთი მხრივ, ევრაზიულ კავშირში და, მეორე მხრივ, ნატოში გაწევრიანების მომხრეები პარტიების მიხედვით.

"ეს არის ძალიან საინტერესო, რადგან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ერთი ციფრი არაფრის მომცემი არ არის. ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება ის, თუ რა სუბიექტები შევლენ მრავალპარტიულ პარლამენტში - უპირატესად პრორუსული, უპირატესად პროდასავლური, ცენტრისტული თუ ა.შ. იმისთვის, რომ გავიგოთ როგორ ნაწილდება ამომრჩევლის სიმპათიები, არა მარტო პარტიების რეიტინგი უნდა ვიცოდეთ, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ევრაზიულ კავშირსა და ევროსტრუქტურებში გაწევრიანების მომხრეთა რეიტინგის პარტიული ჩაშლა – ანუ 31 %-ში, ვინც ევრაზიულ კავშირში შესვლას ემხრობა, რომელი პარტიების ამომრჩევლები შედიან. პარტიებში უნდა ჩაიშალოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელიც. მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო სურათი, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალი სამთავრობო კოალიცია, სწორედ ამის შემდეგ გვექნება", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდა ხმას. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს , რომელ პარტიას მისცემდით ხმას, კატეგორია "არ ვიცი" აირჩია გამოკითხულთა 27%-მა, ამის შემდეგ მოდის კოალიცია "ქართული ოცნება 24%-ით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 16%. კითხვაზე პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 6%, რესპონდენტთა 5% მხარს დაუჭერდა "თავისუფალ დემოკრატებს", 4% - "პატრიორტთა ალიანსს", 3% - კი "ლეიბორისტულ პარტიას". რაც შეეხება დანარჩენ 3%-ს - ის მოდის კატეგორიაზე "სხვა".

რაც შეეხება შეკითხვას, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას", გამოკითხულთა 56 პროცენტი არჩევნებზე წავიდოდა, 44 კი - მონაწილეობას არ მიიღებდა.

ამასთან, კვლევების მიხედვით, კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხებმა - "არ ვიცი", "უარი პასუხზე" და "არც ერთ პარტიას", ჯამში 45 პროცენტი შეადგინა.

ნახეთ| NDI-ს განაჩენი: კვლევის ყველაზე საყურადღებო მაჩვენებლები

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."