პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს კოტე თოლორდავა 36 წლის გახდებოდა - "ხშირად ჩემი ცხოვრების რაღაც მძიმე ამბებს მახსენებენ ხოლმე..."
დღეს კოტე თოლორდავა 36 წლის გახდებოდა - "ხშირად ჩემი ცხოვრების რაღაც მძიმე ამბებს მახსენებენ ხოლმე..."

დღეს კოტე თო­ლორ­და­ვას და­ბა­დე­ბის დღეა. ის 36 წლის გახ­დე­ბო­და... მისი უე­ცა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ჯერ ორ­მო­ცი დღეც არ გა­სუ­ლა და ყვე­ლას ისე­თი გან­ცდა აქვს, რომ კოტე სა­დღაც არის და მოვა... მუდ­მი­ვად ამის მო­ლო­დი­ნი არ­სე­ბობს... რე­ა­ლო­ბა კი სამ­წუ­ხა­როდ, სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რი და საკ­მა­ოდ მძი­მეა...

ფაქ­ტია, რომ მისი სა­ხით სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, თე­ატრმა, კი­ნომ, ოჯახ­მა, მე­გობ­რებ­მა პო­ზი­ტი­უ­რი პი­როვ­ნე­ბა და­კარ­გეს. კო­ტემ ადა­მი­ა­ნებ­ში უდი­დე­სი სით­ბო და­ტო­ვა და ის ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში მუდ­მი­ვად ისე­თი დარ­ჩე­ბა, რო­გო­რიც იყო და რო­გორ­საც ვიც­ნობ­დით.

ახლა მისი გახ­სე­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვენ­თვის მო­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­თი გვინ­და, რო­მე­ლიც ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში ბლიც-სე­რი­ა­ში - "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბი" ჩავ­წე­რეთ.

კო­ტეს დღის განმვა­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხურ­ში უწევ­და მის­ვლა, სულ გა­დარ­ბე­ნა­ზე იყო და ამა­ზე ეს ინ­ტერ­ვი­უც მე­ტყვე­ლებს. ერთ-ერთი სამ­სა­ხუ­რი "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­შიც" ჰქონ­და, სა­დაც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ტელე-რა­დიო "პა­ლიტ­რა­ში" შუ­ა­დღის გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­და, ახ­მო­ვა­ნებ­და სე­რი­ა­ლებს, იყო "პა­ლიტ­რა TV"-ს ხმა.

ჰოდა, ის იყო გა­და­ცე­მა და­ას­რუ­ლა და ასე გა­მე­სა­უბ­რა.

- რო­გორ ხარ?

- ეს წუ­თია, "გა­ნოს და კო­ტეს შუ­ა­დღის ამ­ბე­ბი" დამ­თავ­რდა, მაგ­რამ ახლა სხვა­გან გავ­რბი­ვარ, სულ 5-6 წუთი მაქვს...

- სად გარ­ბი­ხარ?

- მო­ნოს­პექ­ტაკ­ლის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ჩვე­ნი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი - დიმა ხვთი­სი­აშ­ვი­ლი თა­მაზ ბა­ძა­ღუ­ას (28 წლის გარ­და­იც­ვა­ლა) პი­ე­სას "ღამე და თუ­თი­ყუ­ში" დგამს. სა­ინ­ტე­რე­სო პი­ე­საა, ექ­სპე­ტი­მენ­ტულ სცე­ნა­ზე კეთ­დე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ კარ­გი გა­მოგ­ვი­ვა.

- გვი­თხა­რი, ბოლო-ბოლო ვინ ხარ - ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, ბო­რო­ტი მა­ნი­ა­კი, ძვე­ლი ბიჭი, თუ რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი?

- მე მსა­ხი­ო­ბი ვარ, კოტე თო­ლორ­და­ვა, რომ­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ან პი­რი­ქით, უბე­დუ­რე­ბაა ის, რომ ხან წმინ­და­ნის თა­მა­ში უწევს, ხან ნა­ძი­რა­ლის და ხა­ნაც - მა­ნი­ა­კის. რაც მეტი როლი მექ­ნე­ბა, ეს რო­გორც მსა­ხი­ობს, გა­მოც­დი­ლე­ბას შემ­ძენს...

- თი­თო­ე­უ­ლი გმი­რის რა­ი­მე თვი­სე­ბა ხომ არ არის შენ­ში?

- თი­თო­ე­უ­ლის რა­ღაც თვი­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნო ხოლ­მე ჩემ­ში, თუმ­ცა არ ვიცი.

- ამ წუ­თას რო­გო­რი გან­წყო­ბა გაქვს?

- მცხე­ლა. იმ­დე­ნად, რომ ჰა­ე­რი არ მყოფ­ნის, უც­ნა­უ­რი გან­წყო­ბაა ეს. ამ ბოლო დროს უჰა­ე­რო­ბა დამ­ჩემ­და. სივ­რცის უკ­მა­რი­სო­ბა მაქვს (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

- ცხოვ­რე­ბა­ში შენ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რა არის?..

- ბევ­რი რამ, მაგ­რამ ყველ­ზე რთუ­ლი?! რა­ღაც სხვა­გან წა­ვე­დი, მაგ­რამ უცებ მო­მა­გონ­და ბან­კის ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი...

- შენი ბეწ­ვის ხიდი?

- ხში­რად ჩემი ცხოვ­რე­ბის რა­ღაც მძი­მე ამ­ბებს მახ­სე­ნე­ბენ ხოლ­მე. მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ის პე­რი­ო­დი უკვე აღარც მახ­სოვს... თუმ­ცა ის მარ­თლა მძი­მე იყო (ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბა. - ავტ.).

ზო­გა­დად ბეწ­ვის ხიდი კი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ იყოს, მა­გა­ლი­თად, როლ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, რომ გრო­ტესკში არ გა­და­ვარ­დე, რაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ბეწ­ვის ხი­დია ისიც, როცა სახ­ლში ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი მი­დი­ხარ, იქ ბავ­შვე­ბი გხვდე­ბი­ან...

- და იქაც როლი გე­ლო­დე­ბა?

- როლი, რო­მე­ლიც უნდა შე­ას­რუ­ლო უმაღ­ლე­სად იმი­ტომ, რომ შინ ისე­თი მა­ყუ­რებ­ლე­ბი მხვდე­ბა, რომ არა­ფერს გა­პა­ტი­ებს...

- კინო, თე­ატ­რი, ტე­ლე­ვი­ზია და კი­დევ ბევ­რი სამ­სა­ხუ­რი - რო­მე­ლია შენ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი?

- ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე თე­ატრსა და კი­ნო­შია, მაგ­რამ ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ტე­ლე­ვი­ზი­აც, ასეა ბევ­რი ჩემი კო­ლე­გის­თვი­საც... მინ­და ვიბ­რძო­ლო, ვი­მუ­შაო და მე­ტად დავ­კავ­დე ჩემი პრო­ფე­სი­ით. საქ­მი­ა­ნო­ბით კი­ნო­სა და თე­ატ­რში კი­დევ უფრო და­ვიმ­კვიდ­რო ად­გი­ლი.

- წელს "ორ ვარ­სკვლავ­ში" მღე­რო­დი... (არ მაც­ლის).

- მე იქ არ მიმ­ღე­რია, უფრო ვიყრო­ყი­ნე, რა­საც სა­ბედ­ნი­ე­როდ, მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, სიმ­ღე­რის მცდე­ლო­ბა და­ერ­ქვა.

- ახლა ცეკ­ვის მცდე­ლო­ბაც ხომ არ არის შენ­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლი?

- ამ ეტაპ­ზე არა, იმი­ტომ, რომ ჯერ ერთი იმ ფორ­მა­ში არ ვარ, რომ ვი­ცეკ­ვო, თუმ­ცა "ხო­ში­ა­ნად" ვფლობ სხე­ულს (სი­ცი­ლით ამ­ბობს), გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ნამ მო­ვი­მა­ტებ­დი, მოკ­ლედ, ახლა ის რიტ­მი და ტალ­ღა არ მაქვს, რომ ვი­ცეკ­ვო.

- ძა­ლა­დო­ბას ყვე­ლა­ნი ვგმობთ, მაგ­რამ მა­ინც, რო­გორ ფიქ­რობ, რო­დის უნდა ჩა­ერ­თოს საქ­მე­ში მუშ­ტი?

- მუშ­ტი უნდა ჩა­ერ­თოს, - ასე თქმა არ მინ­და, მაგ­რამ ალ­ბათ მა­შინ, როცა სხვა გა­მო­სა­ვა­ლი აღარ არის. ისე, ამ "მუშტსაც" გარ­კვე­ულ ასაკ­ში თა­ვი­სი ხიბ­ლი ჰქონ­და. დღეს მუშ­ტე­ბის ქნე­ვა, რა­ღაც ისე­თია...

- რო­გორ იქ­ცე­ვი, როცა ტყუ­ილ­ში გა­მო­გი­ჭე­რენ?

- ალ­ბათ, რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი. არც ვიცი, გა­მო­უ­ჭე­რი­ვარ თუ არა, ვინ­მეს ტყუ­ილ­ში? კი, კი, გა­მო­ვუ­ჭე­რი­ვარ...

- ამ წუ­თას რა გახ­სენ­დე­ბა?

- ამ წუ­თას გა­მახ­სენ­და: "გა­ზა­ფხუ­ლის სა­ღა­მოა მშვი­დი,/ ხი­დან ხეზე გა­დაფ­რინ­და ჩიტი". არა­და, გა­ზა­ფხუ­ლის სა­ღა­მო ნამ­დვი­ლად არ არის. კაც­მა არ იცის, რა­ტომ გა­მახ­სენ­და, - ალ­ბათ რომ მცხე­ლა, ამი­ტომ (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

- ოდეს­მე ლექ­სი თუ და­გი­წე­რია?

- ერ­თა­დერ­თხელ, 30 წლის ასაკ­ში, როცა მე­უღ­ლის ჩუ­მად და­წე­რი­ლი ლექ­სე­ბი წა­ვი­კი­თხე, რო­მელ­თაც არ ააშ­კა­რა­ვებს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მომ­წონს. ჰოდა, იმ ლექსში, რო­მე­ლიც დავ­წე­რე, ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა, გან­ცდე­ბი, ფიქ­რე­ბი გად­მო­ვე­ცი.

- მო­გი­წო­ნეს?

- კი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ის ლექ­სი რუ­სუ­ლად დავ­წე­რე.

- ამინ­დი ყო­ველ­თვის გან­სა­ზღვრავს შენს ხა­სი­ათს?

- ზამ­თა­რი, სი­ცი­ვე არ მიყ­ვარს, თბი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ალ­ბათ ამი­ტომ. მოკ­ლედ, მე და ზამ­თა­რი ვერ ვმე­გობ­რობთ.

- და­ას­რუ­ლე ფრა­ზა, - "მე რომ ყოვ­ლის­შემ­ძლე ვიყო..."

- ყვე­ლა კა­რა­გად იქ­ნე­ბო­და...

- ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე რას ფიქ­რობ, - რა­ტომ მოხ­და ასე?

- არა­ფერ­საც არ ვფიქ­რობ. მთა­ვა­რი ის არის, რომ ბან­კში გვქონ­და თან­ხა დო­ლა­რე­ბით შე­სა­ტა­ნი და გავ­გიჟ­დი... ძლივს მო­ვი­ნე­ლეთ ეს ამ­ბა­ვი. ისე, აზ­რზე არ ვარ, რა­ტომ გა­ა­უ­ფა­სუ­რეს ასე ლარი, - ეს კა­ტას­ტრო­ფაა.

- თოვ­ლის ბა­ბუ­ის­თვის წე­რი­ლი თუ მი­გი­წე­რია?

- კი, რო­გორ არა. ვწერ­დი ხოლ­მე, მინ­დო­და, რომ ვინ­მეს გემ­ზე სა­ნა­ოს­ნოდ გა­ვეშ­ვი ან გემი მქო­ნო­და. ეს სურ­ვი­ლი იმი­ტომ მიჩ­ნდე­ბო­და, რომ მამა იყო ხში­რად ზღვა­ში, ნა­ო­სა­ნი გახ­ლა­დათ. ამი­ტომ, სულ მინ­დო­და, რომ გემ­ზე ვინ­მეს მეც გა­ვეშ­ვი, ან თოვ­ლის ბა­ბუ­ას ერთი გემი ეჩუ­ქე­ბი­ნა. ასე­ვე დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და, რომ მა­მას­თან ერ­თად ზღვა­ში გა­მე­ცუ­რა.

- მერე რა­ტომ არ გა­ცუ­რე?

- თვი­თონ მამა მო­ცუ­რავ­და ხოლ­მე... რომ გა­ვი­ზა­დე, ეს სურ­ვი­ლი გა­მიქ­რა. გე­მის კა­პიტ­ნო­ბა კი კარ­გი იქ­ნე­ბო­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი საქ­მეა. სხვა­თა შო­რის, ჩემი თავი გემ­ზე გა­მოვ­ცა­დე, - მა­მას რე­ის­ში გავ­ყე­ვი. მშვე­ნივ­რად გა­და­ვი­ტა­ნე მგზავ­რო­ბა. არა­ფერს შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ. ფან­ტას­ტი­კუ­რად ვგრძნობ­დი თავს... ერთხელ მამა სე­რი­ო­ზუ­ლი შტორ­მის დროს მთე­ლი გე­მის მას­შტა­ბით მე­ძებ­და, ეგო­ნა, რომ შტორმ­მა ჩამ­რე­ცხა. არა­და, იმ დროს მის მე­ო­თხე თა­ნა­შემ­წეს­თან ვი­ჯე­ქი და ვის­კის ვსვამ­დი, სულ რა­ღაც 12 წლის ვი­ყა­ვი.

- რას ეტყო­დი თოვ­ლის ბა­ბუ­ას ახლა?

- ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას ცოტა მო­უკ­ლოს. სა­ერ­თოდ, ეგე­ნი ხომ სვა­მენ, რომ თბი­ლად იყ­ვნენ. ამი­ტომ და­ლე­ვას თავი და­ა­ნე­ბონ, რათა ყვე­ლა ბავ­შვის სურ­ვი­ლი აას­რუ­ლონ, ყვე­ლა წე­რი­ლი მი­ი­ღონ. იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა პა­ტა­რას და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. ბო­ლოს და ბო­ლოს, შე­იკ­რან ერთ გუნ­დად - სან­ტა კლა­უ­სი, თოვ­ლის ბა­ბუა, დედ მა­რო­ზი და ა.შ. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ეს კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ერთ გუნ­დად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, ყვე­ლა­ზე იზ­რუ­ნონ, დაგ­ვიკ­მა­ყო­ფი­ლონ ყვე­ლას სურ­ვი­ლე­ბი და გაგ­ვა­ხა­რონ!

- რა სურ­ვი­ლი გაქვს სა­ა­ხალ­წლოდ?

- დას­ვე­ნე­ბა მინ­და, ძა­ლი­ან...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ვი­დეო: ემო­ცი­უ­რი სი­ურპრი­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნომ კო­ტეს 35 წლის იუ­ბი­ლე­ზე მო­უ­წყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დღეს კოტე თოლორდავა 36 წლის გახდებოდა - "ხშირად ჩემი ცხოვრების რაღაც მძიმე ამბებს მახსენებენ ხოლმე..."

დღეს კოტე თოლორდავა 36 წლის გახდებოდა - "ხშირად ჩემი ცხოვრების რაღაც მძიმე ამბებს მახსენებენ ხოლმე..."

დღეს კოტე თოლორდავას დაბადების დღეა. ის 36 წლის გახდებოდა... მისი უეცარი გარდაცვალებიდან ჯერ ორმოცი დღეც არ გასულა და ყველას ისეთი განცდა აქვს, რომ კოტე სადღაც არის და მოვა... მუდმივად ამის მოლოდინი არსებობს... რეალობა კი სამწუხაროდ, სრულიად სხვაგვარი და საკმაოდ მძიმეა...

ფაქტია, რომ მისი სახით საზოგადოებამ, თეატრმა, კინომ, ოჯახმა, მეგობრებმა პოზიტიური პიროვნება დაკარგეს. კოტემ ადამიანებში უდიდესი სითბო დატოვა და ის ჩვენს მეხსიერებაში მუდმივად ისეთი დარჩება, როგორიც იყო და როგორსაც ვიცნობდით.

ახლა მისი გახსენება რამდენიმე თვის წინ სპეციალურად ჩვენთვის მოცემული ინტერვიუთი გვინდა, რომელიც ახალი წლის წინა დღეებში ბლიც-სერიაში - "მოულოდნელი კითხვები" ჩავწერეთ.

კოტეს დღის განმვალობაში რამდენიმე სამსახურში უწევდა მისვლა, სულ გადარბენაზე იყო და ამაზე ეს ინტერვიუც მეტყველებს. ერთ-ერთი სამსახური "პალიტრამედიაშიც" ჰქონდა, სადაც მეუღლესთან ერთად, ტელე-რადიო "პალიტრაში" შუადღის გადაცემა მიჰყავდა, ახმოვანებდა სერიალებს, იყო "პალიტრა TV"-ს ხმა.

ჰოდა, ის იყო გადაცემა დაასრულა და ასე გამესაუბრა.

- როგორ ხარ?

- ეს წუთია, "განოს და კოტეს შუადღის ამბები" დამთავრდა, მაგრამ ახლა სხვაგან გავრბივარ, სულ 5-6 წუთი მაქვს...

- სად გარბიხარ?

- მონოსპექტაკლისთვის ვემზადები, მოზარდმაყურებელთა თეატრში ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი - დიმა ხვთისიაშვილი თამაზ ბაძაღუას (28 წლის გარდაიცვალა) პიესას "ღამე და თუთიყუში" დგამს. საინტერესო პიესაა, ექსპეტიმენტულ სცენაზე კეთდება. ვიმედოვნებ, რომ კარგი გამოგვივა.

- გვითხარი, ბოლო-ბოლო ვინ ხარ - ილია ჭავჭავაძე, ბოროტი მანიაკი, ძველი ბიჭი, თუ რადიოწამყვანი?

- მე მსახიობი ვარ, კოტე თოლორდავა, რომლის ბედნიერება, ან პირიქით, უბედურებაა ის, რომ ხან წმინდანის თამაში უწევს, ხან ნაძირალის და ხანაც - მანიაკის. რაც მეტი როლი მექნება, ეს როგორც მსახიობს, გამოცდილებას შემძენს...

- თითოეული გმირის რაიმე თვისება ხომ არ არის შენში?

- თითოეულის რაღაც თვისება შეიძლება აღმოვაჩინო ხოლმე ჩემში, თუმცა არ ვიცი.

- ამ წუთას როგორი განწყობა გაქვს?

- მცხელა. იმდენად, რომ ჰაერი არ მყოფნის, უცნაური განწყობაა ეს. ამ ბოლო დროს უჰაერობა დამჩემდა. სივრცის უკმარისობა მაქვს (სიცილით ამბობს).

- ცხოვრებაში შენთვის ყველაზე რთული რა არის?..

- ბევრი რამ, მაგრამ ყველზე რთული?! რაღაც სხვაგან წავედი, მაგრამ უცებ მომაგონდა ბანკის ყოველთვიური გადასახადი...

- შენი ბეწვის ხიდი?

- ხშირად ჩემი ცხოვრების რაღაც მძიმე ამბებს მახსენებენ ხოლმე. მაგრამ ამ ეტაპზე ის პერიოდი უკვე აღარც მახსოვს... თუმცა ის მართლა მძიმე იყო (ნარკოტიკების მოხმარება იგულისხმება. - ავტ.).

ზოგადად ბეწვის ხიდი კი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგალითად, როლზე მუშაობის დროს, რომ გროტესკში არ გადავარდე, რაც უმნიშვნელოვანესია. ბეწვის ხიდია ისიც, როცა სახლში ძალიან დაღლილი მიდიხარ, იქ ბავშვები გხვდებიან...

- და იქაც როლი გელოდება?

- როლი, რომელიც უნდა შეასრულო უმაღლესად იმიტომ, რომ შინ ისეთი მაყურებლები მხვდება, რომ არაფერს გაპატიებს...

- კინო, თეატრი, ტელევიზია და კიდევ ბევრი სამსახური - რომელია შენთვის კომფორტული?

- ჩემი საყვარელი საქმე თეატრსა და კინოშია, მაგრამ ძალიან შემიყვარდა ტელევიზიაც, ასეა ბევრი ჩემი კოლეგისთვისაც... მინდა ვიბრძოლო, ვიმუშაო და მეტად დავკავდე ჩემი პროფესიით. საქმიანობით კინოსა და თეატრში კიდევ უფრო დავიმკვიდრო ადგილი.

- წელს "ორ ვარსკვლავში" მღეროდი... (არ მაცლის).

- მე იქ არ მიმღერია, უფრო ვიყროყინე, რასაც საბედნიეროდ, მსუბუქად რომ ვთქვათ, სიმღერის მცდელობა დაერქვა.

- ახლა ცეკვის მცდელობაც ხომ არ არის შენგან მოსალოდნელი?

- ამ ეტაპზე არა, იმიტომ, რომ ჯერ ერთი იმ ფორმაში არ ვარ, რომ ვიცეკვო, თუმცა "ხოშიანად" ვფლობ სხეულს (სიცილით ამბობს), განსაკუთრებით, სანამ მოვიმატებდი, მოკლედ, ახლა ის რიტმი და ტალღა არ მაქვს, რომ ვიცეკვო.

- ძალადობას ყველანი ვგმობთ, მაგრამ მაინც, როგორ ფიქრობ, როდის უნდა ჩაერთოს საქმეში მუშტი?

- მუშტი უნდა ჩაერთოს, - ასე თქმა არ მინდა, მაგრამ ალბათ მაშინ, როცა სხვა გამოსავალი აღარ არის. ისე, ამ "მუშტსაც" გარკვეულ ასაკში თავისი ხიბლი ჰქონდა. დღეს მუშტების ქნევა, რაღაც ისეთია...

- როგორ იქცევი, როცა ტყუილში გამოგიჭერენ?

- ალბათ, როგორც ყველა ადამიანი. არც ვიცი, გამოუჭერივარ თუ არა, ვინმეს ტყუილში? კი, კი, გამოვუჭერივარ...

- ამ წუთას რა გახსენდება?

- ამ წუთას გამახსენდა: "გაზაფხულის საღამოა მშვიდი,/ ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი". არადა, გაზაფხულის საღამო ნამდვილად არ არის. კაცმა არ იცის, რატომ გამახსენდა, - ალბათ რომ მცხელა, ამიტომ (სიცილით ამბობს).

- ოდესმე ლექსი თუ დაგიწერია?

- ერთადერთხელ, 30 წლის ასაკში, როცა მეუღლის ჩუმად დაწერილი ლექსები წავიკითხე, რომელთაც არ ააშკარავებს, მაგრამ ძალიან მომწონს. ჰოდა, იმ ლექსში, რომელიც დავწერე, ჩემი მდგომარეობა, განცდები, ფიქრები გადმოვეცი.

- მოგიწონეს?

- კი, მაგრამ რატომღაც ის ლექსი რუსულად დავწერე.

- ამინდი ყოველთვის განსაზღვრავს შენს ხასიათს?

- ზამთარი, სიცივე არ მიყვარს, თბილი ადამიანი ვარ და ალბათ ამიტომ. მოკლედ, მე და ზამთარი ვერ ვმეგობრობთ.

- დაასრულე ფრაზა, - "მე რომ ყოვლისშემძლე ვიყო..."

- ყველა კარაგად იქნებოდა...

- ლარის გაუფასურებაზე რას ფიქრობ, - რატომ მოხდა ასე?

- არაფერსაც არ ვფიქრობ. მთავარი ის არის, რომ ბანკში გვქონდა თანხა დოლარებით შესატანი და გავგიჟდი... ძლივს მოვინელეთ ეს ამბავი. ისე, აზრზე არ ვარ, რატომ გააუფასურეს ასე ლარი, - ეს კატასტროფაა.

- თოვლის ბაბუისთვის წერილი თუ მიგიწერია?

- კი, როგორ არა. ვწერდი ხოლმე, მინდოდა, რომ ვინმეს გემზე სანაოსნოდ გავეშვი ან გემი მქონოდა. ეს სურვილი იმიტომ მიჩნდებოდა, რომ მამა იყო ხშირად ზღვაში, ნაოსანი გახლადათ. ამიტომ, სულ მინდოდა, რომ გემზე ვინმეს მეც გავეშვი, ან თოვლის ბაბუას ერთი გემი ეჩუქებინა. ასევე დიდი სურვილი მქონდა, რომ მამასთან ერთად ზღვაში გამეცურა.

- მერე რატომ არ გაცურე?

- თვითონ მამა მოცურავდა ხოლმე... რომ გავიზადე, ეს სურვილი გამიქრა. გემის კაპიტნობა კი კარგი იქნებოდა, არაჩვეულებრივი საქმეა. სხვათა შორის, ჩემი თავი გემზე გამოვცადე, - მამას რეისში გავყევი. მშვენივრად გადავიტანე მგზავრობა. არაფერს შევუწუხებივარ. ფანტასტიკურად ვგრძნობდი თავს... ერთხელ მამა სერიოზული შტორმის დროს მთელი გემის მასშტაბით მეძებდა, ეგონა, რომ შტორმმა ჩამრეცხა. არადა, იმ დროს მის მეოთხე თანაშემწესთან ვიჯექი და ვისკის ვსვამდი, სულ რაღაც 12 წლის ვიყავი.

- რას ეტყოდი თოვლის ბაბუას ახლა?

- ალკოჰოლის მიღებას ცოტა მოუკლოს. საერთოდ, ეგენი ხომ სვამენ, რომ თბილად იყვნენ. ამიტომ დალევას თავი დაანებონ, რათა ყველა ბავშვის სურვილი აასრულონ, ყველა წერილი მიიღონ. იმედი მაქვს, რომ ყველა პატარას დააკმაყოფილებენ. ბოლოს და ბოლოს, შეიკრან ერთ გუნდად - სანტა კლაუსი, თოვლის ბაბუა, დედ მაროზი და ა.შ. სხვადასხვა ქვეყნის ეს კეთილი ადამიანები, ერთ გუნდად ჩამოყალიბდნენ, ყველაზე იზრუნონ, დაგვიკმაყოფილონ ყველას სურვილები და გაგვახარონ!

- რა სურვილი გაქვს საახალწლოდ?

- დასვენება მინდა, ძალიან...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ვიდეო: ემოციური სიურპრიზები, რომლებიც განომ კოტეს 35 წლის იუბილეზე მოუწყო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია