მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
193 დაშავებული და 11 დაღუპული ერთ წელიწადში - როგორია ყველაზე უსაფრთხო მოტოციკლი და რა წესები უნდა დაიცვას ბაიკერმა ქალაქში მოძრაობისას
193 დაშავებული და 11 დაღუპული ერთ წელიწადში - როგორია ყველაზე უსაფრთხო მოტოციკლი და რა წესები უნდა დაიცვას ბაიკერმა ქალაქში მოძრაობისას

სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რად ხდე­ბა. "ამ­ბე­ბი.გე" ამ­ჯე­რად იმ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კით და­ინ­ტე­რეს­და, რა დრო­საც მძღო­ლი მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 2014 წელს 177 ასე­თი შემ­თხვე­ვა მოხ­და. რა დრო­საც და­შავ­და 193 ადა­მი­ა­ნი და და­ი­ღუ­პა 11. ხოლო და­შავ­და 130 ბა­ი­კე­რი და გარ­და­იც­ვა­ლა 7.

რაც შე­ე­ხე­ბა 2015 წლის პირ­ვე­ლი კვარ­ტა­ლის მო­ნა­ცე­მებს, წელს ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის 25 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. რა დრო­საც და­შავ­და 27 და და­ი­ღუ­პა 2 ბა­ი­კე­რი.

რა გა­ნა­პი­რო­ბებს მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვებს, ამის გა­სარ­კვე­ვად მო­ტოს­პორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს ნიკა გრი­გო­ლი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ბევ­რი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, პირ­ვე­ლი ის არის, რომ მო­ტო­ციკლს ტრან­სპორ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბად არ აღიქ­ვა­მენ. გან­ზრახ არა­ვინ არა­ვის და­ამ­ტვრევს, მაგ­რამ ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა და­უ­დევ­რო­ბა და ანარ­ქი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბაა, ეს ყვე­ლა ქარ­თვე­ლის ბუ­ნე­ბა­ში დევს. ხში­რად არ მო­ე­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი, რომ მარ­ჯვნი­დან ან მარ­ცხნი­დან მო­ტო­ციკ­ლი გა­უვ­ლის. ბა­ი­კე­რე­ბი არ იცა­ვენ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს, თა­ვი­სუ­ფა­ლი ტრან­სპორ­ტია, დიდი სიფრ­თხი­ლე სჭირ­დე­ბა, რაც სამ­წუ­ხა­როდ არ გვაქვს. გა­მოც­დი­ლე­ბაც არ აქვს ბევრ ბა­ი­კერს. არას­წო­რად არ­ჩე­ვენ მო­ტო­ციკლს.

- რას ნიშ­ნავს მო­ტო­ციკ­ლის არას­წო­რად შერ­ჩე­ვა?

- მო­ტო­ციკ­ლე­ტით სი­ა­რუ­ლის სურ­ვი­ლი როცა გიჩ­ნდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი მოტო უნდა შე­არ­ჩიო. ყვე­ლას სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს, ზოგი დიდ საფრ­თხეს შე­ი­ცავს. უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე უნდა იფიქ­როს ყვე­ლა მძღოლ­მა, იაფი არ ღირს შე­სა­ბა­მი­სი ჩა­ფხუ­ტი და ხელ­თათ­მა­ნი. ზუს­ტად არ ვიცი რა ღირს, მაგ­რამ არის მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი და მას­ზე იაფი თუ ღირს ის არ არის უსაფრ­თხო. 300 ლა­რი­ა­ნი ჩა­ფხუ­ტი რომ იყი­დოს ბა­ი­კერ­მა, ეს უკვე კარ­გია. მარ­თვის მოწ­მო­ბა ასა­კი­სა და მო­ტო­ციკ­ლის კუ­ბა­ტუ­რის მი­ხედ­ვით გა­ი­ცე­მა. ყვე­ლას კი აქვს ორი ბორ­ბა­ლი, მაგ­რამ ძრა­ვის სიძ­ლი­ე­რე 50 კუ­ბი­დან იწყე­ბა და 3000-ზე ადის. რაც უფრო და­ბა­ლი სიმ­ძლავ­რე აქვს, უფრო ნაკ­ლებ სიჩ­ქა­რეს ავი­თა­რებს. 50 კუბ­ზე ნაკ­ლე­ბი სიმ­ძლავ­რის მო­ტოს ტა­რე­ბი­სას მარ­თვის მოწ­მო­ბა არ არის სა­ჭი­რო, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ იხუ­რა­ვენ ჩა­ფხუტს. სა­ათ­ში 50 კი­ლო­მეტს რომ ავი­თა­რებ, კე­დელს რომ შე­ას­კდე მა­ინც მოკ­ვდე­ბი. კა­ნო­ნით ნო­მე­რიც არ სჭირ­დე­ბა ასეთ მო­ტო­ებს, ე.წ. მო­ტო­ებს. ეს კულ­ტუ­რა არ არის ჩვენ­ში შე­მო­სუ­ლი, ინ­ფორ­მი­რე­ბაა სა­ჭი­რო.

- დან­გრე­უ­ლი გზე­ბი ქმნის და­მა­ტე­ბით საფრ­თხეს ბა­ი­კე­რე­ბის­თვის?

- გზე­ბი რომ დან­გრე­უ­ლია მო­ტოს­თვი­საც, მან­ქა­ნის­თვი­საც, თვითმფრი­ნა­ვის­თვი­საც მა­რაზ­მია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოფ­რო­უ­დია ქა­ლაქ­ში. გზებ­ზე ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბია, ბა­ი­კერ­მა თუ გა­და­ი­ა­რა შე­საძ­ლოა მოკ­ვდეს. ჩვენს ფე­დე­რა­ცი­ას ხში­რად ჰქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი შსს-თან და ახ­ლაც ვა­პი­რებთ ამ კუ­თხით მუ­შა­ო­ბას. იქ­ნებ გა­მოს­წორ­დეს მდგო­მა­რე­ო­ბა. ყვე­ლა ბა­ი­კერ­მა, პირ­ველ რიგ­ში, უნდა ია­როს იმ აზ­რით, რომ მას ვე­რა­ვინ გხე­დავს. ამ ქა­ლაქ­ში ანარ­ქი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბაა. მეც გა­მი­კე­თე­ბია ბევ­რი სი­სუ­ლე­ლე, ჩემ­თვი­საც და სხვის­თვი­საც საფრ­თხე შე­მიქ­მნია. შენ რომ მა­გა­რი ბიჭი ხარ და დახ­ტი­ხარ მო­ტო­ზე, იმას არ ნიშ­ნავს, რომ ქა­ლაქ­შიც ასე იარო. ქა­ლაქ­ში უნდა და­იც­ვა მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

193 დაშავებული და 11 დაღუპული ერთ წელიწადში - როგორია ყველაზე უსაფრთხო მოტოციკლი და რა წესები უნდა დაიცვას ბაიკერმა ქალაქში მოძრაობისას

193 დაშავებული და 11 დაღუპული ერთ წელიწადში - როგორია ყველაზე უსაფრთხო მოტოციკლი და რა წესები უნდა დაიცვას ბაიკერმა ქალაქში მოძრაობისას

სხვადასხვა მიზეზების გამო ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება. "ამბები.გე" ამჯერად იმ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკით დაინტერესდა, რა დროსაც მძღოლი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს 177 ასეთი შემთხვევა მოხდა. რა დროსაც დაშავდა 193 ადამიანი და დაიღუპა 11. ხოლო დაშავდა 130 ბაიკერი და გარდაიცვალა 7.

რაც შეეხება 2015 წლის პირველი კვარტალის მონაცემებს, წელს ასეთი შემთხვევების 25 ფაქტი დაფიქსირდა. რა დროსაც დაშავდა 27 და დაიღუპა 2 ბაიკერი.

რა განაპირობებს მოტოციკლით გადაადგილებისას ავტოსაგზაო შემთხვევებს, ამის გასარკვევად მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტს ნიკა გრიგოლიას დავუკავშირდით.

- ბევრი მიზეზი არსებობს, პირველი ის არის, რომ მოტოციკლს ტრანსპორტის საშუალებად არ აღიქვამენ. განზრახ არავინ არავის დაამტვრევს, მაგრამ ავტომობილის მძღოლების ყველაზე დიდი პრობლემა დაუდევრობა და ანარქიული მოძრაობაა, ეს ყველა ქართველის ბუნებაში დევს. ხშირად არ მოელის ავტომობილის მძღოლი, რომ მარჯვნიდან ან მარცხნიდან მოტოციკლი გაუვლის. ბაიკერები არ იცავენ უსაფრთხოების ზომებს, თავისუფალი ტრანსპორტია, დიდი სიფრთხილე სჭირდება, რაც სამწუხაროდ არ გვაქვს. გამოცდილებაც არ აქვს ბევრ ბაიკერს. არასწორად არჩევენ მოტოციკლს.

- რას ნიშნავს მოტოციკლის არასწორად შერჩევა?

- მოტოციკლეტით სიარულის სურვილი როცა გიჩნდება, შესაბამისი მოტო უნდა შეარჩიო. ყველას სხვადასხვა მონაცემები აქვს, ზოგი დიდ საფრთხეს შეიცავს. უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს ყველა მძღოლმა, იაფი არ ღირს შესაბამისი ჩაფხუტი და ხელთათმანი. ზუსტად არ ვიცი რა ღირს, მაგრამ არის მინიმალური ზღვარი და მასზე იაფი თუ ღირს ის არ არის უსაფრთხო. 300 ლარიანი ჩაფხუტი რომ იყიდოს ბაიკერმა, ეს უკვე კარგია. მართვის მოწმობა ასაკისა და მოტოციკლის კუბატურის მიხედვით გაიცემა. ყველას კი აქვს ორი ბორბალი, მაგრამ ძრავის სიძლიერე 50 კუბიდან იწყება და 3000-ზე ადის. რაც უფრო დაბალი სიმძლავრე აქვს, უფრო ნაკლებ სიჩქარეს ავითარებს. 50 კუბზე ნაკლები სიმძლავრის მოტოს ტარებისას მართვის მოწმობა არ არის საჭირო, მაგრამ ეს ადამიანები არ იხურავენ ჩაფხუტს. საათში 50 კილომეტს რომ ავითარებ, კედელს რომ შეასკდე მაინც მოკვდები. კანონით ნომერიც არ სჭირდება ასეთ მოტოებს, ე.წ. მოტოებს. ეს კულტურა არ არის ჩვენში შემოსული, ინფორმირებაა საჭირო.

- დანგრეული გზები ქმნის დამატებით საფრთხეს ბაიკერებისთვის?

- გზები რომ დანგრეულია მოტოსთვისაც, მანქანისთვისაც, თვითმფრინავისთვისაც მარაზმია. ჩვეულებრივი ოფროუდია ქალაქში. გზებზე ისეთი დაზიანებებია, ბაიკერმა თუ გადაიარა შესაძლოა მოკვდეს. ჩვენს ფედერაციას ხშირად ჰქონდა კონსულტაციები შსს-თან და ახლაც ვაპირებთ ამ კუთხით მუშაობას. იქნებ გამოსწორდეს მდგომარეობა. ყველა ბაიკერმა, პირველ რიგში, უნდა იაროს იმ აზრით, რომ მას ვერავინ გხედავს. ამ ქალაქში ანარქიული მოძრაობაა. მეც გამიკეთებია ბევრი სისულელე, ჩემთვისაც და სხვისთვისაც საფრთხე შემიქმნია. შენ რომ მაგარი ბიჭი ხარ და დახტიხარ მოტოზე, იმას არ ნიშნავს, რომ ქალაქშიც ასე იარო. ქალაქში უნდა დაიცვა მოძრაობის წესები.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია