55 წლის ირლანდიელი მაიკლ მერი ტაილანდში შვებულების გასატარებლად ჩავიდა. ერთ-ერთ სტიპტიზ კლუბში ტურისტი ღამით სამ საათამდე დარჩა, გამოსვლისას მას 24 წლის ტრანსვესტიტი ვიჩაი შრიპალანგი შეხვდა და შესთავაზა, ღამე მასთან ერთად გაეტარებინა.
შეთავაზებაზე მან უარი მიიღო. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ვიჩაი მას კისერზე ჩამოეკიდა, ტურისტმა ხელი კრა და მოიშორა. უარყოფილმა ტრანსვესტიტმა ტურისტი სასტიკად სცემა. ვიჩაიმ ფეხსაცმლიდან თმისსარჭი ამოიღო და ტურისტს თავში იქამდე ურტყა, სანამ უგონოდ არ დაეცა.