პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები - ის, რაც ხშირად გსმენიათ, ან აქამდე არ იცოდით
საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები - ის, რაც ხშირად გსმენიათ, ან აქამდე არ იცოდით

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხეს თა­ვი­სი ტრა­დი­ცია აქვს, ზოგს ძა­ლი­ან უჩ­ვე­უ­ლოც. ყვე­ლა კუ­თხის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, კა­ხუ­რი, რა­ჭუ­ლი, სვა­ნუ­რი, იმე­რუ­ლი, მთი­უ­ლუ­რი და ა.შ. დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის, ქორ­წი­ნე­ბის, გლო­ვის, სუფ­რის, ვა­ზის და სხვა მრა­ვა­ლი ტრა­დი­ცია.

ფშავ-ხევ­სუ­რე­თი

ხევ­სუ­რე­თი ტრა­დი­ცი­ე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ერთ-ერთი კუ­თხეა. ხევ­სუ­რუ­ლი კოშ­კე­ბი მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი. ხევ­სუ­რე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა გვა­რე­ბად არის და­ყო­ფი­ლი. თი­თო­ე­ულ გვარს ერთი ხე­ო­ბა ან სო­ფე­ლი უჭი­რავს. ხევ­სუ­რეთ­ში ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი გვა­რი არა­ბუ­ლი და ჭინ­ჭა­რა­უ­ლია. ეს ორი­ვე გვა­რი ით­ვლე­ბა ხევ­სუ­რე­თის ძი­რე­ულ და თავ­და­პირ­ველ მო­სახ­ლე­ო­ბად.

ხევ­სუ­რუ­ლი სახ­ლის ტი­პე­ბი ძი­რი­თა­დად სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, ფი­ქა­ლი ქვი­სა­გან მშრა­ლად ნა­გე­ბია, კომ­პაქ­ტუ­რად თავ­სდე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნი და ცხო­ვე­ლე­ბი, რაც ხევ­სუ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა იყო.

ხევ­სუ­რე­ბის სა­ხე­ლი ლუდ­თა­ნაც ასო­ცირ­დე­ბა. ხევ­სუ­რე­ბი, თუ­შე­ბი, ფშა­ვე­ბი, გუ­და­მაყ­რე­ლე­ბი და მო­ხე­ვე­ე­ბი ტრა­დი­ცი­ულ დღე­სას­წა­უ­ლებს თა­ვი­ან­თი გა­მოხ­დი­ლი ლუ­დით იხ­დიდ­ნენ. დღე­სას­წა­უ­ლე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რი იყო, რაც ქარ­თუ­ლი ლუ­დის ხა­რისხზე და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მოქ­მე­დებ­და.

ფშა­ვე­ლი მო­ნა­დი­რე ძაღლსა და კა­ტას თოფს არ ეს­რო­და, რად­გა­ნაც მათ უწ­მინ­დურ ცხო­ვე­ლე­ბად თვლი­და. თუ მო­ნა­დი­რე 100 გა­რე­ულ ცხო­ველს, "ნა­დირს" მოკ­ლავ­და, ერთი დღით თოფი მი­წა­ში უნდა და­ე­მარ­ხა. ამას "აზა­რის ათა­ვე­ბა", ანუ მიზ­ნის შეს­რუ­ლე­ბა ეწო­დე­ბო­და. ნა­დი­რის მოკ­ვლი­სას თუ მო­ნა­დი­რეს ვინ­მე პირ­ვე­ლი შეხ­ვდე­ბო­და, მის­თვის ნა­ნა­დი­რე­ვი შუ­ა­ზე უნდა გა­ე­ყო. ეს წესი ვაჟა-ფშა­ვე­ლა­საც აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი თა­ვის პო­ე­მა­ში "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი".

იმე­რე­თი

იმე­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი კარ­გად ჩანს რე­ჟი­სორ ნანა მჭედ­ლი­ძის გა­და­ღე­ბულ ქარ­თულ ფილმში "იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი". ფილ­მი გა­და­ღე­ბუ­ლია სო­ფელ დიდ ჯი­ხა­იშ­ში. სო­ფელ­ში დღე­საც არის ის სახლ-კარი, სა­დაც ფილმში დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დიდი ჯი­ხა­ი­ში ოდით­გან­ვე გან­თქმუ­ლი იყო მცხოვ­რებ­თა მა­ღა­ლი კულ­ტუ­რით, ლე­ლოს სა­ა­მა­ყო მიმ­დევ­რე­ბით. ლელო სპო­ტის სა­ხე­ო­ბაა, რაგ­ბის ქარ­თუ­ლი წი­ნა­მორ­ბე­დი. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სპორ­ტის უძ­ვე­ლე­სი ეროვ­ნუ­ლი სა­ხე­ო­ბა, გუნ­დუ­რი თა­მა­ში ბურ­თით.

ყვე­ლას­თვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი იმე­რუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა და იმე­რუ­ლი სუფ­რის ხიბ­ლი. ასე­თი გა­მოთ­ქმაც არ­სე­ბობს - "იმე­რეთ­ში ერთი ქე­ი­ფი, ხონთქრის ას წყა­ლო­ბას უდ­რი­სო". ამ კუ­თხე­ში სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი მე­ტად თა­ვი­სე­ბუ­რი და ორი­გი­ნა­ლუ­რია. სუფ­რა სტუმ­რე­ბის და­ლოც­ვით იწყე­ბა და ოჯა­ხის (ანუ მას­პინ­ძელ­თა) დღეგ­რძე­ლო­ბით მთავ­რდე­ბა.

გუ­რია

კა­ლან­დო­ბა გუ­რი­ა­ში ახალ წელს ნიშ­ნავს. გუ­რუ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხვდე­ბოდ­ნენ კა­ლან­დას. ოთახს ამ­შვე­ნებ­და კურ­კან­ტე­ლას მარ­ცვლე­ბი­თა და ფო­ჩი­ა­ნი კან­ფე­ტე­ბით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი ჩი­ჩი­ლა­კი, რო­მელ­საც გუ­რუ­ლი კაცი თხი­ლის ნედ­ლი შტო­დან თლი­და. ჩი­ჩი­ლაკს "ქარ­თულ ნაძ­ვის ხე­საც" უწო­დე­ბენ. ეს იყო რი­ტუ­ა­ლუ­რი სა­გა­ნი, რო­მელ­საც სა­ა­ხალ­წლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ­ზა­დებ­დნენ. ის ძი­რი­თა­დად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. თუმ­ცა ბოლო წლებ­ში თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი ყი­დუ­ლობს სა­ა­ხალ­წლოდ ჩი­ჩი­ლაკს.

ძვე­ლი გუ­რუ­ლი ცეკ­ვე­ბი­დან ცნო­ბი­ლია: "ფარ­ცა­კუ­კუ", "კალ­მა­ხო­ბა", "ფოთ­ლით ცეკ­ვა", "ფერ­ხუ­ლი″. "ფარ­ცა­კუ­კუ" ომში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მხედ­რე­ბის მა­სობ­რი­ვი ცეკ­ვაა. სრულ­დე­ბა ქა­ლებ­თან ერ­თად. გუ­რი­ის სპორ­ტულ ტრა­დი­ცი­ა­თა­გან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია დოღი ბახ­მა­რო­ში. ყო­ვე­ლი წლის 19 აგ­ვის­ტოს, კუ­რორტ ბახ­მა­რო­ში იმარ­თე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი დოღი. დო­ღის ტრა­დი­ცია XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან იღებს სა­თა­ვეს. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ე­ბის ცხე­ნოს­ნე­ბი.

სა­მეგ­რე­ლო

დოღი სა­მეგ­რე­ლო­შიც ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო. ის გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის წლის­თავ­ზე იმარ­თე­ბო­და და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ყვე­ლა, ვი­საც კი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა სურ­და. მა­რუ­ლას (სა­გან­გე­ბოდ ნა­ვარ­ჯი­შე­ვი ცხე­ნე­ბის შე­ჯიბ­რი გრძელ 20-25 კმ-იან დის­ტან­ცი­ა­ზე), წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე აწყობ­დნენ დიდ დღე­სას­წა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. დოღ­ში და მა­რუ­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს დიდი სა­ხე­ლი და ჯილ­დო (დრო­შა, ფული, ნივ­თე­ბი) ელო­დათ.

დღეს იშ­ვი­ა­თად, თუმ­ცა ადრე სა­მეგ­რე­ლოს ყვე­ლა სო­ფელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო შემ­დე­გი სა­ხის ჩვე­უ­ლე­ბე­ბი: ახ­ლად და­ბა­დე­ბულ ბავ­შვს პირ­ში ჩხიკ­ვის ფრთას გა­მო­უ­ღებ­და ბე­ბია, ენას მალე ამო­იდ­გამ­სო. თუ ვაჟი და­ი­ბა­დე­ბო­და, თოხზე, სახ­ნავ­ზე ან ნა­ჯახ­ზე მო­ა­კი­დე­ბი­ნებ­დნენ ხელს კარ­გი მუშა გა­მო­ვაო. თუ ქალი იყო, მას თი­თის­ტარს, მაკ­რა­ტელს ჩა­უ­დებ­დნენ ხელ­ში.

სა­მეგ­რე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო (ნოდი) ნადი, რაც გუ­ლის­ხმობ­და შრო­მით დახ­მა­რე­ბას ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე. თოხ­ნის პრო­ცეს­ში ქა­ლე­ბი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ქალს მიჰ­ქონ­და საჭ­მე­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო აგ­რეთ­ვე "შენ­წო­ო­ბა" შემ­წე­ო­ბა, რო­მე­ლიც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. ნა­დის დროს ოჯა­ხი ვალ­დე­ბუ­ლი იყო, სუფ­რა გა­ე­შა­ლა მო­ნა­დე­ე­ბი­სათ­ვის. "შენ­წო­ო­ბის" დროს მე­ზობ­ლებს თა­ვი­ან­თი საჭ­მე­ლი თვი­თონ მიჰ­ქონ­დათ.

რაჭა

მთის რა­ჭა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ თაყ­ვანს სცე­მენ წმინ­და გი­ორ­გის. შხე­ლის წმინ­და გი­ორ­გის სა­ლო­ცა­ვი სო­ფელ გლო­ლას­თან, დიდ გაშ­ლილ მინ­დორ­ზე მდე­ბა­რე­ობს. მთის რა­ჭა­ში არის ციხე-კოშ­კე­ბი და ეკუთ­ვნის იმ სა­ცხოვ­რებ­ლის ტიპს, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნე­ბი და სა­ქო­ნე­ლი, სა­ნო­ვა­გის მა­რა­გი და პი­რუ­ტყვის საკ­ვე­ბი ერთ კომ­პლექსშია მოქ­ცე­უ­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სოა მთის რა­ჭის სა­ქორ­წი­ნო ტრა­დი­ცი­ე­ბიც. რო­გორც წესი, ჯვრის­წე­რა მი­ღე­ბუ­ლი იყო ქა­ლის სო­ფელ­ში, სა­დაც სა­სი­ძო თა­ვი­სი "ან­ქრით" (მაყ­რით) მი­ემ­გზავ­რე­ბო­და. იქ "გვირ­გვი­ნოს­ნებს" ასა­ჩუქ­რებ­დნენ ნივ­თე­ბი­თა და ფუ­ლით. ვახ­შმის შემ­დეგ აიშ­ლე­ბოდ­ნენ, პა­ტარ­ძალს წა­მო­ბუ­რავ­დნენ "ბურ­სე­ულს", შემ­დეგ მიჰ­ყავ­დათ სი­ძის სახ­ლში თო­ფე­ბის სრო­ლი­თა და სიმ­ღე­რით. იქ დე­დამ­თი­ლი ხვდე­ბო­და შაქ­რით.

ძვე­ლად მთის რა­ჭა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო აკ­ვან­ში "და­წინ­დვა" (და­ნიშ­ვნა). სო­ფელ­ში თუ ერთ ოჯახს ქალი შე­ე­ძი­ნე­ბო­და, მე­ო­რეს კი ვაჟი და ამ ოჯა­ხებს ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ, ორ­მო­ცი დღის შემ­დეგ შეხ­ვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს წყა­რო­ზე და და­ნა­თე­სა­ვე­ბას შეს­თა­ვა­ზებ­დნენ.

რა­ჭა­ში ნა­დი­რო­ბა­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბით ას­რუ­ლე­ბენ. მო­ნა­დი­რე სა­ნა­დი­როდ წას­ვლის წინ ცუდ სი­ტყვას არ იტყო­და, არ და­ლევ­და. სა­ნა­დი­როდ ღამე ან დი­ლით ადრე მი­დი­ო­და და ცდი­ლობ­და გზა­ზე ხმა არა­ვის­თვის არ გა­ე­ცა. შემ­ხვედ­რსაც არ უნდა ეკი­თხა, სად მიხ­ვა­ლო. მხო­ლოდ გზა უნდა და­ე­ლო­ცა: გა­მარ­ჯვე­ბით ია­რეო. არც მო­ნა­დი­რის ცოლი ეტყო­და ვინ­მეს, თუ სა­ნა­დი­როდ იყო მისი ქმა­რი წა­სუ­ლი, არც თმას გა­იშ­ლი­და და და­ი­ვარ­ცხნი­და მის მოს­ვლამ­დე. საგ­ზლად მო­ნა­დი­რე დე­დის გა­მომ­ცხვარ ხმი­ადს წა­ი­ღებ­და. ქო­ნი­ა­ნი ან წვნი­ა­ნი თან არა­ფე­რი უნდა ჰქო­ნო­და. არც მის ოჯახ­ში შე­იჭ­მე­ბო­და წვნი­ა­ნი საჭ­მე­ლი მის მოს­ვლამ­დე.

კა­ხე­თი

კა­ხე­თი გან­თქმუ­ლია ვე­ნა­ხე­ბი­თა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ღვი­ნით, კა­ხუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბია: მწვა­დი, ხაშ­ლა­მა, ჩა­ქა­ფუ­ლი, ჩი­ხირ­თმა და სხვა. კა­ხუ­რი მწვა­დი ვა­ზის ლერ­წზე იწ­ვე­ბა, რაც მას გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ გე­მოს ანი­ჭებს. ყუ­რძნის წვე­ნის – ბა­და­გი­სა­გან ამ­ზა­დე­ბენ ტრა­დი­ცი­ულ ტკბი­ლე­ულს: ჩურ­ჩხე­ლა­სა და თა­თა­რას. კა­ხეთ­ში ცხვე­ბა მოგ­რძო ფორ­მის შო­თის პური.

მა­რანს, ძი­რი­თა­დად სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან ან ვე­ნახ­თან აგე­ბენ, სა­შენ მა­სა­ლად ქვა ან აგუ­რი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ვხვდე­ბით აგ­რეთ­ვე, კა­პი­ტა­ლუ­რად ნა­შენ მარ­ნებს - და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ქვი­სა­გან აგე­ბულს და ორ­ნა­მენ­ტე­ბით დამ­შვე­ნე­ბულს, რომ­ლე­ბიც არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ძეგლ­თა რიგს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მა­რა­ნი, რო­გორც წესი, საწ­ნა­ხე­ლი­თა და ქვევ­რი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი.

ქვევ­რი ღვი­ნის და­ყე­ნე­ბი­სა და შე­ნახ­ვი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. იგი მზად­დე­ბა თი­ხი­სა­გან, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლურ წვა­სა და და­მუ­შა­ვე­ბას გა­დის. ღვი­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, დამ­ზა­დე­ბუ­ლი ქვევ­რი მი­წა­ში ეფ­ლო­ბა, მას­ში ჩას­ხმუ­ლი ყუ­რძნის წვე­ნი ღვი­ნის სა­ბო­ლოო და­ყე­ნე­ბამ­დე ჰერ­მე­ტუ­ლად ილუ­ქე­ბო­და, მას მხო­ლოდ მო­რე­ვი­სას და ჭა­ჭის მო­სახ­დე­ლად ხსნიდ­ნენ.

ქარ­თლი

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძი­რი­თა­დად ქარ­თლში, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო გლე­ხის სახ­ლი - დარ­ბა­ზი, სა­დაც ერთი სა­ხუ­რა­ვის ქვეშ, ყვე­ლა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მე­ურ­ნეო სა­თავ­სი ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რა­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი.

მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა ახა­ლი წლის ტრა­დი­ცია ქარ­თლში. თავ­და­პირ­ვე­ლად აცხო­ბენ ბა­სი­ლას ქან­და­კე­ბას, ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის­თვის ორ-ორ ბე­დის კვერს და თი­თოს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის. გამ­თე­ნი­ი­სას ოჯა­ხის უფ­რო­სი ხონ­ჩა­ზე ღო­რის თავს და­დებს, ირ­გვლივ ბე­დის კვე­რებს შე­მო­უ­წყობს და ზედ­ვე ბა­სი­ლას ქან­და­კე­ბას და­ას­ვე­ნებს. ხონ­ჩის ერთ გვერ­დზე "და­სა­ბე­რებ­ლად" თაფლში ამოვ­ლე­ბულ პუ­რის ლუკ­მებს ჯა­მით მო­ა­თავ­სებს და ან­თე­ბულ სან­თლებს მი­აკ­რავს. ამ სა­ა­ხალ­წლო ხონ­ჩას ქარ­თლში "აბ­რა­მი­ანს" უწო­დე­ბენ.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი|bonvoyage.ge, saqtradiciebi.blogspot.com, tradiciadavicvat.blogspot.com, xevsuret.blogspot.com

სტა­ტი­ის ყდა| კე­მოს კა­რი­კა­ტუ­რა Hangebi.com-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები - ის, რაც ხშირად გსმენიათ, ან აქამდე არ იცოდით

საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები - ის, რაც ხშირად გსმენიათ, ან აქამდე არ იცოდით

საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ტრადიცია აქვს, ზოგს ძალიან უჩვეულოც. ყველა კუთხისთვის არის დამახასიათებელი განსხვავებული წეს-ჩვეულებები. მაგალითად, კახური, რაჭული, სვანური, იმერული, მთიულური და ა.შ. დღემდე შემორჩენილია სტუმარ-მასპინძლობის, ქორწინების, გლოვის, სუფრის, ვაზის და სხვა მრავალი ტრადიცია.

ფშავ-ხევსურეთი

ხევსურეთი ტრადიციებით გამორჩეული ერთ-ერთი კუთხეა. ხევსურული კოშკები მსოფლიოშია ცნობილი. ხევსურეთის მოსახლეობა გვარებად არის დაყოფილი. თითოეულ გვარს ერთი ხეობა ან სოფელი უჭირავს. ხევსურეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი არაბული და ჭინჭარაულია. ეს ორივე გვარი ითვლება ხევსურეთის ძირეულ და თავდაპირველ მოსახლეობად.

ხევსურული სახლის ტიპები ძირითადად სამსართულიანი, ფიქალი ქვისაგან მშრალად ნაგებია, კომპაქტურად თავსდებოდნენ ადამიანი და ცხოველები, რაც ხევსურული ხალხური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი თავისებურება იყო.

ხევსურების სახელი ლუდთანაც ასოცირდება. ხევსურები, თუშები, ფშავები, გუდამაყრელები და მოხევეები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით იხდიდნენ. დღესასწაულები საკმაოდ ბევრი იყო, რაც ქართული ლუდის ხარისხზე და განვითარებაზე მოქმედებდა.

ფშაველი მონადირე ძაღლსა და კატას თოფს არ ესროდა, რადგანაც მათ უწმინდურ ცხოველებად თვლიდა. თუ მონადირე 100 გარეულ ცხოველს, "ნადირს" მოკლავდა, ერთი დღით თოფი მიწაში უნდა დაემარხა. ამას "აზარის ათავება", ანუ მიზნის შესრულება ეწოდებოდა. ნადირის მოკვლისას თუ მონადირეს ვინმე პირველი შეხვდებოდა, მისთვის ნანადირევი შუაზე უნდა გაეყო. ეს წესი ვაჟა-ფშაველასაც აქვს გამოყენებული თავის პოემაში "სტუმარ-მასპინძელი".

იმერეთი

იმერული ტრადიციები კარგად ჩანს რეჟისორ ნანა მჭედლიძის გადაღებულ ქართულ ფილმში "იმერული ესკიზები". ფილმი გადაღებულია სოფელ დიდ ჯიხაიშში. სოფელში დღესაც არის ის სახლ-კარი, სადაც ფილმში დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

დიდი ჯიხაიში ოდითგანვე განთქმული იყო მცხოვრებთა მაღალი კულტურით, ლელოს საამაყო მიმდევრებით. ლელო სპოტის სახეობაა, რაგბის ქართული წინამორბედი. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სპორტის უძველესი ეროვნული სახეობა, გუნდური თამაში ბურთით.

ყველასთვის კარგადაა ცნობილი იმერული სტუმართმოყვარეობა და იმერული სუფრის ხიბლი. ასეთი გამოთქმაც არსებობს - "იმერეთში ერთი ქეიფი, ხონთქრის ას წყალობას უდრისო". ამ კუთხეში სადღეგრძელოები მეტად თავისებური და ორიგინალურია. სუფრა სტუმრების დალოცვით იწყება და ოჯახის (ანუ მასპინძელთა) დღეგრძელობით მთავრდება.

გურია

კალანდობა გურიაში ახალ წელს ნიშნავს. გურულები განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას. ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. ჩიჩილაკს "ქართულ ნაძვის ხესაც" უწოდებენ. ეს იყო რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. თუმცა ბოლო წლებში თითქმის ყველა ქართული ოჯახი ყიდულობს საახალწლოდ ჩიჩილაკს.

ძველი გურული ცეკვებიდან ცნობილია: "ფარცაკუკუ", "კალმახობა", "ფოთლით ცეკვა", "ფერხული″. "ფარცაკუკუ" ომში გამარჯვებული მხედრების მასობრივი ცეკვაა. სრულდება ქალებთან ერთად. გურიის სპორტულ ტრადიციათაგან აღსანიშნავია დოღი ბახმაროში. ყოველი წლის 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში იმართება ტრადიციული დოღი. დოღის ტრადიცია XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ცხენოსნები.

სამეგრელო

დოღი სამეგრელოშიც ძალიან გავრცელებული იყო. ის გარდაცვლილი მამაკაცის წლისთავზე იმართებოდა და მასში მონაწილეობდა ყველა, ვისაც კი მიცვალებულის პატივისცემა სურდა. მარულას (საგანგებოდ ნავარჯიშევი ცხენების შეჯიბრი გრძელ 20-25 კმ-იან დისტანციაზე), წელიწადში რამდენჯერმე აწყობდნენ დიდ დღესასწაულებთან დაკავშირებით. დოღში და მარულაში გამარჯვებულებს დიდი სახელი და ჯილდო (დროშა, ფული, ნივთები) ელოდათ.

დღეს იშვიათად, თუმცა ადრე სამეგრელოს ყველა სოფელში გავრცელებული იყო შემდეგი სახის ჩვეულებები: ახლად დაბადებულ ბავშვს პირში ჩხიკვის ფრთას გამოუღებდა ბებია, ენას მალე ამოიდგამსო. თუ ვაჟი დაიბადებოდა, თოხზე, სახნავზე ან ნაჯახზე მოაკიდებინებდნენ ხელს კარგი მუშა გამოვაო. თუ ქალი იყო, მას თითისტარს, მაკრატელს ჩაუდებდნენ ხელში.

სამეგრელოში გავრცელებული იყო (ნოდი) ნადი, რაც გულისხმობდა შრომით დახმარებას ანაზღაურების გარეშე. თოხნის პროცესში ქალები არ მონაწილეობდნენ. ქალს მიჰქონდა საჭმელი. გავრცელებული იყო აგრეთვე "შენწოობა" შემწეობა, რომელიც გაჭირვებული ოჯახის დახმარებას გულისხმობდა. ნადის დროს ოჯახი ვალდებული იყო, სუფრა გაეშალა მონადეებისათვის. "შენწოობის" დროს მეზობლებს თავიანთი საჭმელი თვითონ მიჰქონდათ.

რაჭა

მთის რაჭაში განსაკუთრებულ თაყვანს სცემენ წმინდა გიორგის. შხელის წმინდა გიორგის სალოცავი სოფელ გლოლასთან, დიდ გაშლილ მინდორზე მდებარეობს. მთის რაჭაში არის ციხე-კოშკები და ეკუთვნის იმ საცხოვრებლის ტიპს, რომელშიც ადამიანები და საქონელი, სანოვაგის მარაგი და პირუტყვის საკვები ერთ კომპლექსშია მოქცეული.

საინტერესოა მთის რაჭის საქორწინო ტრადიციებიც. როგორც წესი, ჯვრისწერა მიღებული იყო ქალის სოფელში, სადაც სასიძო თავისი "ანქრით" (მაყრით) მიემგზავრებოდა. იქ "გვირგვინოსნებს" ასაჩუქრებდნენ ნივთებითა და ფულით. ვახშმის შემდეგ აიშლებოდნენ, პატარძალს წამობურავდნენ "ბურსეულს", შემდეგ მიჰყავდათ სიძის სახლში თოფების სროლითა და სიმღერით. იქ დედამთილი ხვდებოდა შაქრით.

ძველად მთის რაჭაში გავრცელებული იყო აკვანში "დაწინდვა" (დანიშვნა). სოფელში თუ ერთ ოჯახს ქალი შეეძინებოდა, მეორეს კი ვაჟი და ამ ოჯახებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, ორმოცი დღის შემდეგ შეხვდებოდნენ ერთმანეთს წყაროზე და დანათესავებას შესთავაზებდნენ.

რაჭაში ნადირობასაც განსაკუთრებული რიტუალებით ასრულებენ. მონადირე სანადიროდ წასვლის წინ ცუდ სიტყვას არ იტყოდა, არ დალევდა. სანადიროდ ღამე ან დილით ადრე მიდიოდა და ცდილობდა გზაზე ხმა არავისთვის არ გაეცა. შემხვედრსაც არ უნდა ეკითხა, სად მიხვალო. მხოლოდ გზა უნდა დაელოცა: გამარჯვებით იარეო. არც მონადირის ცოლი ეტყოდა ვინმეს, თუ სანადიროდ იყო მისი ქმარი წასული, არც თმას გაიშლიდა და დაივარცხნიდა მის მოსვლამდე. საგზლად მონადირე დედის გამომცხვარ ხმიადს წაიღებდა. ქონიანი ან წვნიანი თან არაფერი უნდა ჰქონოდა. არც მის ოჯახში შეიჭმებოდა წვნიანი საჭმელი მის მოსვლამდე.

კახეთი

კახეთი განთქმულია ვენახებითა და შესანიშნავი ღვინით, კახური სამზარეულოს ტრადიციული კერძებია: მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული, ჩიხირთმა და სხვა. კახური მწვადი ვაზის ლერწზე იწვება, რაც მას განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ყურძნის წვენის – ბადაგისაგან ამზადებენ ტრადიციულ ტკბილეულს: ჩურჩხელასა და თათარას. კახეთში ცხვება მოგრძო ფორმის შოთის პური.

მარანს, ძირითადად საცხოვრებელ სახლთან ან ვენახთან აგებენ, საშენ მასალად ქვა ან აგური გამოიყენება. ვხვდებით აგრეთვე, კაპიტალურად ნაშენ მარნებს - დამუშავებული ქვისაგან აგებულს და ორნამენტებით დამშვენებულს, რომლებიც არქიტექტურულ ძეგლთა რიგს მიეკუთვნება. მარანი, როგორც წესი, საწნახელითა და ქვევრითაა აღჭურვილი.

ქვევრი ღვინის დაყენებისა და შენახვისათვის გამოიყენება. იგი მზადდება თიხისაგან, რომელიც სპეციალურ წვასა და დამუშავებას გადის. ღვინის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, დამზადებული ქვევრი მიწაში ეფლობა, მასში ჩასხმული ყურძნის წვენი ღვინის საბოლოო დაყენებამდე ჰერმეტულად ილუქებოდა, მას მხოლოდ მორევისას და ჭაჭის მოსახდელად ხსნიდნენ.

ქართლი

აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად ქართლში, გავრცელებული იყო გლეხის სახლი - დარბაზი, სადაც ერთი სახურავის ქვეშ, ყველა საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსი ჰორიზონტალურადაა განლაგებული.

მეტად საინტერესოა ახალი წლის ტრადიცია ქართლში. თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე "დასაბერებლად" თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში "აბრამიანს" უწოდებენ.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

გამოყენებული რესურსები|bonvoyage.ge, saqtradiciebi.blogspot.com, tradiciadavicvat.blogspot.com, xevsuret.blogspot.com

სტატიის ყდა| კემოს კარიკატურა Hangebi.com-სთვის

"ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანულ უწყებებთან მქონდა კონტაქტი და..." - რას ამბობს ელჩი სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე?

"პანდემიისას უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა - ოჯახების გარკვეულ კატეგორიას ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

"ფოტოების ასატვირთად ხელი რომ უნდა დამეჭირა, ვყოყმანობდი..." - რატომ უხდის ანი ბებია შვილს ბოდიშს და რატომ აღარ სურს ტელეწამყვანობა?