პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ - ბევრად საშიში და ეფექტური, ვიდრე ტანკები
ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ - ბევრად საშიში და ეფექტური, ვიდრე ტანკები

"რუ­სეთ­მა ტან­კე­ბით ბრძო­ლას იდე­ო­ლო­გი­უ­რი ომი და­უ­მა­ტა, რო­მელ­საც არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში აწარ­მო­ებს - ამ მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას და დას­ძე­ნენ, რომ ჰიბ­რი­დუ­ლი ბრძო­ლა ბევ­რად უფრო სა­ში­ში და ეფექ­ტუ­რია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ომე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არა­ერ­თხელ ვი­ხი­ლეთ. ხმა­უ­რი­ა­ნი 9 მა­ი­სის, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში გა­მარ­თუ­ლი პრო და ან­ტი­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის, რუსი ბა­ი­კე­რე­ბის, "ღა­მის მგლე­ბის", ვო­ი­ა­ჟე­ბი­სა და, ზო­გა­დად, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მომძლავ­რე­ბუ­ლი ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის მომ­ხრე­ე­ბის შემ­ხედ­ვა­რე, სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა და მეტ-ნაკ­ლე­ბად თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო, მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი და უკ­მა­ყო­ფი­ლო მო­სახ­ლე­ო­ბა, ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკეპ­ტი­ციზ­მი - სწო­რედ ეს ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს, მათი აზ­რით, პრო­რუ­სე­ბის, რო­გორც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის აღორ­ძი­ნე­ბას. მათ უკან კი, ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, შე­საძ­ლოა, იდ­გეს რო­გორც ერთი, ისე რამ­დე­ნი­მე ძალა, რომ­ლე­ბიც, რა თქმა უნდა, რუ­სე­თი­სა­გან საზ­რდო­ო­ბენ", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით "ჰიბ­რი­დუ­ლი ომი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ / "რბი­ლი ძალა" და იდე­ო­ლო­გი­უ­რი ბრძო­ლა ტან­კე­ბის სა­ნაც­ვლოდ".

"პო­ლი­ტო­ლოგ, ანა­ლი­ტი­კოს ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის თქმით, 2012 წლი­დან დღემ­დე მათი აქ­ტი­უ­რო­ბა სულ უფრო მზარ­დია. "შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვენ რუ­სეთ­თან ჰიბ­რი­დუ­ლი ომის პი­რო­ბებ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. მას რამ­დე­ნი­მე გა­მოკ­ვე­თი­ლი ნი­შა­ნი ახა­სი­ა­თებს - სა­ინ­ფორ­მა­ციო ვე­ლის ფლო­ბა და კონ­ტრო­ლი, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გა­ტა­რე­ბა, რომ­ლის მთა­ვა­რი მე­სი­ჯი ისაა, რომ და­სავ­ლე­თი უვარ­გი­სია და სა­ქარ­თვე­ლოს მან ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გი არ მო­უ­ტა­ნა და, ამას­თა­ნა­ვე, უპერ­სპექ­ტი­ვოა, რომ იგი სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­დი­ცი­ებ­სა და მო­რალს ებ­რძვის და ა.შ. მე­ო­რე ნი­შა­ნი იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰიბ­რი­დუ­ლი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეკო­ნო­მი­კუ­რი ხა­სი­ა­თი­საა და მა­საც რამ­დე­ნი­მე გან­შტო­ე­ბა აქვს - კულ­ტუ­რუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი და ბიზ­ნე­სე­ლი­ტე­ბის მოს­ყიდ­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, რისი ნიშ­ნე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში აშ­კა­რად გვაქვს, აქ­ცი­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ცალ­კე აღე­ბუ­ლი შე­საძ­ლოა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბის მომ­ტა­ნი არ იყოს, მაგ­რამ კომ­პლექსში უკვე სა­ში­შია. ის­ლა­მუ­რი ტე­რო­რიზ­მიც კი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­საც ემუქ­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ხელ­ში ია­რა­ღი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს - პან­კის­ში სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბა, ფუნ­და­მენ­ტუ­რი ის­ლა­მის ხელ­შე­წყო­ბა, ამ ნი­ა­დაგ­ზე რე­ლი­გი­უ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვა და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი რუ­სე­თის ხელ­ში მა­სი­უ­რი ია­რა­ღია," - აცხა­დებს ანა­ლი­ტი­კო­სი.

"მისი თქმით, ეს მხო­ლოდ ჩვე­ნი პრობ­ლე­მა არაა და სა­ქარ­თვე­ლო არაა ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც რუ­სე­თი "რბი­ლი ძა­ლის" გა­მო­ყე­ნე­ბით გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას ცდი­ლობს. ამ­ბობს, რომ იგი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­სა და ევ­რო­პა­საც ემუქ­რე­ბა. გერ­მა­ნი­აც კი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნაა, ლა­გა­ზი­ძის თქმით, ბიზ­ნეს და პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებს შო­რის შიდა და­პი­რის­პი­რე­ბე­ბით იხ­ლი­ჩე­ბა. "რუ­სე­თის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შე­დე­გია ის, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში ისე­თი შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბაა, რო­გო­რიც აქამ­დე არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. დღეს ძნე­ლია, ევ­რო­კავ­შირს ერ­თი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მი უწო­დო. ეს სწო­რედ იმი­ტომ, რომ რუ­სე­თი მის შიგ­ნით პარტნი­ო­რებ­სა და გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ვაშლს აქ­ტი­უ­რად ეძებს", - აღ­ნიშ­ნავს ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე.

"პრო­რუ­სი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს პო­ლი­ტო­ლო­გი კორ­ნე­ლი კა­კა­ჩი­აც და ამ­ბობს, რომ ამას ხელს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი და პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია უწყობს. მისი თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ულ კურსთან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი პე­სი­მიზ­მი იგ­რძნო­ბა, რა­საც პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მის გა­რეთ კარ­გად იყე­ნე­ბენ. პო­ლი­ტო­ლო­გის აზ­რით, ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და სა­ქარ­თვე­ლო­ში უპ­რობ­ლე­მოდ მუ­შა­ობს, გან­სა­კუთ­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დგომ. ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ო­ბენ ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში და თუ მათ მიერ მიღ­წე­ულ შე­დე­გებს გა­დავ­ხე­დავთ, მათ­ში პრო­რუ­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად გაზ­რდი­ლია. "იგი­ვე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩენ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც და თუნ­დაც ტვშ-ს კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 31% ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში შეს­ვლის წი­ნა­აღ­მდე­გი არ არის. ფაქ­ტია, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში ეს რუ­სე­თის ინ­ტე­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ხელს უწყობს. პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ერ ნი­ა­დაგს იმ­ზა­დე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­იხ­ლი­ჩოს. რა­საც რუ­სეთ­მა თუნ­დაც 2008 წლის ომის შემ­დეგ ვერ მი­აღ­წია", - აღ­ნიშ­ნავს კა­კა­ჩია.

"მი­სი­ვე თქმით, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­სა­ღე­ბია უსაფრ­თხო­ე­ბის ფაქ­ტო­რიც, კერ­ძოდ კი ის, რომ როცა მო­სახ­ლე­ო­ბა ხე­დავს, თუ რო­გო­რი და­უც­ვე­ლია უკ­რა­ი­ნა და რომ და­სავ­ლე­თი მას რე­ა­ლუ­რად ვერ ეხ­მა­რე­ბა, ფიქ­რობს - ხომ არ ჯო­ბია, სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ე.წ. მიტ­მას­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა აწარ­მო­ოს და და­პი­რის­პი­რე­ბის ნაც­ვლად ნაკ­ლე­ბად შე­და­რე­ბით დამთმო­ბი პო­ლი­ტი­კა გა­ა­ტა­როს. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი, რომ რუ­სულ­მა "რბილ­მა ძა­ლამ" უკვე ევ­რო­პულ და ამე­რი­კულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კურ სპექტრშიც შე­აღ­წია, კა­კა­ჩია ამ­ბობს, რომ იქ უკვე დიდი ხა­ნია მსჯე­ლო­ბენ იმა­ზე, თუ რო­გორ და­უ­პი­რის­პირ­დნენ რუ­სულ პრო­პა­გან­დას. "ბო­ლოდ­რო­ინ­დელ გან­ხილ­ვებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ და­სავ­ლეთ­ში ამა­ზე უკვე და­ფიქ­რდნენ. რო­გორც ვიცი, ამი­სათ­ვის რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი­ცაა გა­მო­ყო­ფი­ლი. მათ შო­რის რუ­სუ­ლე­ნო­ვან სა­ტე­ლე­ვი­ზიო მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე­ცაა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის რუ­სუ­ლე­ნო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­დას­ცემ­და", - აღ­ნიშ­ნავს იგი.

"პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "წვლილს" ხე­დავს "კავ­კა­სი­უ­რი სახ­ლის" დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ნაშ­ვი­ლი და ამ­ბობს, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ წი­ნა­აღ­მდეგ რეპ­რე­სი­ულ მე­თო­დებს არ იყე­ნებს, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ნამ­დვი­ლად ხდე­ბო­და. "ეს ჯგუ­ფე­ბი, მისი თქმით, მა­ნამ­დეც არ­სე­ბობ­დნენ, მაგ­რამ გა­მო­ჩე­ნას ვერ ბე­დავ­დნენ. შე­და­რე­ბით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და უშუ­ა­ლო საფრ­თხე­ე­ბის არარ­სე­ბო­ბის ფონ­ზე კი გა­აქ­ტი­ურ­დნენ. ეს, მისი თქმით, ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია. ჩვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ ძა­ლას არ წარ­მო­ად­გე­ნენ. არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა აქვთ. უბ­რა­ლოდ ისი­ნი არი­ან მარ­გი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ვი­თა­რე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს არ წარ­მო­ად­გე­ნენ. ეს ჯგუ­ფე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ერ­თმა­ნეთ­თან მა­ინ­ცა­და­მა­ინც მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში არ არი­ან. რუ­სე­თი­და­ნაც შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხვა ძა­ლე­ბი­სა­გან ფი­ნანსდე­ბოდ­ნენ. ამას შე­იძ­ლე­ბა იდე­ო­ლო­გი­უ­რი ბრძო­ლა და­ვარ­ქვათ და "რბილ ძა­ლას" და­ვუ­კავ­ში­როთ, რო­მელ­საც და­სავ­ლე­თიც იყე­ნებს. ვფიქ­რობ, ამ ძა­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა ან წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა მხო­ლოდ ერთ სვლას­თან და მხო­ლოდ მათ აქ­ტი­ვო­ბას­თან არაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს იმა­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლო. რამ­დე­ნად და­ი­ნა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის სი­კე­თე­ებს. თუ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ით და სხვა სა­კი­თხებ­ში და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა წინ არ წა­ი­წევს და მო­სახ­ლე­ო­ბა ამ პროგ­რესს არ და­ი­ნა­ხავს, შე­იძ­ლე­ბა ეტა­პობ­რი­ვად ქვე­ყა­ნა­ში მარ­თლაც გაჩ­ნდნენ ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ფარ­თო და­საყ­რდენს მო­ი­პო­ვე­ბენ. ზოგი ისე­დაც ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ხსნა ევ­რო­პას­თან კი არა რუ­სეთ­თან უკე­თეს ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და ვაჭ­რო­ბა­შია. ასე რომ, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ერთი მხრივ, იმა­ზე, თუ ჩვენ რო­გორ ვი­მუ­შა­ვებთ და, მე­ო­რე მხრივ, იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში", - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი კა­ნაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ - ბევრად საშიში და ეფექტური, ვიდრე ტანკები

ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ - ბევრად საშიში და ეფექტური, ვიდრე ტანკები

"რუსეთმა ტანკებით ბრძოლას იდეოლოგიური ომი დაუმატა, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპასა და ამერიკაში აწარმოებს - ამ მოსაზრებას გამოთქვამენ პოლიტოლოგები ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას და დასძენენ, რომ ჰიბრიდული ბრძოლა ბევრად უფრო საშიში და ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი ომები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს შორის არაერთხელ ვიხილეთ. ხმაურიანი 9 მაისის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართული პრო და ანტირუსული ძალების მიერ ორგანიზებული აქციების, რუსი ბაიკერების, "ღამის მგლების", ვოიაჟებისა და, ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში მომძლავრებული ევრაზიული კავშირის მომხრეების შემხედვარე, სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. ხელისუფლების შეცვლა და მეტ-ნაკლებად თავისუფალი გარემო, მძიმე სოციალური ფონი და უკმაყოფილო მოსახლეობა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული სკეპტიციზმი - სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს, მათი აზრით, პრორუსების, როგორც ალტერნატიული ძალების აღორძინებას. მათ უკან კი, ექსპერტების აზრით, შესაძლოა, იდგეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე ძალა, რომლებიც, რა თქმა უნდა, რუსეთისაგან საზრდოობენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით "ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ / "რბილი ძალა" და იდეოლოგიური ბრძოლა ტანკების სანაცვლოდ".

"პოლიტოლოგ, ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძის თქმით, 2012 წლიდან დღემდე მათი აქტიურობა სულ უფრო მზარდია. "შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ რუსეთთან ჰიბრიდული ომის პირობებში ვიმყოფებით. მას რამდენიმე გამოკვეთილი ნიშანი ახასიათებს - საინფორმაციო ველის ფლობა და კონტროლი, რუსული პროპაგანდის გატარება, რომლის მთავარი მესიჯი ისაა, რომ დასავლეთი უვარგისია და საქართველოს მან ხელშესახები შედეგი არ მოუტანა და, ამასთანავე, უპერსპექტივოა, რომ იგი საქართველოს ტრადიციებსა და მორალს ებრძვის და ა.შ. მეორე ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, ეკონომიკური ხასიათისაა და მასაც რამდენიმე განშტოება აქვს - კულტურული, პოლიტიკური და ბიზნესელიტების მოსყიდვიდან დაწყებული, რისი ნიშნებიც საქართველოში აშკარად გვაქვს, აქციებით დამთავრებული, რომლებიც ცალკე აღებული შესაძლოა განსაკუთრებული საშიშროების მომტანი არ იყოს, მაგრამ კომპლექსში უკვე საშიშია. ისლამური ტერორიზმიც კი, რომელიც რუსეთსაც ემუქრება, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ხელში იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს - პანკისში სიტუაციის გართულება, ფუნდამენტური ისლამის ხელშეწყობა, ამ ნიადაგზე რელიგიური დაპირისპირების გამოწვევა და ა.შ. ეს ყველაფერი რუსეთის ხელში მასიური იარაღია," - აცხადებს ანალიტიკოსი.

"მისი თქმით, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა და საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი "რბილი ძალის" გამოყენებით გავლენის სფეროების გაფართოებას ცდილობს. ამბობს, რომ იგი პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროპასაც ემუქრება. გერმანიაც კი, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში წამყვანი ქვეყანაა, ლაგაზიძის თქმით, ბიზნეს და პოლიტიკურ ინტერესებს შორის შიდა დაპირისპირებებით იხლიჩება. "რუსეთის გააქტიურების შედეგია ის, რომ ევროკავშირში ისეთი შეუთანხმებლობაა, როგორიც აქამდე არასოდეს ყოფილა. დღეს ძნელია, ევროკავშირს ერთიანი ორგანიზმი უწოდო. ეს სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი მის შიგნით პარტნიორებსა და განხეთქილების ვაშლს აქტიურად ეძებს", - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

"პრორუსი ძალების გააქტიურებაზე საუბრობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც და ამბობს, რომ ამას ხელს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი და პოლიტიკური სიტუაცია უწყობს. მისი თქმით, მოსახლეობაში საქართველოს სტრატეგიულ კურსთან დაკავშირებით გარკვეული პესიმიზმი იგრძნობა, რასაც პრორუსული ძალები როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ კარგად იყენებენ. პოლიტოლოგის აზრით, ამას ემატება ისიც, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში უპრობლემოდ მუშაობს, განსაკუთრებით ხელისუფლების შეცვლის შემდგომ. ისინი განსაკუთრებით წარმატებით მუშაობენ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და თუ მათ მიერ მიღწეულ შედეგებს გადავხედავთ, მათში პრორუსულად მოაზროვნე ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. "იგივე ეხება საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასაც და თუნდაც ტვშ-ს კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 31% ევრაზიულ კავშირში შესვლის წინააღმდეგი არ არის. ფაქტია, რომ მთლიანობაში ეს რუსეთის ინტერების საქართველოში განხორციელებას ხელს უწყობს. პრორუსული ძალები მომავალი არჩევნებისათვის საკმაოდ ნაყოფიერ ნიადაგს იმზადებენ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრი გარკვეულწილად გაიხლიჩოს. რასაც რუსეთმა თუნდაც 2008 წლის ომის შემდეგ ვერ მიაღწია", - აღნიშნავს კაკაჩია.

"მისივე თქმით, მხედველობაში მისაღებია უსაფრთხოების ფაქტორიც, კერძოდ კი ის, რომ როცა მოსახლეობა ხედავს, თუ როგორი დაუცველია უკრაინა და რომ დასავლეთი მას რეალურად ვერ ეხმარება, ფიქრობს - ხომ არ ჯობია, საქართველომ რუსეთთან მიმართებაში ე.წ. მიტმასნების პოლიტიკა აწარმოოს და დაპირისპირების ნაცვლად ნაკლებად შედარებით დამთმობი პოლიტიკა გაატაროს. იმის გათვალისწინებით კი, რომ რუსულმა "რბილმა ძალამ" უკვე ევროპულ და ამერიკულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრშიც შეაღწია, კაკაჩია ამბობს, რომ იქ უკვე დიდი ხანია მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდნენ რუსულ პროპაგანდას. "ბოლოდროინდელ განხილვებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დასავლეთში ამაზე უკვე დაფიქრდნენ. როგორც ვიცი, ამისათვის რამდენიმე მილიონიცაა გამოყოფილი. მათ შორის რუსულენოვან სატელევიზიო მაუწყებლობაზეცაა საუბარი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის რუსულენოვან მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას გადასცემდა", - აღნიშნავს იგი.

"პრორუსული ძალების გააქტიურებაში ხელისუფლების "წვლილს" ხედავს "კავკასიური სახლის" დირექტორი გიორგი კანაშვილი და ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მათ წინააღმდეგ რეპრესიულ მეთოდებს არ იყენებს, რაც წინა ხელისუფლების დროს ნამდვილად ხდებოდა. "ეს ჯგუფები, მისი თქმით, მანამდეც არსებობდნენ, მაგრამ გამოჩენას ვერ ბედავდნენ. შედარებით დემოკრატიული ხელისუფლებისა და უშუალო საფრთხეების არარსებობის ფონზე კი გააქტიურდნენ. ეს, მისი თქმით, ბუნებრივი პროცესია. ჩვენი დაკვირვებით, ისინი განსაკუთრებულ ძალას არ წარმოადგენენ. არც განსაკუთრებული დაფინანსება აქვთ. უბრალოდ ისინი არიან მარგინალური ჯგუფები, რომლებიც განვითარებულ ორგანიზაციებს არ წარმოადგენენ. ეს ჯგუფები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთთან მაინცადამაინც მჭიდრო კომუნიკაციაში არ არიან. რუსეთიდანაც შესაძლოა სხვადასხვა ძალებისაგან ფინანსდებოდნენ. ამას შეიძლება იდეოლოგიური ბრძოლა დავარქვათ და "რბილ ძალას" დავუკავშიროთ, რომელსაც დასავლეთიც იყენებს. ვფიქრობ, ამ ძალების წარმატება ან წარუმატებლობა მხოლოდ ერთ სვლასთან და მხოლოდ მათ აქტივობასთან არაა დაკავშირებული. ეს იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებული იქნება ზოგადად საქართველო. რამდენად დაინახავს საქართველოს მოსახლეობა დასავლეთთან ინტეგრაციის სიკეთეებს. თუ ვიზალიბერალიზაციით და სხვა საკითხებში დასავლეთთან ურთიერთობა წინ არ წაიწევს და მოსახლეობა ამ პროგრესს არ დაინახავს, შეიძლება ეტაპობრივად ქვეყანაში მართლაც გაჩნდნენ ძალები, რომლებიც მოსახლეობაში ფართო დასაყრდენს მოიპოვებენ. ზოგი ისედაც ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ხსნა ევროპასთან კი არა რუსეთთან უკეთეს ურთიერთობასა და ვაჭრობაშია. ასე რომ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთი მხრივ, იმაზე, თუ ჩვენ როგორ ვიმუშავებთ და, მეორე მხრივ, იმაზე, თუ რამდენად წარმატებულები ვიქნებით დასავლეთთან ინტეგრაციაში", - აღნიშნავს გიორგი კანაშვილი.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?