რუსთავის მერი - სასტუმრო "არმაზის" მეპატრონე ცდილობს, მომხდარი მთლიანად სხვებს გადააბრალოს

რუსთავის მერი - სასტუმრო "არმაზის" მეპატრონე ცდილობს, მომხდარი მთლიანად სხვებს გადააბრალოს

რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში მეორე დღეა, სასტუმრო "არმაზში" დაღუპული ბავშვების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ტაძარში შეკრებილი არიან ოჯახის წევრები, ახლობლები, თანაკლასელები და ანსამბლ "სიხარულის" წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის მერმა, დავით ჯიქიამ განაცხადა, დე-ენ-ემ-ის პასუხები სავარაუდოდ ორ დღეში გახდება ცნობილი.

"სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ყველაფერს აკეთებენ, რომ დროულად მომზადდეს დასკვნა, ასევე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მომხდარი დროულად იყოს გამოძიებული. სასტუმროს მეპატრონე ცდილობს, მომხდარი მთლიანად სხვებს გადააბრალოს, თავად კი პასუხისმგებლობას გაექცეს, არადა სასტუმრო ვინც ვნახეთ, თვალნათელია, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა იყო დარღვეული. საერთოდ გასაკვირია როგორ უძლებდა ეს სასტუმრო ზაფხულობით დამსვენებლებს," - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

დღეს გარდაცვლილი ბავშვების ოჯახის წევრებს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დიმიტრი ჯაიანმაც მიუსამძიმრა. გარდაცვლილი ბავშვებიდან ერთ-ერთის მამა აფხაზეთიდან დევნილია.

დიმიტრი ჯაიანის განცხადებით, საშინელი ტრაგედია დატრიალდა, გამოძიება დასრულდება და მიზეზებზე მხოლოდ ამის შემდეგ იქნება საუბარი შესაძლებელი. "მე აფხაზეთის ომის დროს უამრავი უბედურების მომსწრე ვიყავი, მაგრამ ის, რაც მოხდა ქობულეთში, მართლაც შემაძრწუნებელი და საშინელი ფაქტია, მთელი საქართველოს უბედურებაა," - განაცხადა დიმიტრი ჯაიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია