მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპორტსმენი გიორგი გუდაძე, რომელიც 3 თვის წინ ვაკის პარკთან დაცხრილეს, პოლიციამ დააკავა
სპორტსმენი გიორგი გუდაძე, რომელიც 3 თვის წინ ვაკის პარკთან დაცხრილეს, პოლიციამ დააკავა

გუ­შინ ღა­მით პო­ლი­ცი­ამ წყალ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი გუ­და­ძე და­ა­კა­ვა. გი­ორ­გი გუ­და­ძის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ერთი წლის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, როცა ცი­ხის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ლაშა ბრეგ­ვა­ძე სცე­მა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ გი­ორ­გი გუ­და­ძე ვა­კის სა­ცუ­რაო აუზ­თან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რეს. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი დღემ­დე არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. გი­ორ­გი გუ­და­ძის მე­გო­ბა­რი, გი­ორ­გი ზე­რე­კი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ გუ­და­ძე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ა­კა­ვეს და მას მა­რი­ხუ­ა­ნა ჩა­უ­დეს.

-გი­ორ­გი, რა ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და გი­ორ­გი გუ­და­ძის და­კა­ვე­ბა?

- გი­ორ­გი გუ­და­ძე გუ­შინ, 11 სა­ა­თის­თვის და­ა­კა­ვეს ბარ­ნოვ­ზე. მას მა­რი­ხუ­ა­ნა ჩა­უ­დეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა. რო­გორც ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, და­კა­ვე­ბი­სას პო­ლი­ცი­ე­ლებს ჯი­ბეც არ გა­უ­ჩხრე­კი­ათ, მას აჩ­ვე­ნეს მა­რი­ხუ­ა­ნა, რომ­ლის გა­მოც აკა­ვებ­დნენ. შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გი­ორ­გის სის­ხლში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აღ­მო­აჩ­ნდა. აღარ ვა­პი­რებთ გა­ჩუ­მე­ბას, გი­ორ­გი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ა­კა­ვეს და ეს თუ ასე გაგ­რძელ­და, იმ დრო­ში დავ­ბრუნ­დე­ბით, როცა ხალ­ხს უმი­ზე­ზოდ იჭერ­დნენ ქუ­ჩა­ში. ყვე­ლამ კარ­გად იცის, ვის აწყობს სა­ბო­ტა­ჟი ქვე­ყა­ნა­ში, ამი­ტომ მივ­მარ­თავთ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, ობი­ექ­ტუ­რად იყოს საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. გი­ორ­გი გუ­და­ძე არის სპორ­ტსმე­ნი, ვარ­ჯი­შობს და არ მო­იხ­მარს ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბებს. მას სის­ხლში ეს არც აღ­მო­აჩ­ნდა. ამი­ტომ ობი­ექ­ტუ­რად უნდა იყოს საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი.

და­კა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნის მე­გობ­რის ბრალ­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ Ambebi.ge შსს-ს და­უ­კავ­შირ­და. რო­გორც შსს-ში გან­გვი­ცხა­დეს, გი­ორ­გი გუ­და­ძის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტზე საქ­მე აღ­ძრუ­ლია 260-ე მუხ­ლით, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს. უწყე­ბა­ში და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

არ­ქი­ვი| "15 ტყვია ეს­რო­ლეს და სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს გი­ორ­გი გუ­და­ძე" - რა მოხ­და ვა­კის სა­ცუ­რაო აუზ­თან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

სპორტსმენი გიორგი გუდაძე, რომელიც 3 თვის წინ ვაკის პარკთან დაცხრილეს, პოლიციამ დააკავა

სპორტსმენი გიორგი გუდაძე, რომელიც 3 თვის წინ ვაკის პარკთან დაცხრილეს, პოლიციამ დააკავა

გუშინ ღამით პოლიციამ წყალბურთელი გიორგი გუდაძე დააკავა. გიორგი გუდაძის შესახებ საზოგადოებისთვის ერთი წლის წინ გახდა ცნობილი, როცა ციხის ყოფილი უფროსი ლაშა ბრეგვაძე სცემა. რამდენიმე თვის წინ  გიორგი გუდაძე ვაკის საცურაო აუზთან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დამნაშავეები დღემდე არ დაუკავებიათ. გიორგი გუდაძის მეგობარი, გიორგი ზერეკიძე მიიჩნევს, რომ გუდაძე მიზანმიმართულად დააკავეს და მას მარიხუანა ჩაუდეს.

-გიორგი, რა ვითარებაში მოხდა გიორგი გუდაძის დაკავება?

- გიორგი გუდაძე გუშინ, 11 საათისთვის დააკავეს ბარნოვზე. მას მარიხუანა ჩაუდეს სამართალდამცავებმა. როგორც ჩვენი მეგობრები ამბობენ, დაკავებისას პოლიციელებს ჯიბეც არ გაუჩხრეკიათ, მას აჩვენეს მარიხუანა, რომლის გამოც აკავებდნენ. შემოწმების შედეგად გიორგის სისხლში ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა. აღარ ვაპირებთ გაჩუმებას, გიორგი მიზანმიმართულად დააკავეს და ეს თუ ასე გაგრძელდა, იმ დროში დავბრუნდებით, როცა ხალხს უმიზეზოდ იჭერდნენ ქუჩაში. ყველამ კარგად იცის, ვის აწყობს საბოტაჟი ქვეყანაში, ამიტომ მივმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ობიექტურად იყოს საქმე გამოძიებული. გიორგი გუდაძე არის სპორტსმენი, ვარჯიშობს და არ მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებებს. მას სისხლში ეს არც აღმოაჩნდა. ამიტომ ობიექტურად უნდა იყოს საქმე გამოძიებული.

დაკავებული სპორტსმენის მეგობრის ბრალდებების საპასუხოდ Ambebi.ge შსს-ს დაუკავშირდა. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, გიორგი გუდაძის დაკავების ფაქტზე საქმე აღძრულია 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

არქივი| "15 ტყვია ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს გიორგი გუდაძე" - რა მოხდა ვაკის საცურაო აუზთან

მუხიანში ერთმანეთს 7 მანქანა, მათ შორის ყვითელი "მარშრუტკა"  შეეჯახა - არის მსხვერპლი

ხობში, სოფელ ჭალადიდთან ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლი მანქანიდან ვერ ამოჰყავთ

პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს