ანრი ჯოხაძე: "ეს ვნებათაღელვა არის ფუჭი და უკაცრავად, მაგრამ ტ*აკის თამაში"

ანრი ჯოხაძე: "ეს ვნებათაღელვა არის ფუჭი და უკაცრავად, მაგრამ ტ*აკის თამაში"

"X ფაქტორში" მონაწილე ბენდების და ბავშვების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მენტორებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. მომავალი ორშაბათიდან ისინი "X ფაქტორის" გამარჯვებულის ტიტულისთვის ბიჭების და გოგონების ჯგუფებთან ერთად იბრძოლებენ.

გუშინდელ ეთერს ყველაზე დიდი გამოხმაურება ანრი ჯოხაძის გადაწყვეტილების გამო მოჰყვა. სოფო ბათილაშვილი, რომელმაც ავადმყოფობის გამო სიმღერა კარგად ვერ შეასრულა, ანრი ჯოხაძემ პროექტში მაინც დატოვა.

ანრი ჯოხაძე (მენტორი): არ ვნანობ ჩემს საბოლოო არჩევანს. მიმაჩნია, საუკეთესო და განსხვავებული ჯგუფი მყავს. სოფო ბათილაშვილის გადაყვანა ვიღაცებს გარისკვად და შეცდომად ეჩვენებათ. შემდეგ ლაივზე სოფო ერთ-ერთი საუკეთესო გამომსვლელი იქნება. არც ვნერვიულობ ამაზე.

- ვისზე დაგწყდა გული?

- ირაკლი ალექსიძეზე და ქეთი გუგულაშვილზე მწყდება გული. აქ მენტორის გათვლებით ხდება გადაწყვეტილების მიღება, ეს ჩემი უფლებაა. მივიღე სწორი გადაწყვეტილებები. ასეთ დროს ყოველთვის მეტ-ნაკლებობაა, დაგვაცადეთ ბატონო. გოგონების ჯგუფიც საკმაოდ ძლიერია, ლაივ-კონცერტებს უნდა დაველოდოთ. იქ დავინახავთ, სად შევცდით და სად გავიმარჯვეთ. ეს ვნებათაღელვა არის ფუჭი და უკაცრავად, მაგრამ ტ*აკის თამაში. ვიტყვი ერთ საიდუმლოს. რადგან ასეთი ვნებათაღელვაა მენტორების მიმართ, ვიტყვი, რომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ის, თუ რაოდენ სწრაფად ითვისებს მომღერალი სიმღერას. 3-4 დღეში უნდა აითვისოს მომღერალმა სიმღერა და თანაც ისე, რომ "დაანგრიოს". ვინც ათეულში მოხვდა, ყველა ერთმანეთზე ნიჭიერი იყო, მაგრამ ათვისებაზეა მთავარი აქცენტი გაკეთებული.

სოფო ბათილაშვილი: სიცხიანი და გაციებული ვიყავი. ყელიც მტკიოდა, ფსიქოლოგიურად ვიყავი მომზადებული, რომ ვერ გადავიდოდი, მაგრამ ანრიმ რომ დამტოვა პროექტში, დიდი ბედნიერება ვიგრძენი. მე მის იმედებს გავამართლებ. დავამტკიცებ, რომ დავიმსახურე სკამი. ამ შესრულებით არ ვიმსახურებდი პროექტში მოხვედრას, მაგრამ გავამართლებ მის ნდობას.

პროექტში გამოჩნდნენ ძმები გულაშვილები, რომლებსაც მსმენელი ბავშვობიდან იცნობს. 11-წლიანი პაუზის შემდეგ ბიჭები დიდ სცენაზე პირველად ბრუნდებიან.

ირაკლი გულაშვილი: მოგვწონს "X ფაქტორი", უცხოურ ანალოგებსაც ვადევნებდით თვალს. ბევრი პროექტი არ იძლევა დუეტების გამოსვლის საშუალებას. გვქონდა პროექტში მოხვედრის იმედი.

თორნიკე გულაშვილი: დატვირთული გრაფიკის და პატარა პრობლემების მიუხედავად ვცდილობთ, მაქსიმალური გამოვავლინოთ პროექტში. ჩვენი ყოველი გამოსვლა საინტერესო უნდა იყოს მაყურებლისთვის. ცეკვაც დავდგით "X ფაქტორისთვის".

პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა ჯგუფი "პულსი".

სანდრო მაისურაძე: საშუალება მოგვეცა ფილარმონიის სცენაზე მოვხვედრილიყავით და ხალხს ახლოს გაეცნო ჯგუფი "პულსი". გამარჯვების იმედიც გვაქვს. ჩვენი მუსიკა საკმაოდ შერეულია და თამთასთან მუშაობა საინტერესოა. ჩვენი ჯგუფი 7 წელია არსებობს და მხოლოდ ფესტივალებზე გამოვდივართ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება