სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტრასბურგის სასამართლომ 17 მაისს განხორციელებული ძალადობის გამო, საქართველოს 33 500 ევრო დააკისრა
სტრასბურგის სასამართლომ 17 მაისს განხორციელებული ძალადობის გამო, საქართველოს 33 500 ევრო დააკისრა

ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­სა­მარ­თლომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბის" სარ­ჩელ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. რო­გორც სტა­რას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე წე­რია, 2015 წლის 12 მა­ი­სის გად­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, საქ­მე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ თბი­ლის­ში 2012 წლის 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებს.

"ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი სამ­ხი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლო აცხა­დებს, რომ განმცხა­დებ­ლებ­ზე თა­ვა­დას­ხმა 2012 წლის 17 მა­ისს, ჰო­მო­ფი­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თუ­ლი მსვლე­ლო­ბის დროს წა­ქე­ზე­ბუ­ლი იყო იმათ მიერ, რომ­ლე­ბიც მტრუ­ლად არი­ან გან­წყო­ბი­ლე­ბი ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლო­ში. უფრო მე­ტიც, აღ­ნიშ­ნულ­მა ძა­ლა­დო­ბამ, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად სი­ძულ­ვი­ლის ენას და სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის შექ­მნას, ასე­ვე ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას მო­ი­ცავ­და, წარ­მოშ­ვა შიში, მღელ­ვა­რე­ბა და საფრ­თხე, რო­მე­ლიც 13-მა განმცხა­დე­ბელ­მა გა­მოს­ცა­და", - წე­რია სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს დას­კვნა­ში.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ვალ­დე­ბუ­ლი იყ­ვნენ და­ეც­ვათ დე­მონ­სტრან­ტე­ბი, მათ შო­რის განმცხა­დებ­ლე­ბი, ვერ მო­ა­ხერ­ხეს ეს. ამას­თან, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი სა­თა­ნა­დოდ არ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლა. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ იდენ­ტო­ბი­სა და 14 განმცხა­დებ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ რამ­დე­ნი­მე მუხ­ლის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა. შე­დე­გად მო­პა­სუ­ხე ქვე­ყა­ნას სა­ერ­თო ჯამ­ში 33 500 ევ­როს გა­დახ­და და­ე­კის­რა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ანა­ზღა­ურ­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია გი­ორ­გი გო­გუ­ას ფოტო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სტრასბურგის სასამართლომ 17 მაისს განხორციელებული ძალადობის გამო, საქართველოს 33 500 ევრო დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ 17 მაისს განხორციელებული ძალადობის გამო, საქართველოს 33 500 ევრო დააკისრა

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სტარასბურგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, 2015 წლის 12 მაისის გადწყვეტილების მიხედვით, საქმე ეხება საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლის 17 მაისის მოვლენებს.

"ყველა არსებული სამხილის გათვალისწინებით, სასამართლო აცხადებს, რომ განმცხადებლებზე თავადასხმა 2012 წლის 17 მაისს, ჰომოფიბიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული მსვლელობის დროს წაქეზებული იყო იმათ მიერ, რომლებიც მტრულად არიან განწყობილები ლგბტ საზოგადოების მიმართ საქართველოში. უფრო მეტიც, აღნიშნულმა ძალადობამ, რომელიც ძირითადად სიძულვილის ენას და სერიოზული საფრთხის შექმნას, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას მოიცავდა, წარმოშვა შიში, მღელვარება და საფრთხე, რომელიც 13-მა განმცხადებელმა გამოსცადა", - წერია სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაში.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებიც ვალდებული იყვნენ დაეცვათ დემონსტრანტები, მათ შორის განმცხადებლები, ვერ მოახერხეს ეს. ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მომხდარი ინციდენტი სათანადოდ არ გამოძიებულა. სტრასბურგის სასამართლომ იდენტობისა და 14 განმცხადებლის სასარგებლოდ რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა. შედეგად მოპასუხე ქვეყანას საერთო ჯამში 33 500 ევროს გადახდა დაეკისრა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა ანაზღაურდეს.

"ინტერპრესნიუსი"

გამოყენებულია გიორგი გოგუას ფოტო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია