საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიული წინასწარმეტყველებები, რომლებიც რეალობად იქცა
ისტორიული წინასწარმეტყველებები, რომლებიც რეალობად იქცა

ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე მომ­ხდა­რა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სი შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბით მსოფ­ლიო გა­უ­ოგ­ნე­ბი­ათ. წარ­მო­გიდ­გენთ ხუთ ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­დავ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბას, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოდ ჟღერ­და, მაგ­რამ დღე­ის­თვის ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის ნა­წი­ლად იქცა.

უკა­ბე­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი

1909 წელს სერბ-ამე­რი­კელ­მა გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა, ელექტრი­კოს­მა, მე­ქა­ნი­კურ­მა ინ­ჟი­ნერ­მა და ფუ­ტუ­რის­ტმა ნი­კო­ლა თეს­ლამ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ მალე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უკა­ბე­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე გა­დაგ­ვეგ­ზავ­ნა ერ­თმა­ნე­თის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი. მისი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ათწლე­ულ­ში უკა­ბე­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი რე­ა­ლო­ბად იქცა.

ორ­გა­ნო­ე­ბის გა­და­ნერგვა

მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში ან­გლო-ირ­ლან­დი­ელ­მა ბუ­ნე­ბის ფი­ლო­სო­ფოს­მა, ქი­მი­კოს­მა, ფი­ზი­კოს­მა და გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა რო­ბერტ ბო­ილ­მა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცი­ით გან­კურ­ნე­ბის მე­თო­დი. ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა 1660-იანი წლე­ბის მი­სი­ვე ხელ­ნა­წე­რებ­შია აღ­მო­ჩე­ნი­ლი. გა­მო­დის, რომ მან ორ­გა­ნო­ე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ სამი სა­უ­კუ­ნით ადრე იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა.

ინ­ტერ­ნე­ტი

მწე­რალ­მა ი. ემ. ფოს­ტერ­მა ინ­ტერ­ნე­ტის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ მა­შინ და­წე­რა, რო­დე­საც ინ­ტერ­ნე­ტის იდე­აც კი არ არ­სე­ბობ­და. 1909 წელს და­წე­რილ მო­თხრო­ბა­ში -"მან­ქა­ნა ჩერ­დე­ბა", ფოს­ტე­რი წერს: "იქ იყო ღი­ლა­კე­ბი და გა­დამ­რთვე­ლე­ბი - ღი­ლა­კე­ბი იმის­თვის, რომ საკ­ვე­ბი გა­მო­გე­ძა­ხე­ბი­ნა, მუ­სი­კა ჩა­გერ­თო, ტან­საც­მე­ლი შე­გე­ძი­ნა. იქ იყო ღი­ლა­კი, რო­მე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან წვდო­მას გაძ­ლევ­და. და იქ აგ­რეთ­ვე იყო ღი­ლა­კი, რო­მე­ლიც მე­გობ­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და."

ტე­ლე­ვი­ზია და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი

ადა­მი­ა­ნებს გა­მუდ­მე­ბით აინ­ტე­რე­სებთ თა­ვი­ან­თი მო­მა­ვა­ლი. 1000 წელს ინ­ჟი­ნერ­მა მის­ტერ უოტ­კინსმა და­წე­რა წე­რი­ლი, სა­ხელ­წო­დე­ბით - "რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მო­მა­ვალ ათას წე­ლი­წად­ში". მან და­წე­რა, რომ ადა­მი­ა­ნებს დე­და­მი­წის მთლი­ა­ნად მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ადა­მი­ა­ნე­ბი და ნივ­თე­ბი კა­მე­რის ფო­კუს­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან, რო­მე­ლიც ელექტრო­ნუ­ლად იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეკ­რან­თან და რე­ა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბი­დან დიდი მო­შო­რე­ბით შეგ­ვეძ­ლე­ბა და­ნახ­ვა, თუ რა ხდე­ბა სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში. რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზია გა­მო­ი­გო­ნეს და რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის შემ­დეგ კი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი.

ტი­ტა­ნი­კის ჩა­ძირ­ვა

ძა­ლი­ან დი­დია მსგავ­სე­ბა ტი­ტა­ნი­კის ის­ტო­რი­ა­სა და მორ­გან რო­ბერ­თსო­ნის ნო­ვე­ლა "ამა­ო­ე­ბა ანუ ტი­ტა­ნის და­ცე­მა"-ს შო­რის. ნო­ვე­ლა­ში რო­ბერ­თსო­ნი ყვე­ბა გა­მო­გო­ნი­ლი გე­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ოც­რად წა­ა­გავს რე­ა­ლურ ტი­ტა­ნიკს. ორი­ვე მათ­გა­ნი მო­ი­აზ­რე­ბო­და ჩა­უ­ძი­რა­ვად, ორი­ვეს მსგავ­სი სა­ხე­ლე­ბი ჰქონ­დათ, ორი­ვე იდენ­ტუ­რი პრო­პე­ლე­რე­ბით იყო აღ­ჭურ­ვი­ლი, ორი­ვე აის­ბერგს შე­ე­ჯა­ხა აპ­რი­ლის ღა­მეს, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მაშ­ვე­ლი ნა­ვე­ბის სიმ­ცი­რე იყო, ორი­ვე გემი ჩა­ი­ძი­რა და მგზავ­რე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი იმ­სხვერ­პლა. ნო­ვე­ლა კი რე­ა­ლურ მოვ­ლე­ნამ­დე თო­თხმე­ტი წლით ადრე იყო და­წე­რი­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია wonderslist.com-ს მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ისტორიული წინასწარმეტყველებები, რომლებიც რეალობად იქცა

ისტორიული წინასწარმეტყველებები, რომლებიც რეალობად იქცა

ისტორიის მანძილზე მომხდარა შემთხვევები, როდესაც ადამიანებს თავისი შორსმჭვრეტელობით მსოფლიო გაუოგნებიათ. წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე შთამბეჭდავ წინასწარმეტყველებას, რომელიც თავის დროზე სავარაუდოდ, ძალიან სასაცილოდ ჟღერდა, მაგრამ დღეისთვის ჩვენი რეალობის ნაწილად იქცა.

უკაბელო მოწყობილობები

1909 წელს სერბ-ამერიკელმა გამომგონებელმა, ელექტრიკოსმა, მექანიკურმა ინჟინერმა და ფუტურისტმა ნიკოლა თესლამ იწინასწარმეტყველა, რომ მალე შესაძლებელი იქნებოდა მსოფლიოს მასშტაბით უკაბელო მოწყობილობებზე გადაგვეგზავნა ერთმანეთისთვის შეტყობინებები. მისი წინასწარმეტყველებიდან რამდენიმე ათწლეულში უკაბელო მოწყობილობები რეალობად იქცა.

ორგანოების გადანერგვა

მე-17 საუკუნეში ანგლო-ირლანდიელმა ბუნების ფილოსოფოსმა, ქიმიკოსმა, ფიზიკოსმა და გამომგონებელმა რობერტ ბოილმა იწინასწარმეტყველა დაავადებების ტრანსპლანტაციით განკურნების მეთოდი. ამის მტკიცებულება 1660-იანი წლების მისივე ხელნაწერებშია აღმოჩენილი. გამოდის, რომ მან ორგანოების ტრანსპლანტაციის შესახებ სამი საუკუნით ადრე იწინასწარმეტყველა.

ინტერნეტი

მწერალმა ი. ემ. ფოსტერმა ინტერნეტის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ დაწერა, როდესაც ინტერნეტის იდეაც კი არ არსებობდა. 1909 წელს დაწერილ მოთხრობაში -”მანქანა ჩერდება”, ფოსტერი წერს: ”იქ იყო ღილაკები და გადამრთველები - ღილაკები იმისთვის, რომ საკვები გამოგეძახებინა, მუსიკა ჩაგერთო, ტანსაცმელი შეგეძინა. იქ იყო ღილაკი, რომელიც ლიტერატურასთან წვდომას გაძლევდა. და იქ აგრეთვე იყო ღილაკი, რომელიც მეგობრებთან კომუნიკაციის საშუალებას იძლეოდა.”

ტელევიზია და მობილური ტელეფონები

ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ თავიანთი მომავალი. 1000 წელს ინჟინერმა მისტერ უოტკინსმა დაწერა წერილი, სახელწოდებით - ”რა შეიძლება მოხდეს მომავალ ათას წელიწადში”. მან დაწერა, რომ ადამიანებს დედამიწის მთლიანად მოვლის საშუალება ექნებათ, ადამიანები და ნივთები კამერის ფოკუსში აღმოჩნდებიან, რომელიც ელექტრონულად იქნება დაკავშირებული ეკრანთან და რეალური მოქმედებიდან დიდი მოშორებით შეგვეძლება დანახვა, თუ რა ხდება სხვადასხვა ადგილებში. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ტელევიზია გამოიგონეს და რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კი მობილური ტელეფონი.

ტიტანიკის ჩაძირვა

ძალიან დიდია მსგავსება ტიტანიკის ისტორიასა და მორგან რობერთსონის ნოველა ”ამაოება ანუ ტიტანის დაცემა”-ს შორის. ნოველაში რობერთსონი ყვება გამოგონილი გემის შესახებ, რომელიც საოცრად წააგავს რეალურ ტიტანიკს. ორივე მათგანი მოიაზრებოდა ჩაუძირავად, ორივეს მსგავსი სახელები ჰქონდათ, ორივე იდენტური პროპელერებით იყო აღჭურვილი, ორივე აისბერგს შეეჯახა აპრილის ღამეს, ორივე შემთხვევაში მაშველი ნავების სიმცირე იყო, ორივე გემი ჩაიძირა და მგზავრების ნახევარზე მეტი იმსხვერპლა. ნოველა კი რეალურ მოვლენამდე თოთხმეტი წლით ადრე იყო დაწერილი.

მომზადებულია wonderslist.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს