სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პედოფილმა ბოტანიკურ ბაღში სამი არასრულწლოვანი გააუპატიურა - გაუხმაურებელი სკანდალური საქმე
პედოფილმა ბოტანიკურ ბაღში სამი არასრულწლოვანი გააუპატიურა - გაუხმაურებელი სკანდალური საქმე

"თბი­ლი­სის ერთ-ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნის სკო­ლის ექ­ვსი მოს­წავ­ლე სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ნი­ა­კის მსხვერ­პლი გახ­და", - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "პრა­იმ­ტა­ი­მი" ავ­რცე­ლებს.

სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, არას­რულ­წლო­ვა­ნი სამი გო­გო­ნა და 3 ვაჟი დღემ­დე ფსი­ქო­ლო­გე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ არი­ან და პე­რი­ო­დუ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სებს გა­დი­ან. ხოლო და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მოხ­და, მკაც­რად იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი.

რო­გორც "პრა­იმ­ტა­იმ­სის" მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, 27 წლის პე­დო­ფი­ლის მიერ და­ნა­შა­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცი­ნიზ­მი­თა და სი­სას­ტი­კით არის ჩა­დე­ნი­ლი.

სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ნი­ა­კი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან 3 თვის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ ფო­ტო­რო­ბო­ტის მეშ­ვე­ო­ბით და­ა­კა­ვა. მისი ამოც­ნო­ბა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ბავ­შვებ­მა გა­რეგ­ნუ­ლი ნიშ­ნე­ბით შეძ­ლეს. კერ­ძოდ, ტა­ტუ­თი, რო­მე­ლიც მო­ძა­ლა­დეს მარ­ჯვე­ნა ხე­ლის მთელ სიგ­რძე­ზე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და არას­ტან­დარ­ტუ­ლი კბი­ლე­ბის გან­ლა­გე­ბით. სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ნი­ა­კი 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში სა­კუ­თარ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მას ცოლი და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს. ირ­კვე­ვა, რომ 27 წლის ლ. ა. ხში­რად და­დი­ო­და ჯარ­თის შე­საგ­რო­ვებ­ლად თბი­ლი­სის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 27 წლის ლ. ა.- მ და­ნა­შა­უ­ლი მა­შინ ჩა­ი­დი­ნა, რო­დე­საც ჯარ­თის შე­საგ­რო­ვებ­ლად ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ბავ­შვე­ბი შე­ნიშ­ნა, რომ­ლე­ბიც ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბაღ­ში სა­სე­ირ­ნოდ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. კერ­ძოდ, მე­ექ­ვსეკ­ლა­სე­ლი სამი გო­გო­ნა და სამი ბიჭი. ისი­ნი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნამ­დე 27 წლის ლ.ა. მო­ზარ­დებს, რო­გორც ტყის მცვე­ლი, თა­მა­ზი, ისე გა­ეც­ნო. ხელ­ში ეჭი­რა დიდი ზო­მის ჯოხი. უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა არას­რულ­წლოვ­ნებს შე­ში­ნე­ბის მიზ­ნით უთხრა, რომ ის მა­ნი­ა­კი იყო და ბავ­შვებს ხო­ცავ­და. ამის შემ­დეგ ექ­ვსი­ვე მათ­განს ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­ა­თიშ­ვი­ნა და მოს­თხო­ვა, მის მო­თხოვ­ნებს და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ. ბი­ჭე­ბი ცალ­კე და­ყე­ნა, გო­გო­ნე­ბის­გან მო­შო­რე­ბით, ზურ­გით.

აქ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ 27 წლის პე­დო­ფილ­მა ბავ­შებს მოს­თხო­ვა, ამ­ბა­ვი არ გა­ეხ­მა­უ­რე­ბი­ნათ და ამის სა­ნაც­ვლოდ მათ არ მოკ­ლავ­და. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მომ­ხდა­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ტის შემ­დეგ ექ­ვსი­ვე არას­რულ­წლო­ვა­ნი აღელ­ვე­ბუ­ლი ბრუნ­დე­ბა ავ­ტო­ბუ­სით სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მო­ძღვარს უამ­ბონ. ამის შემ­დეგ მომ­ხდარ ფაქტს და­ზა­რა­ლე­ბულ­თა მშობ­ლე­ბი და პო­ლი­ცია იგე­ბენ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "პრა­იმ­ტა­ი­მი" ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

პედოფილმა ბოტანიკურ ბაღში სამი არასრულწლოვანი გააუპატიურა - გაუხმაურებელი სკანდალური საქმე

პედოფილმა ბოტანიკურ ბაღში სამი არასრულწლოვანი გააუპატიურა - გაუხმაურებელი სკანდალური საქმე

"თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის სკოლის ექვსი მოსწავლე სექსუალური მანიაკის მსხვერპლი გახდა", - ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

სტატიის თანახმად, არასრულწლოვანი სამი გოგონა და 3 ვაჟი დღემდე ფსიქოლოგების ზედამხედველობის ქვეშ არიან და პერიოდულად რეაბილიტაციის კურსებს გადიან. ხოლო დანაშაული, რომელიც თბილისში მოხდა, მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

როგორც "პრაიმტაიმსის" მიერ მოპოვებული საქმის მასალებიდან ირკვევა,  27 წლის პედოფილის მიერ დანაშაული განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით არის ჩადენილი.

სექსუალური მანიაკი დანაშაულის ჩადენიდან 3 თვის შემდეგ პოლიციამ ფოტორობოტის მეშვეობით დააკავა. მისი ამოცნობა დაზარალებულმა ბავშვებმა გარეგნული ნიშნებით შეძლეს. კერძოდ, ტატუთი, რომელიც მოძალადეს მარჯვენა ხელის მთელ სიგრძეზე აქვს გაკეთებული და არასტანდარტული კბილების განლაგებით. სექსუალური მანიაკი 2012 წლის ნოემბერში საკუთარ სახლში დააკავეს. როგორც ირკვევა, მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ირკვევა, რომ 27 წლის ლ. ა. ხშირად დადიოდა ჯართის შესაგროვებლად თბილისის ბოტანიკურ ბაღში, სადაც დანაშაული ჩაიდინა.

გამოძიების ინფორმაციით, 27 წლის ლ. ა.- მ დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც ჯართის შესაგროვებლად ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ბავშვები შენიშნა, რომლებიც ამავე ტერიტორიაზე ბაღში სასეირნოდ იმყოფებოდნენ. კერძოდ, მეექვსეკლასელი სამი გოგონა და სამი ბიჭი. ისინი თანაკლასელები არიან. დანაშაულის ჩადენამდე 27 წლის ლ.ა. მოზარდებს, როგორც ტყის მცველი, თამაზი, ისე გაეცნო. ხელში ეჭირა დიდი ზომის ჯოხი. უცნობმა მამაკაცმა არასრულწლოვნებს შეშინების მიზნით უთხრა, რომ ის მანიაკი იყო და ბავშვებს ხოცავდა. ამის შემდეგ ექვსივე მათგანს ტელეფონები გაათიშვინა და მოსთხოვა, მის მოთხოვნებს დამორჩილებოდნენ. ბიჭები ცალკე დაყენა, გოგონებისგან მოშორებით, ზურგით.

აქტის დასრულების შემდეგ 27 წლის პედოფილმა ბავშებს მოსთხოვა, ამბავი არ გაეხმაურებინათ და ამის სანაცვლოდ მათ არ მოკლავდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, მომხდარი ძალადობრივი აქტის შემდეგ ექვსივე არასრულწლოვანი აღელვებული ბრუნდება ავტობუსით სკოლის ტერიტორიაზე, სადაც იღებენ გადაწყვეტილებას, ეკლესიაში წავიდნენ და მომხდარის შესახებ მოძღვარს უამბონ. ამის შემდეგ მომხდარ ფაქტს დაზარალებულთა მშობლები და პოლიცია იგებენ. შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ