უკვე სამ წელიწადზე მეტია, რაც კოსმოსურ ხომალდ "Curiosity"-ის მარსის მისია გრძელდება. და აი, სულ ახლახან მარსის ახალი ფოტო გავრცელდა, რომელზეც არც მეტი და არც ნაკლები, მზის ჩასვლაა აღბეჭდილი. დედამიწისგან გასხვავებით, როგორც სურათიდან ჩანს, მარსზე მზის ჩავლა სულ სხვანაირად გამოიყურება - ის ლურჯია.
"ფერი მტვრის ძალიან თხელი ფენისა და მისი საჭირო ზომიდან გამომდინარეობს, ამ მიზეზით ლურჯი ფერი უფრო ეფექტურად აღწევს ატმოსფეროში", - აცხადებს Curiosity-ის გუნდის წევრი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის პროფესორი მარკ ლემონი.