სატელევიზიო შოუ "X ფაქტორის" მენტორი თამთა გოდუაძე წუხს იმ ბენდების გამო, რომელზეც, პროექტის მკაცრი პირობების გათვალისწინებით, უარის თქმა მოუწია. მომღერალი მათ Facebook-ზე მიმართავს და წერს:
"დიდი მადლობა რომ გვიყურეთ! მიხარია რომ ეს ყვლაზე რთული ტური დამთავრდა. ეს არ იყო ადვილი! გული ძალიან დამწყდა რამდენიმე ჯგუფზე/ბენდზე.
ვუსურვებ პროექტში და პროექტს მიღმა დარჩენილ ყველა მონაწილეს დიდ წარმატბას! მე მქსიმალურს გავაკეთებ ჩემი კატეგორიისვის და იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის! გელოდებით ლაივებზე! მომენატრეთ".