სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აქვს გარე რეკლამაზე მონოპოლია უგულავასა და კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას?!
რატომ აქვს გარე რეკლამაზე მონოპოლია უგულავასა და კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას?!

ბა­რემ პირ­და­პირ დრო­შა­ზე გა­ნა­თავ­სეთ რეკ­ლა­მა!

აგ­ვის­ტოს ომის დროს გან­სა­კუთ­რე­ბით ამაზ­რზე­ნი იყო ვი­დე­ო­ფი­რი, რო­მელ­შიც რუ­სე­ბი და გა­დამ­თი­ე­ლე­ბი ფეხ­ქვეშ თე­ლავ­დნენ ქარ­თულ დრო­შას. მა­შინ ამას დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა - ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს ბარ­ბა­რო­სო­ბად მო­ნათ­ლა.

სა­ხელ­მწი­ფოს სიმ­ბო­ლოს შე­უ­რა­ცხყო­ფა მარ­თლაც ბარ­ბა­რო­სო­ბა და ვან­და­ლიზ­მია. თუმ­ცა, უპირ­ვე­ლე­სად შენ უნდა სცე შენს დრო­შას თუ გერბს პა­ტი­ვი. ევ­რო­პის, ამე­რი­კი­სა და აზი­ის ქვეყ­ნებ­ში ეროვ­ნუ­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბის მოფრ­თხი­ლე­ბის მთე­ლი კულ­ტუ­რა არ­სე­ბობს და თუ ვინ­მე მათ მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას გა­მო­ავ­ლენს, უპირ­ვე­ლე­სად სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მოს­თხო­ვენ პა­სუხს.

ამ სა­კი­თხზე ნამ­დვი­ლად ჩა­ფიქ­რდე­ბით, თუ დი­ღომ­ში მოხ­ვდე­ბით. 2010 წელს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგლის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს აღი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე დიდი დრო­შა. დრო­შის ამ ად­გილ­ზე აღ­მარ­თვის მი­ზა­ნი ის იყო, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში შემსვლელ-გა­მომ­სვლელს თვალ­ში ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო მოხ­ვედ­რო­და.

თუმ­ცა, რო­დე­საც ავ­ტო­მან­ქა­ნით გვი­რა­ბი­დან გა­მო­დი­ხარ, თვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა კი არა, სა­რეკ­ლა­მო ბილ­ბორ­დი­ გხვდე­ბა, რო­მე­ლიც"ჩრდი­ლავს"ქვეყ­ნის სიმ­ბო­ლოს: ჯერ ხე­დავ რეკ­ლა­მას და მის ფონ­ზე­ ქარ­თუ­ლი დრო­შა თით­ქოს მო­რი­დე­ბით ფრი­ა­ლებს. ვი­ღა­ცას კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნი ად­გი­ლი უპო­ვია და არ აინ­ტე­რე­სებს,­ ფუ­ლის თვლის იქით რა­ი­მე არ­სე­ბობს თუ არა.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 343-ე მუხ­ლით ეროვ­ნუ­ლი დრო­შის შე­ბღალ­ვა ორ­წლი­ან პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სამ­წუ­ხა­როდ, კო­დექსში არ არის და­ზუს­ტე­ბუ­ლი შე­ბღალ­ვა მა­ინ­ცდა­მა­ინც დრო­შის გა­თელ­ვას გუ­ლის­ხმობს თუ ისეთ ქმე­დე­ბა­საც, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს სიმ­ბო­ლოს მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას გა­მო­ხა­ტავს. ეს რომ და­ზუს­ტე­ბუ­ლი იყოს, შე­საძ­ლოა, საქ­მე სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზებ­ში გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო.

ყვე­ლა­ზე გულ­და­სა­წყვე­ტი კი, აი, რა არის: და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ "კვი­რის­ პა­ლიტ­რა" წერ­და დრო­ში­სა და ბილ­ბორ­დის ამ­ბავ­ზე. გვე­გო­ნა, მე­რია შეშ­ფოთ­დე­ბო­და, ბილ­ბორ­დის პატ­რო­ნი ან რეკ­ლა­მის დამ­კვე­თი იგ­რძნობ­დნენ უხერ­ხუ­ლო­ბას, თუმ­ცა, თქვენც არ მო­მიკ­ვდეთ! - დრო­შას ისევ ეფა­რე­ბა უზარ­მა­ზა­რი სა­რეკ­ლა­მო დაფა, რო­მელ­ზეც ისევ იმ კომ­პა­ნი­ის რეკ­ლა­მაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც შარ­შან იყო. ამ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი კი ცოტა ხნის წინ სპორ­ტის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა და დიდ კა­ბი­ნეტ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბის ფონ­ზე ფიქ­რობს­ ეროვ­ნუ­ლი სპორ­ტის პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რატომ აქვს გარე რეკლამაზე მონოპოლია უგულავასა და კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას?!

რატომ აქვს გარე რეკლამაზე მონოპოლია უგულავასა და კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას?!

ბარემ პირდაპირ დროშაზე განათავსეთ რეკლამა!

აგვისტოს ომის დროს განსაკუთრებით ამაზრზენი იყო ვიდეოფირი, რომელშიც რუსები და გადამთიელები ფეხქვეშ თელავდნენ ქართულ დროშას. მაშინ ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - ქართველმა საზოგადოებამ ეს ბარბაროსობად მონათლა.

სახელმწიფოს სიმბოლოს შეურაცხყოფა მართლაც ბარბაროსობა და ვანდალიზმია. თუმცა, უპირველესად შენ უნდა სცე შენს დროშას თუ გერბს პატივი. ევროპის, ამერიკისა და აზიის ქვეყნებში ეროვნული სიმბოლოების მოფრთხილების მთელი კულტურა არსებობს და თუ ვინმე მათ მიმართ უპატივცემულობას გამოავლენს, უპირველესად საზოგადოება, რიგითი მოქალაქეები მოსთხოვენ პასუხს.

ამ საკითხზე ნამდვილად ჩაფიქრდებით, თუ დიღომში მოხვდებით. 2010 წელს დავით აღმაშენებლის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს აღიმართა საქართველოს ყველაზე დიდი დროშა. დროშის ამ ადგილზე აღმართვის მიზანი ის იყო, რომ დედაქალაქში შემსვლელ-გამომსვლელს თვალში ქვეყნის მთავარი სიმბოლო მოხვედროდა.

თუმცა, როდესაც ავტომანქანით გვირაბიდან გამოდიხარ, თვალში საქართველოს დროშა კი არა, სარეკლამო ბილბორდი­ გხვდება, რომელიც"ჩრდილავს"ქვეყნის სიმბოლოს: ჯერ ხედავ რეკლამას და მის ფონზე­ ქართული დროშა თითქოს მორიდებით ფრიალებს. ვიღაცას კომერციულად მომგებიანი ადგილი უპოვია და არ აინტერესებს,­ ფულის თვლის იქით რაიმე არსებობს თუ არა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლით ეროვნული დროშის შებღალვა ორწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, კოდექსში არ არის დაზუსტებული შებღალვა მაინცდამაინც დროშის გათელვას გულისხმობს თუ ისეთ ქმედებასაც, რომელიც სახელმწიფოს სიმბოლოს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. ეს რომ დაზუსტებული იყოს, შესაძლოა, საქმე სასამართლოს დარბაზებში გაგრძელებულიყო.

ყველაზე გულდასაწყვეტი კი, აი, რა არის: დაახლოებით ერთი წლის წინ "კვირის­ პალიტრა" წერდა დროშისა და ბილბორდის ამბავზე. გვეგონა, მერია შეშფოთდებოდა, ბილბორდის პატრონი ან რეკლამის დამკვეთი იგრძნობდნენ უხერხულობას, თუმცა, თქვენც არ მომიკვდეთ! - დროშას ისევ ეფარება უზარმაზარი სარეკლამო დაფა, რომელზეც ისევ იმ კომპანიის რეკლამაა განთავსებული, რომელიც შარშან იყო. ამ კომპანიის ხელმძღვანელი ტარიელ ხეჩიკაშვილი კი ცოტა ხნის წინ სპორტის მინისტრად დაინიშნა და დიდ კაბინეტში საქართველოს დროშების ფონზე ფიქრობს­ ეროვნული სპორტის პრობლემატიკაზე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია