პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქაც მხოლოდ "ამ გოგოს წონაში როგორ მოუმატია" საუბრები ჭარბობს - თინა ხიდაშელი ქურთუკსა და მინისტრობაზე
აქაც მხოლოდ "ამ გოგოს წონაში როგორ მოუმატია" საუბრები ჭარბობს - თინა ხიდაშელი ქურთუკსა და მინისტრობაზე

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ აგო­რე­ბულ მით­ქმა-მოთ­ქმას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მისი ქურ­თუ­კი­ა­ნი სუ­რა­თის გავ­რცე­ლე­ბას მოჰ­ყვა. საქ­მე ეხე­ბა ქურ­თუკს, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის მი­ნისტრს მხრებ­ზე ჰქონ­და მოს­ხმუ­ლი, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხი­და­შელ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბი­თი პოს­ტი და­წე­რა, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დავ­წე­რე, წავ­შა­ლე, დავ­წე­რე, წავ­შა­ლე. არა­და პი­რო­ბა დავ­დე ამ სივ­რცე­ში ისე­თი­ვე ინ­ტენ­სი­უ­რო­ბით დარ­ჩე­ნის შე­სა­ხებ. არა­და, დავ­წე­რე ამ­ბა­ვი ქურ­თუ­კის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მა­ვანთ ჩემი გო­ნი­ათ, ან არც გო­ნი­ათ და უბ­რა­ლოდ ამ­ბო­ბენ, ან ხვდე­ბი­ან და არ ამ­ბო­ბენ რომ 20 ზო­მით დიდი ქურ­თუ­კი ჩემი ვერ იქ­ნე­ბო­და, ვერც იმით მი­ვი­დო­დი და ეს ფოტო მა­შინ არის გა­და­ღე­ბუ­ლი რო­დე­საც ერთ ერ­თმა იქ მყოფ­მა პირ­მა სა­კუ­თა­რი ქურ­თუ­კი გა­ი­ხა­და და პრაქ­ტი­კუ­ლად ძა­ლით მო­მა­ხუ­რა ვი­ნა­ი­დან სა­ოც­რად ცი­ო­და;

იმა­ზე და­წე­რაც მინ­დო­და, რაც ვფიქ­რობ 2 ბწ­კა­რის წა­კი­თხვით ნა­თე­ლი გახ­დე­ბო­და რომ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ვი­ყა­ვით და ის მშვე­ნი­ე­რი ფო­ტო­ე­ბი რო­მე­ლიც სხვა ჩემი კო­ლე­გე­ბის დევს არა­ფერ შუ­ა­შია ამ ამ­ბავ­თან;

უფრო კი იმის და­წე­რა მინ­დო­და, რომ ზო­გი­ერ­თი პოს­ტის ავ­ტო­რი სი­მარ­თლეს­თან ოდ­ნავ მა­ინც ჩავ­ლი­ლი რომ იყოს თქვენ ამ ფო­ტო­ებს ვე­რა­სო­დეს ნა­ხავ­დით. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვებ გვერ­დზე და­დე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი ფოტო, ყო­ვე­ლი სი­ტყვა კონ­ტროლ­ზე მექ­ნე­ბო­და აყ­ვა­ნი­ლი, დღე­და­ღამ იმა­ზე ვი­ფიქ­რებ­დი რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი ამა თუ იმ ფო­ტო­ზე, ან წერ­ტილ-მძი­მე რო­გორ არის დას­მუ­ლი ამა­თუ­იმ გან­ცხა­დე­ბა­ში. თქვე­ნი სა­ყო­ველ­თაო აღ­შფო­თე­ბის ფონ­ზე რო­გორც ჩანს სა­მი­ნის­ტროს პრეს სამ­სა­ხურ­მა დღეს ზუს­ტად ისე­ვე მოხ­სნა ის ფო­ტო­ე­ბი რო­გორც თა­ვი­დან და­დეს. ალ­ბათ, ამას უნდა უყუ­რებ­დნენ და აკონ­ტრო­ლებ­დნენ ისი­ნი ვი­საც ევ­ლა­ლე­ბათ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან თუ პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას აგ­ვა­რებს.

თუმ­ცა სი­მარ­თლე უნდა გა­გიმ­ხი­ლოთ, რომ ამის­თვის არ მცა­ლია.

სი­მარ­თლე კი ის არის, რომ დი­ლით გა­დავ­წყვი­ტე სა­კუ­თა­რი თვა­ლით მე­ნა­ხა ყვე­ლა­ფე­რი სა­ნამ სტუმ­რე­ბი მი­ვი­დოდ­ნენ. წვი­მა მო­ვი­და, სა­ში­ნე­ლი ქარი იყო და კე­თილ ადა­მი­ანს და­ვე­ნა­ნე და სა­კუ­თა­რი ქურ­თუ­კი მო­მა­ფა­რა.

სულ ეს იყო.

იმე­დი მაქვს ამა­ზე დიდი პრობ­ლე­მა არა­სო­დეს გექ­ნე­ბათ ჩემ­თან.

და კი­დევ ერთი სი­მარ­თლე, რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა ამ სივ­რცე­ში მა­ინც და­იყ­რე­ბო­და იდე­ე­ბი, კონ­ცეფ­ცი­ე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი, მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი. მაგ­რამ რო­გორც ჩანს აქაც მხო­ლოდ "ამ გო­გოს წო­ნა­ში რო­გორ მო­უ­მა­ტია" (ეს სხვა­თა შო­რის თქვენ­ზე მე­ტად მე მა­წუ­ხებს), ან "უიმე გრძე­ლი სა­ყუ­რე­ე­ბი რო­გორც შე­იძ­ლე­ბა" (გა­მო­გი­ტყდე­ბით ძა­ლი­ან მომ­წონს) და "მა­გას რა ედარ­დე­ბა შვი­ლე­ბი გა­ხიზ­ნუ­ლი ყავს" (მარ­თა­ლია, შორს ვართ, აქვე ბახ­ტრი­ონ­ზე:) სა­უბ­რე­ბი ჭარ­ბობს და კი­დევ მეტი იქ­ნე­ბა.

მე რა ხელი მაქვს ამას­თან. შე­გიძ­ლი­ათ მი­ე­სალ­მოთ ან არა ქალ მი­ნისტრს, და­ი­ჯე­როთ ან არა რომ ხან­და­ხან მი­ნის­ტრსაც შე­იძ­ლე­ბა შეს­ცივ­დეს თუნ­დაც ის თავ­დაც­ვის იყოს, მაგ­რამ მა­ინც გუ­ლის კუნ­ჭულ­ში იმედს არ ვკარ­გავ რომ პირ­ვე­ლი აღ­ტკი­ნე­ბის გა­დავ­ლის შემ­დეგ გა­გახ­სენ­დე­ბათ რომ ქარ­თუ­ლი ჯა­რი­სა და ჩვე­ნი თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ჯან­სა­ღი დის­კუ­სია პრაქ­ტი­კუ­ლად არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ჩვენს ქვე­ყან­ში და და­სა­წყე­ბია.

წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ თქვენც, სა­კუ­თარ თავ­საც და პირ­ველ რიგ­ში ჩვენს სამ­შობ­ლოს", - წერს ხი­და­შე­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები

აქაც მხოლოდ "ამ გოგოს წონაში როგორ მოუმატია" საუბრები ჭარბობს - თინა ხიდაშელი ქურთუკსა და მინისტრობაზე

აქაც მხოლოდ "ამ გოგოს წონაში როგორ მოუმატია" საუბრები ჭარბობს - თინა ხიდაშელი ქურთუკსა და მინისტრობაზე

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ აგორებულ მითქმა-მოთქმას ეხმაურება, რომელიც მისი ქურთუკიანი სურათის გავრცელებას მოჰყვა. საქმე ეხება ქურთუკს, რომელიც თავდაცვის მინისტრს მხრებზე ჰქონდა მოსხმული, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით ხიდაშელმა "ფეისბუქზე" ახსნა-განმარტებითი პოსტი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დავწერე, წავშალე, დავწერე, წავშალე. არადა პირობა დავდე ამ სივრცეში ისეთივე ინტენსიურობით დარჩენის შესახებ. არადა, დავწერე ამბავი ქურთუკის შესახებ, რომელიც მავანთ ჩემი გონიათ, ან არც გონიათ და უბრალოდ ამბობენ, ან ხვდებიან და არ ამბობენ რომ 20 ზომით დიდი ქურთუკი ჩემი ვერ იქნებოდა, ვერც იმით მივიდოდი და ეს ფოტო მაშინ არის გადაღებული როდესაც ერთ ერთმა იქ მყოფმა პირმა საკუთარი ქურთუკი გაიხადა და პრაქტიკულად ძალით მომახურა ვინაიდან საოცრად ციოდა;

იმაზე დაწერაც მინდოდა, რაც ვფიქრობ 2 ბწკარის წაკითხვით ნათელი გახდებოდა რომ რეპეტიციაზე ვიყავით და ის მშვენიერი ფოტოები რომელიც სხვა ჩემი კოლეგების დევს არაფერ შუაშია ამ ამბავთან;

უფრო კი იმის დაწერა მინდოდა, რომ ზოგიერთი პოსტის ავტორი სიმართლესთან ოდნავ მაინც ჩავლილი რომ იყოს თქვენ ამ ფოტოებს ვერასოდეს ნახავდით. თავდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე დადებული ყოველი ფოტო, ყოველი სიტყვა კონტროლზე მექნებოდა აყვანილი, დღედაღამ იმაზე ვიფიქრებდი როგორ გამოვიყურები ამა თუ იმ ფოტოზე, ან წერტილ-მძიმე როგორ არის დასმული ამათუიმ განცხადებაში. თქვენი საყოველთაო აღშფოთების ფონზე როგორც ჩანს სამინისტროს პრეს სამსახურმა დღეს ზუსტად ისევე მოხსნა ის ფოტოები როგორც თავიდან დადეს. ალბათ, ამას უნდა უყურებდნენ და აკონტროლებდნენ ისინი ვისაც ევლალებათ და საზოგადოებასთან თუ პრესასთან ურთიერთობას აგვარებს.

თუმცა სიმართლე უნდა გაგიმხილოთ, რომ ამისთვის არ მცალია.

სიმართლე კი ის არის, რომ დილით გადავწყვიტე საკუთარი თვალით მენახა ყველაფერი სანამ სტუმრები მივიდოდნენ. წვიმა მოვიდა, საშინელი ქარი იყო და კეთილ ადამიანს დავენანე და საკუთარი ქურთუკი მომაფარა.

სულ ეს იყო.

იმედი მაქვს ამაზე დიდი პრობლემა არასოდეს გექნებათ ჩემთან.

და კიდევ ერთი სიმართლე, რატომღაც მეგონა ამ სივრცეში მაინც დაიყრებოდა იდეები, კონცეფციები, პრობლემები, მოგვარების გზები. მაგრამ როგორც ჩანს აქაც მხოლოდ "ამ გოგოს წონაში როგორ მოუმატია" (ეს სხვათა შორის თქვენზე მეტად მე მაწუხებს), ან "უიმე გრძელი საყურეები როგორც შეიძლება" (გამოგიტყდებით ძალიან მომწონს) და "მაგას რა ედარდება შვილები გახიზნული ყავს" (მართალია, შორს ვართ, აქვე ბახტრიონზე:) საუბრები ჭარბობს და კიდევ მეტი იქნება.

მე რა ხელი მაქვს ამასთან. შეგიძლიათ მიესალმოთ ან არა ქალ მინისტრს, დაიჯეროთ ან არა რომ ხანდახან მინისტრსაც შეიძლება შესცივდეს თუნდაც ის თავდაცვის იყოს, მაგრამ მაინც გულის კუნჭულში იმედს არ ვკარგავ რომ პირველი აღტკინების გადავლის შემდეგ გაგახსენდებათ რომ ქართული ჯარისა და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შესახებ ჯანსაღი დისკუსია პრაქტიკულად არასოდეს ყოფილა ჩვენს ქვეყანში და დასაწყებია.

წარმატებებს გისურვებთ თქვენც, საკუთარ თავსაც და პირველ რიგში ჩვენს სამშობლოს", - წერს ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს