1. იცის თუ როგორ მიიღოს კომპლიმენტი
"კარგად გამოვიყურები? - საყვარელო, ნუ მალავ ჩემს ყველა ღირსებას, მე გამოვიყურები არაჩვეულებრივად!"
2. არ აინტერესებს სხვისი აზრი საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით.
თმის ფერის შეცვლისას არ მიმართავს გარშემო მყოფებს კითხვებით: "მიხდება" "შევიჭრა", "შევიღებო"? არამედ - " ნახეთ, როგორ მიხდება, რა მაგრად გამოვიყურები!"
3. შეუძლია ღიმილი
ისე იღიმის, რომ თითოეულს ჰგონია, ეს ღიმილი მას ეკუთვნის. ზოგჯერ შესაძლოა იყოს ჩაფიქრებული და მოწყენილი, მაგრამ უბედური - არასდროს!
4. არასდროს აკეთებს ეკონომიას საკუთარ თავზე
მას შეუძლია არ დაინანოს ფული ტაქსით მგზავრობაში, არ დაზოგოს ფული კარგ კოსმეტიკაზე, თავის მოვლაზე - ეს ხომ საკუთარი თავისადმი პატივისცემისა და სიყვარულის დამამტკიცებელია. მას კი, ვისაც საკუთარი თავი უყვარს, აუცილებლად შეიყვარებს სხვაც!
5. ნამდვილმა ქალმა იცის, როგორ უპასუხოს ნებისმიერ შენიშვნას საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით.
6. არ ეშინია, იყოს სასაცილო
იგი დარწმუნებულია საკუთარ თავში და ვერანაირი შემთხვევა მას ვერ ჩააყენებს არამომგებიან სიტუაციაში.
7. არასოდეს არაფერს ნანობს
ის ცდილობს, ნებისმიერი უსიამოვნებიდან რაღაც სასარგებლო დაინახოს. ადვილად "ემშვიდობება" უსარგებლო ნივთებსა თუ მოგონებებს.