რუსთავში, ვახტან გორგასლის სახელობის ტაძარში, ქობულეთის სასტუმროში დაღუპული ბავშვების პანაშვიდი გაიმართა.
ბავშვების მშობლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ოჯახის ახლობლებმა, კლასელებმა, პედაგოგებმა და პოლიტიკოსებმა მიუსამძიმრეს. დამწვარი ბავშვების ცხედრები რამდენიმე დღის განმავლობაში ტაძარში იქნება დასვენებული.
10 მაისს 3 ბავშვი ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" ხანძრის შედეგად დაიღუპა.