პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ ქორწინდებიან საქართველოში მაისის თვეში - დეკანოზი და ასტროლოგი დამკვიდრებულ ცრურწმენაზე
რატომ არ ქორწინდებიან საქართველოში მაისის თვეში - დეკანოზი და ასტროლოგი დამკვიდრებულ ცრურწმენაზე

წყვი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა მა­ი­სის თვე­ში ქორ­წი­ნე­ბის­გან თავს იკა­ვებს. ამ თვე­ში ისი­ნი არც ჯვარს იწე­რენ და არც ხელს აწე­რენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზ­რის თა­ნახ­მად, თუ მა­ის­ში იქორ­წი­ნებ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უბე­დუ­რი იქ­ნე­ბი, თუმ­ცა ამ მო­საზ­რე­ბას ცრურ­წმე­ნას უწო­დებს ეკ­ლე­სია და წყვი­ლებს ჯვარს მა­ის­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით წერს.

რო­გორც Ambebi.ge-ს დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვილ­მა უთხრა, მა­ი­სის თვე­ში ჯვარს ერ­თე­უ­ლი წყვი­ლე­ბი იწე­რენ. მისი თქმით, მა­ის­ში ქორ­წი­ნე­ბა­ზე უა­რის თქმა ცრურ­წმე­ნაა, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ან­და­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და და რა­ტომ­ღაც წყვი­ლებს ამის სჯე­რათ.

"რუ­სუ­ლი ან­და­ზაა ასე­თი, რომ ვინც მა­ის­ში და­ქორ­წინ­დე­ბა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წუ­ხილ­ში იქ­ნე­ბაო და სწო­რედ აქე­დან მო­დის ეს მო­საზ­რე­ბა, ეკ­ლე­სი­ას­თან კავ­ში­რი არ აქვს. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ მა­ი­სის თვე­ში ჯვარს ერ­თე­უ­ლე­ბი იწე­რენ, თვით მარ­თმა­დი­დებ­ლე­ბიც კი. იცი­ან, რომ ეს ცრურ­წმე­ნაა, მაგ­რამ მა­ის­ში და­ქორ­წი­ნე­ბის მა­ინც ეში­ნი­ათ. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ცრურ­წმე­ნაა და ძა­ლი­ან ცუ­დია.

ეკ­ლე­სია წყვი­ლებს მა­ის­ში სი­ხა­რუ­ლით და­წერს ჯვარს, ჩვენ მხო­ლოდ მარ­ხვა­ში არ ვწერთ ჯვარს, თო­რემ სხვა დროს ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა. მთა­ვა­რია, ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დეთ. სამ­წუ­ხა­როდ, რა ევა­ლე­ბათ, იმას არ კი­თხუ­ლო­ბენ და ყუ­რა­დღე­ბას იმას აქ­ცე­ვენ, რომ მა­ის­ში არ და­ქორ­წინ­დნენ. არა­და მთა­ვა­რი ის არის, თუ რო­გორ ხდე­ბა ჯვრის­წე­რა და რო­გორ უნდა ხდე­ბო­დეს, რა ევა­ლე­ბა მა­მა­კაცს, დე­და­კაცს, რა­ტომ ად­გა­მენ გვირ­გვი­ნებს თავ­ზე და ა.შ.", - ამ­ბობს დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი.

მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლის თქმით, მა­ი­სის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ქორ­წი­ნე­ბის­თვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია მათ­თვის, ვინც ქორ­წი­ნე­ბის და­გეგ­მვი­სას ას­ტრო­ლო­გი­ურ ფაქ­ტო­რებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"მა­ის­ში რომ არ ქორ­წინ­დე­ბი­ან, არის მცდა­რი აზ­რიც და სწო­რიც, იმი­ტომ, რომ ოცი მა­ი­სის შემ­დგომ პე­რი­ო­დი ქორ­წი­ნე­ბის­თვის კარ­გი არ არის, რად­გან მზე გა­და­დის ტყუ­პე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, ტყუ­პე­ბის გა­ო­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი კი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს აფუ­ჭებს. 20 მა­ი­სამ­დე კი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია ქორ­წი­ნე­ბის­თვის, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯდე­ბა, იმი­ტომ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ცოტა ქორ­წინ­დე­ბა და ეს დიდი და­ნა­შა­უ­ლია. ეს არის პე­რი­ო­დი, როცა მზე გა­დის კურო ზო­დი­ა­ქოს ზო­ნა­ში და მარ­თავს სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა, ამი­ტომ მა­ი­სი 20 რი­ცხვამ­დე სა­სიყ­ვა­რუ­ლო-სა­ქორ­წი­ნო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სოა.

ოცი მა­ი­სის მერე, კი ბა­ტო­ნო, ამ პე­რი­ოდ­ში წყვი­ლებს მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ვურ­ჩევ და­ქორ­წი­ნე­ბას, იმი­ტომ, რომ ტყუ­პე­ბი და სიყ­ვა­რუ­ლი სა­ერ­თოდ ვის გა­უ­გია, ეს ცა და დე­და­მი­წაა, მა­ი­სის ოცამ­დე კი გა­და­სა­რე­ვი პე­რი­ო­დია. რაც შე­ე­ხე­ბა ივ­ნისს, 20-23 ივ­ნი­სამ­დე ტყუ­პე­ბის ზო­ნაა, რა თქმა უნდა ქორ­წი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მე მა­გა­ლი­თად მი­მაჩ­ნია, რომ თუ საქ­მე არ­ჩე­ვან­ზე მიდ­გა, ქორ­წი­ნე­ბის­თვის ოც მა­ი­სამ­დე გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი პე­რი­ო­დია, ვიდ­რე 20 მა­ი­სი­დან 20 ივ­ნი­სამ­დე", - ამ­ბობს ცა­გა­რე­ლი.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რატომ არ ქორწინდებიან საქართველოში მაისის თვეში - დეკანოზი და ასტროლოგი დამკვიდრებულ ცრურწმენაზე

რატომ არ ქორწინდებიან საქართველოში მაისის თვეში - დეკანოზი და ასტროლოგი დამკვიდრებულ ცრურწმენაზე

წყვილების უმეტესობა მაისის თვეში ქორწინებისგან თავს იკავებს. ამ თვეში ისინი არც ჯვარს იწერენ და არც ხელს აწერენ. გავრცელებული აზრის თანახმად, თუ მაისში იქორწინებ, მთელი ცხოვრება უბედური იქნები, თუმცა ამ მოსაზრებას ცრურწმენას უწოდებს ეკლესია და წყვილებს ჯვარს მაისში სიამოვნებით წერს.

როგორც Ambebi.ge-ს დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა უთხრა, მაისის თვეში ჯვარს ერთეული წყვილები იწერენ. მისი თქმით, მაისში ქორწინებაზე უარის თქმა ცრურწმენაა, რომელიც რუსული ანდაზის საშუალებით გავრცელდა და რატომღაც წყვილებს ამის სჯერათ.

"რუსული ანდაზაა ასეთი, რომ ვინც მაისში დაქორწინდება, მთელი ცხოვრება წუხილში იქნებაო და სწორედ აქედან მოდის ეს მოსაზრება, ეკლესიასთან კავშირი არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ მაისის თვეში ჯვარს ერთეულები იწერენ, თვით მართმადიდებლებიც კი. იციან, რომ ეს ცრურწმენაა, მაგრამ მაისში დაქორწინების მაინც ეშინიათ. სამწუხაროდ, ეს ცრურწმენაა და ძალიან ცუდია.

ეკლესია წყვილებს მაისში სიხარულით დაწერს ჯვარს, ჩვენ მხოლოდ მარხვაში არ ვწერთ ჯვარს, თორემ სხვა დროს ყოველთვის შეიძლება. მთავარია, ერთმანეთი უყვარდეთ. სამწუხაროდ, რა ევალებათ, იმას არ კითხულობენ და ყურადღებას იმას აქცევენ, რომ მაისში არ დაქორწინდნენ. არადა მთავარი ის არის, თუ როგორ ხდება ჯვრისწერა და როგორ უნდა ხდებოდეს, რა ევალება მამაკაცს, დედაკაცს, რატომ ადგამენ გვირგვინებს თავზე და ა.შ.", - ამბობს დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.

მიხეილ ცაგარელის თქმით, მაისის პირველი ნახევარი ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია მათთვის, ვინც ქორწინების დაგეგმვისას ასტროლოგიურ ფაქტორებს ითვალისწინებს.

"მაისში რომ არ ქორწინდებიან, არის მცდარი აზრიც და სწორიც, იმიტომ, რომ ოცი მაისის შემდგომ პერიოდი ქორწინებისთვის კარგი არ არის, რადგან მზე გადადის ტყუპების ზოდიაქოში, ტყუპების გაორებული ხასიათი კი სასიყვარულო ურთიერთობებს აფუჭებს. 20 მაისამდე კი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის, რომელიც აბსოლუტურად ჯდება, იმიტომ, რომ ამ პერიოდში ძალიან ცოტა ქორწინდება და ეს დიდი დანაშაულია. ეს არის პერიოდი, როცა მზე გადის კურო ზოდიაქოს ზონაში და მართავს სიყვარულისა და ერთგულების მმართველი პლანეტა ვენერა, ამიტომ მაისი 20 რიცხვამდე სასიყვარულო-საქორწინო ურთიერთობებისთვის საუკეთესოა.

ოცი მაისის მერე, კი ბატონო, ამ პერიოდში წყვილებს მაინცდამაინც არ ვურჩევ დაქორწინებას, იმიტომ, რომ ტყუპები და სიყვარული საერთოდ ვის გაუგია, ეს ცა და დედამიწაა, მაისის ოცამდე კი გადასარევი პერიოდია. რაც შეეხება ივნისს, 20-23 ივნისამდე ტყუპების ზონაა, რა თქმა უნდა ქორწინება შეიძლება, მაგრამ მე მაგალითად მიმაჩნია, რომ თუ საქმე არჩევანზე მიდგა, ქორწინებისთვის ოც მაისამდე გაცილებით უკეთესი პერიოდია, ვიდრე 20 მაისიდან 20 ივნისამდე", - ამბობს ცაგარელი.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

LIVE: საღამოს ნიუსრუმი "პალიტრანიუსზე"