პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად დაზღვეულები ვართ ქართულ სასტუმროებსა და სკოლებში ტრაგედიისგან, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა
რამდენად დაზღვეულები ვართ ქართულ სასტუმროებსა და სკოლებში ტრაგედიისგან, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

ქო­ბუ­ლეთ­ში, სას­ტუმ­რო "არ­მაზ­ში" სამი მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა - სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სას­ტუმ­როს მფლო­ბელს აკის­რებს და შე­ნო­ბა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის უქონ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს, ზოგი კი, ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და­უ­დევ­რო­ბას აკ­რი­ტი­კებს... სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, რომ "არ­მა­ზის" ტრა­გე­დია მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის გან­გა­შის ზარი გახ­და.

რე­გუ­ლირ­დე­ბა თუ არა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით სას­ტუმ­რო­ებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და რა­ტომ არ ტარ­დე­ბა სკო­ლებ­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მოქ­მე­დე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად "პე­და­გოგ­თა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნელს და­ვით ფე­რა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

- სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში არ არ­სე­ბობს მკვეთ­რად გა­წე­რი­ლი პუნ­ქტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სას­ტუმ­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი, მათ შო­რის, უსაფრ­თხო­ე­ბა რე­გუ­ლირ­დე­ბა. არც იმას ამოწ­მებს ვინ­მე, რა მა­სა­ლით შენ­დე­ბა სას­ტუმ­რო და გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თუ არა მშე­ნებ­ლო­ბი­სას სწრა­ფად აა­ლე­ბა­დი მა­სა­ლე­ბი. უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებ­ზე მხო­ლოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბრძა­ნე­ბა მოქ­მე­დებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­ნო­ბა­ში სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გა­სავ­ლე­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა და ა.შ. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ბრძა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ სრულ­დე­ბა და ამ სფე­რო­ში ერთი დიდი ქა­ო­სი შე­იქ­მნა, რო­მელ­საც არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს.

- კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არც იმას არე­გუ­ლი­რებს, უსაფრ­თხო­ე­ბის რა მი­ნი­მა­ლურ ნორ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სას­ტუმ­რო ათე­უ­ლო­ბით ბავ­შვის მი­სა­ღე­ბად?

- სამ­წუ­ხა­როდ, როცა ან­სამ­ბლსა და სას­ტუმ­როს შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ფორმ­დე­ბა, არა­ვინ ფიქ­რობს უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­ზე, ამას არც კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არე­გუ­ლი­რებს... სხვა­თა შო­რის, ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბია სკო­ლებ­შიც, სა­დაც ათა­სო­ბით ბავ­შვი ყო­ველ­დღი­უ­რად რამ­დე­ნი­მე სა­ათს ატა­რებს. არ მინ­და პა­ნი­კის გაღ­ვი­ვე­ბას შე­ვუ­წყო ხელი, მაგ­რამ ფაქ­ტია, ამ მხრივ სკო­ლე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უც­ვე­ლია.

- და ვინ არის ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი? კი­დევ ერთი სა­კი­თხი - ით­ქვა, რომ ტრა­გე­დი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაა, რომ­ლე­ბიც ხან­ძრის გა­ჩე­ნის დროს, სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქე­ი­ფობ­დნენ. სა­შუ­ა­ლოდ რამ­დე­ნი მომ­ვლე­ლი უნდა გაყ­ვეს სა­ბავ­შვო ან­სამ­ბლს, არც ესაა გან­სა­ზღვრუ­ლი?

- მომ­ვლე­ლე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი სა­ბავ­შვო ბა­ღებ­შიც კი არ არ­სე­ბობს. ბუ­ნებ­რი­ვია, რა­ო­დე­ნო­ბა სკო­ლა­შიც არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი, მით უმე­ტეს, როცა მო­ზარ­დე­ბი გას­ტროლ­ზე მი­დი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, თი­თო­ე­ულ ბავ­შვის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ უნდა იზ­რუ­ნოს.

- სა­ზღვარ­გა­რეთ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მოქ­მე­დე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი უტარ­დე­ბათ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მხრივ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა?

- ამ მხრივ გა­მარ­თუ­ლი სის­ტე­მა არ არ­სე­ბობს. ექი­მე­ბის კა­ბი­ნე­ტე­ბიც კი გა­ა­უქ­მეს. რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვე­ბის მომ­ზა­დე­ბას, კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­საც კი ის­წავ­ლე­ბო­და, რო­გორ უნდა იმოქ­მე­დონ პა­ტა­რებ­მა ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში, თუმ­ცა ეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი დიდი ხა­ნია გა­უქ­მდა. ფაქ­ტია, ქო­ბუ­ლეთ­ში გარ­დაც­ვლილ­მა ბავ­შვებ­მაც არ იცოდ­ნენ, რო­გორ მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ. ელე­მენ­ტა­რუ­ლია, ხან­ძრის დროს ია­ტაკ­ზე ხოხ­ვით უნდა გა­და­ად­გილ­დე. შე­საძ­ლოა, ამ ბავ­შვებ­მა მარ­თლაც იფიქ­რეს, რომ ცე­ცხლის­გან თავი აბა­ზა­ნა­ში უნდა და­ეც­ვათ. დღეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფერს აკე­თებს, არა­და ეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბია. უსაფრ­თხო­ე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი სკო­ლებ­ში ცალ­კე საგ­ნე­ბად უნდა ის­წავ­ლე­ბო­დეს. იმე­დი მაქვს, ქო­ბუ­ლეთ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია გან­გა­შის ზარი გახ­დე­ბა ბევ­რის­თვის და რო­გორც მთავ­რო­ბა, ისე პარ­ლა­მენ­ტი სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ებს გა­ამ­კაც­რებს და ბავ­შვე­ბის­თვის პირ­ვე­ლა­დი ცოდ­ნის მი­ღე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სა­ჭი­რო ბმუ­ლი მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ხან­ძრის დროს: ის, რაც ყვე­ლა ჩვენ­გან­მა უნდა იცო­დეს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დროს

რუ­სუ­დან შე­ლია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რამდენად დაზღვეულები ვართ ქართულ სასტუმროებსა და სკოლებში ტრაგედიისგან, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

რამდენად დაზღვეულები ვართ ქართულ სასტუმროებსა და სკოლებში ტრაგედიისგან, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" სამი მოზარდის გარდაცვალებამ სრულიად საქართველო შეძრა - საზოგადოების ნაწილი პასუხისმგებლობას სასტუმროს მფლობელს აკისრებს და შენობაში უსაფრთხოების ნორმების უქონლობაზე საუბრობს, ზოგი კი, ანსამბლის ხელმძღვანელობის დაუდევრობას აკრიტიკებს... საბოლოოდ, ყველა თანხმდება, რომ "არმაზის" ტრაგედია მთელი ქვეყნისთვის განგაშის ზარი გახდა.

რეგულირდება თუ არა კანონმდებლობით სასტუმროებში უსაფრთხოების ნორმები და რატომ არ ტარდება სკოლებში საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გაკვეთილები, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად "პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელს დავით ფერაძეს ვესაუბრეთ:

- საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს მკვეთრად გაწერილი პუნქტი, რომლის მიხედვითაც სასტუმროში არსებული პირობები, მათ შორის, უსაფრთხოება რეგულირდება. არც იმას ამოწმებს ვინმე, რა მასალით შენდება სასტუმრო და გამოიყენება თუ არა მშენებლობისას სწრაფად აალებადი მასალები. უსაფრთხოების ზომებზე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანება მოქმედებს, რომლის მიხედვითაც აუცილებელია შენობაში საევაკუაციო გასავლელების არსებობა და ა.შ. თუმცა რეალურად ბრძანების უმრავლესობა არ სრულდება და ამ სფეროში ერთი დიდი ქაოსი შეიქმნა, რომელსაც არავინ აკონტროლებს.

- კანონმდებლობა არც იმას არეგულირებს, უსაფრთხოების რა მინიმალურ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს სასტუმრო ათეულობით ბავშვის მისაღებად?

- სამწუხაროდ, როცა ანსამბლსა და სასტუმროს შორის ხელშეკრულება ფორმდება, არავინ ფიქრობს უსაფრთხოების ნორმებზე, ამას არც კანონმდებლობა არეგულირებს... სხვათა შორის, ანალოგიური პრობლემებია სკოლებშიც, სადაც ათასობით ბავშვი ყოველდღიურად რამდენიმე საათს ატარებს. არ მინდა პანიკის გაღვივებას შევუწყო ხელი, მაგრამ ფაქტია, ამ მხრივ სკოლებიც აბსოლუტურად დაუცველია.

- და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? კიდევ ერთი საკითხი - ითქვა, რომ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი ანსამბლის ხელმძღვანელობაა, რომლებიც ხანძრის გაჩენის დროს, სასტუმროს მფლობელის განცხადებით, ქეიფობდნენ. საშუალოდ რამდენი მომვლელი უნდა გაყვეს საბავშვო ანსამბლს, არც ესაა განსაზღვრული?

- მომვლელების ოპტიმალური ვარიანტი საბავშვო ბაღებშიც კი არ არსებობს. ბუნებრივია, რაოდენობა სკოლაშიც არ არის განსაზღვრული, მით უმეტეს, როცა მოზარდები გასტროლზე მიდიან. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, თითოეულ ბავშვის უსაფრთხოებაზე სკოლის ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს.

- საზღვარგარეთ სკოლის მოსწავლეებს საგანგებო სიტუაციებში მოქმედების პრაქტიკული გაკვეთილები უტარდებათ. საქართველოში ამ მხრივ რა მდგომარეობაა?

- ამ მხრივ გამართული სისტემა არ არსებობს. ექიმების კაბინეტებიც კი გააუქმეს. რაც შეეხება ბავშვების მომზადებას, კომუნისტების დროსაც კი ისწავლებოდა, როგორ უნდა იმოქმედონ პატარებმა ხანძრის შემთხვევაში, თუმცა ეს გაკვეთილები დიდი ხანია გაუქმდა. ფაქტია, ქობულეთში გარდაცვლილმა ბავშვებმაც არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. ელემენტარულია, ხანძრის დროს იატაკზე ხოხვით უნდა გადაადგილდე. შესაძლოა, ამ ბავშვებმა მართლაც იფიქრეს, რომ ცეცხლისგან თავი აბაზანაში უნდა დაეცვათ. დღეს ამ მიმართულებით განათლების სამინისტრო აბსოლუტურად არაფერს აკეთებს, არადა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებია. უსაფრთხოების გაკვეთილები სკოლებში ცალკე საგნებად უნდა ისწავლებოდეს. იმედი მაქვს, ქობულეთში მომხდარი ტრაგედია განგაშის ზარი გახდება ბევრისთვის და როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი საკანონმდებლო რეგულაციებს გაამკაცრებს და ბავშვებისთვის პირველადი ცოდნის მიღებას უზრუნველყოფს.

საჭირო ბმული მეტი ინფორმაციისთვის| როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს: ის, რაც ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს საგანგებო სიტუაციების დროს

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია