"მშობლები სვამდნენ, თრიაქობდნენ, ბავშვები დაიწვნენ, მე კი ქონება დამეწვა" - სასტუმროს მეპატრონე საბედისწერო წუთებზე

"მშობლები სვამდნენ, თრიაქობდნენ, ბავშვები დაიწვნენ, მე კი ქონება დამეწვა" - სასტუმროს მეპატრონე საბედისწერო წუთებზე

"სასტუმრო "არმაზში" გუშინ, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა. ისინი სასტუმროს მესამე სართულზე იყვნენ მოთავსებული. როგორც სასტუმროს მეპატრონე შერმადინ ართმელაძემ დღეს, სასტუმროში რეპორტაჟის მოსამზადებლად მისულ Ambebi.ge-ს კორესპონდენტს განუცხადა, ბავშვების გარდაცვალების მიზეზი უყურადღებობაა. "ბავშვები უყურადღებოდ დარჩნენ და დაიწვნენ, მე კი ქონება დამეწვა", - ამბობს შერმადინ ართმელაძე.

"აქ დაბორიალობდა ერთი ახალგაზრდა გოგო, მშობელი თუ ახლობელი. უნდა ჰკითხოთ პოლიციას, მოხდა თუ არა მისი შემოწმება ალკოჰოლზე. 4-5 საათამდე სვამდა ნომერში ვიღაცებთან და ეს ბავშვები დატოვა უყურადღებოდ. მე სახლი დამეწვა, მე კი ვიტირე ბავშვები, მაგრამ იმ ოჯახებს არ შველის. ჩემს გადამწვარ სახლს არ შველის.

გამოძიება დაადგენს უსაფრთხოების ზომები იყო თუ არა, ხანძარსაწინააღმდეგო ბალონები მქონდა, ისიც გადამწვარი გდია. ჩემი ვერსია ასეთია - მშობლები სვამდნენ, თრიაქობდნენ, ბავშვები დარჩნენ უყურადღებოდ და დაიწვნენ ბავშვები, მე კი ქონება დამეწვა. ამბობენ, რომ ბავშვები "ზაჟიგარკებს" ყიდულობენ, თითზე იკეთებენ და თამაშობენო. შეიძლება მე არ ვიყო სწორი...", - აცხადებს ართმელაძე.

სასტუმროს მეპატრონემ ჟურნალისტებს ის ოთახიც უჩვენა, რომელშიც, მისი თქმით, ხანძრამდე ბავშვების ახლობლები სვამდნენ.

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

AMBEBI.GE

ვიდეო: "გასაგებია ბავშვები, მაგრამ მე ცოდვა არ ვარ?!"

"ამბობენ რომ, ცხედარს ხელში კარის სახელური ეჭირა..."

PalitraTV.ge

ფოტორეპორტაჟი

Photoambebi.ge

სიახლე!

თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია