"ხშირია როცა ბავშვებს მასწავლებლები ოთახში კეტავენ თავად კი სეირნობენ", - ამ განცხადებას "პოსტსკრიპტუმთან" ანსამბლ "მეტეხის" ხელმძღვანელი გელოდი ფოცხიშვილი აკეთებს. მისი თქმით ხშირია, როდესაც მასწავლებლების უყურადღებობით ბავშვები იღუპებიან.
"რამდენჯერმე მოხდა, რომ დაიხრჩო კიდეც ბავშვი. ხელმძღვანელები სვამდნენ და დაიდოდნენ ამ დროს აქეთ იქით. არავითარ შემთხვევაში ბავშვების დატოვება არ შეიძლება. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ბავშვებს გარედან კეტავენ, რაც არ არის წორი ქმედება. სულ, რომ არაფერი არ მოხდეს და ბავშვებმა იჩხუბონ ან რომელიმეს დახმარება დასჭირდეს ან ცუდად გახდეს ჩაკეტვა არ შეიძლბა ყურადღებაა აუცილებელი. ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირი ამაზე ვმუშაობთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, თუმცა სამინისტრო რეაგირებას არ ახდებს", - აცხადებს ანსამბლ "მეტეხის" ხელმძღვანელი გელოდი ფოცხიშვილი.
ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი კი ამბობს, რომ სასტუმრო სადაც შემთხვევა მოხდა ერთ-ერთი კარგი სასტუმროა ქობულეთში, თუმცა ამბობს, რომ მასწავლებლების ყურადღება ამ დროს ძალიან დიდი უნდა იყოს.
"არ არსებობს, რომ ვინმე ჭკუათმყოფელი მიდიოდეს ბავშვები მიჰყავდეს და არ ჰქონდეს უსაფრთხოების ზომები ბოლომდე დაცული, ჩვენთან ასე ხდება. ეს სასტუმრო ყველაზე კარგია, მაგრამ ყველაფერი ხდება. 100 თვალი და 100 ყურია ყოველთვის საჭირო ასეთ ვითარებაში", - აცხადებს ჯემალ ჭკუასელი.