მაკედონიის ქალაქ კუმანოვოში დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას 8 პოლიციელი და 14 ალბანელი დაიღუპა.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, "ბოევიკებს" შორის იყვნენ ალბანელები კოსოვოდან, ალბანეთიდან და მაკედონიიდან.
მაკედონიის შსს-ს ოფიციალური წარმომადგენლის ივო კოტევსკის ინფორმაციით, დაჭრილია 37 პოლიციელი. მისივე ცნობით, დამნაშავეთა ჯგუფი სახელმწიფოებრივ დაწესებულებებზე თავდასხმებს გეგმევდა, რომლებსაც ხელთ ჰქონდათ დიდი რაოდენობით იარაღი.
სპეცოპერაცია პოლიციამ 9 მაისს დილით დაიწყო, რომლის დროსაც გამოიყენეს სპეცტექნიკაც.