ბავშვების ცხედრები ტაძარში სავარაუდოდ, 3-4 დღის განმავლობაში იქნებიან დასვენებული

ბავშვების ცხედრები ტაძარში სავარაუდოდ, 3-4 დღის განმავლობაში იქნებიან დასვენებული

ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ცხედრები რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში დაახლოებით 3-4 დღის განმავლობაში იქნებიან დასვენებული.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი რუსთავიდან იტყობინება, ბავშვების მშობლები და ახლობლები წინააღმდეგი იყვნენ, რომ დნმ-ის პასუხის მიღებამდე დაღუპულების ცხედრები პროზექტურაში დარჩენილიყვნენ, ამიტომ ბავშვების ცხედრები ტაძარში გადაასვენეს.

ტაძარში იმყოფებიან გარდაცვლილი ბავშვების მშობლები, ახლობლები, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ცოტა ხნის კომენტარი გააკეთა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ. რუსთავის მერის განცხადებით, ბავშვების ცხედრები დნმ-ის ანალიზის პასუხამდე დასვენებული იქნებიან ტაძარში. ყველა საჭირო ხარჯს ქალაქის ხელმძღვანელობა გაიღებს.

ჯიქიას განცხადებით, კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო დაეხმარება ამ ოჯახებს, რაც შეეხება ქალაქს, ქალაქის ხელმძღვანელობა მაქსიმუმს გააკეთებს დაღუპული ბავშვების ოჯახების დასახმარებლად.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია