ქობულეთის სასტუმრო "არმაზის" მფლობელის შერმადინ ართმელაძის ბრალდებებს "იმედის კვირასთან" რუსთავის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლებმა უპასუხეს.
ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის" მფლობელმა შერმადინ ართმელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანსამბლის ხელმძღვანელები და პედაგოგები ქეიფობდნენ, ბავშვები კი უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული.
ვაჟა კანდელაკი, კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე:
"გოგი მარღანია, რომელსაც აქვს გულის ოპერაცია გადატანილი, არ ეწევა და არ სვამს და ეს არის გამორიცხული ინფორმაცია, რომელიც მიაწოდეს დღეს ჩვენს მოსახლეობას, რომ გოგი მარღანია თურმე სვამდა. გოგი მარღანია პიროვნებაა, რომელიც თითოეულ ბავშვს დაკანკალებს და უვლის, პასუხისმეგბლობა აიღოს თვითონ იმ სასტუმროს ხელმძრვანელობამ, რომელ სასტუმროშიც განთავსებულები იყვნენ ეს ბავშვები".
რიტა გულიაშვილი, რუსთავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის პეტადგოგი:
"მე თუ ვინემს ვანდობდი ჩემს შვილს, ეს იყო გოგი მარღანია, მე არასდროს არ წავყოლილვარ ჩემს შვილს როცა ვიცოდი, რომ იქ იყო გოგი მარღანია. მე ვიცოდი ეგ რა პედაგოგია, დღე და ღამე ფეხზე დგას. საუკეთესო უნდა თავისი ბავშვებისთვის, მე ვიყავი ისევე წყნარად, როგოც ჩემთან რომ ყოფილიყო ჩემი შვილი.