სოფელ კოლაგში მომხდარი ავარიისას დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

სოფელ კოლაგში მომხდარი ავარიისას დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

სოფელ კოლაგში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამი ავადმყოფი კი უმძიმესი ტრავმებით კატასტროფის ბრიგადებმა თბილისში გადმოიყვანეს. ამ დრომდე უმძიმესია ავარიის დროს დაშავებული ორი წლის მოზარდის და 8 თვის ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა, ისინი მართვითი სინთქვის აპარატზე არიან შეერთებულები.

ავარია სოფელ კოლაგში გუშინ საღამოს მოხდა. ერთმანეთს აუდისა და ვოლგის საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ჩვილი გუშინ გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიებას, შს გურჯაანის სამმართველო აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია