ეს ფოტოები იტალიის სოფელ ვენცონში 1950 წელს არის გადაღებული. მასზე აღბეჭდილი ადამიანები მიცვალებულთა ცხედრებს "ასეირნებენ". ცხედრები სოფლის სასაფლაოზე არსებული სამრეკლოს საძვალეში ჯერ კიდევ 1647 წელს სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.
ადგილობრივი მოსახლეობა მათ სანახავად დადიოდა, "ესაუბრებოდა" მუმიებს, თანდათან მათთან ფოტოების გადაღებისა და მათი გასეირნების ტრადიციაც დამკვიდრდა. ტრადიციამ სოფელში უამრავი ტურისტი მიიზიდა. ცხედრების მუმიფიცირებას ხელი ადგილობრივი ნიადაგის უნიკალურობამ შეუწყო, რომელიც სოკო Hipha Bombicina-ს შეიცავს.
ამჟამად, მუმიებს აღარავინ ასეირნებს, თუმცა 42 მუმიიდან მხოლოდ 15 დარჩა. დანარჩენები 1976 წელს მიწისძვრის დროს განადგურდა. დღეს ვენცონში მუზეუმი ფუნქციონირებს, სადაც ტურისტებს მუმიების ნახვის საშუალებაც აქვთ.
იხილეთ ფოტოები