პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი 24 წლის ძმა სასტიკად ნაწამები და დასახიჩრებული ჩამოგვისვენეს"- რა მოხდა გეგუთის ციხეში?
"ჩემი 24 წლის ძმა სასტიკად ნაწამები და დასახიჩრებული ჩამოგვისვენეს"- რა მოხდა გეგუთის ციხეში?

"მო­მაკ­ვდა­ვი გიგა ცი­ხის ექი­მებ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დრო­უ­ლად არ გა­და­იყ­ვა­ნეს, ელო­დე­ბოდ­ნენ რე­ა­ნო­მო­ბილს და ამა­ში დიდი დრო და­ი­კარ­გა. მათ შე­ეძ­ლოთ ჩემი ძმის გა­დარ­ჩე­ნა, ევა­ლე­ბო­დათ კი­დეც"

"მო­ვი­თხოვ, და­ი­კი­თხოს დი­მიტ­რი დარ­ბა­ი­სე­ლი, თქვას, რის­თვის მო­ა­წე­რა ხელი და რა­ტომ გად­მო­იყ­ვა­ნეს ფსი­ქი­კუ­რად ავად­მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბი გე­გუთ­ში?!"

2014 წლის 4 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 02:20 სა­ათ­ზე, გე­გუ­თის ცი­ხე­ში, პა­ტი­მარ­თა კონ­ფლიქტს ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას თავ­ში ბლაგ­ვი სა­გა­ნი ჩა­არ­ტყეს, გონ­და­კარ­გულს კი სას­ტი­კად გა­ის­წორ­დნენ...

სო­ზარ სუ­ბა­რი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ექსმი­ნის­ტრი მომ­ხად­რის შემ­დეგ ამ­ბობ­და:

- ვინც ამ საქ­მეს­თან პირ­და­პირ და ირი­ბად არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა პა­სუხს აგებს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ პი­რა­დად ჩემი თხოვ­ნით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. რო­გორც წინა საქ­მე­ზე, სი­მარ­თლე ამ­ჯე­რა­დაც უთუ­ოდ გა­ირ­კვე­ვა (მი­ნის­ტრმა იგუ­ლის­ხმა კორ­ტა­ვას მკვლე­ლო­ბა. - ავტ.). ვფიქ­რობ, ამ ტრა­გე­დი­ის აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. ჩხუ­ბი, ცხა­დია, ორ წუთ­ში ვერ დას­რულ­დე­ბო­და. სად იყ­ვნენ ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი?!

"მივ­მარ­თავ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენტს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას თხოვ­ნით, რომ და­მეხ­მა­რონ გიგა ფარ­ტე­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის სა­მარ­თლი­ან გა­მო­ძი­ე­ბა­ში. ერთი წელ­ზე მეტი გა­ვი­და გი­გას მკვლე­ლო­ბი­დან, მაგ­რამ საქ­მე ისე მი­ჩუმ­და, პარ­ლა­მენ­ტსაც მივ­მარ­თე, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რი­შიც მოხ­ვდა ეს საქ­მე, მაგ­რამ არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა." - ეს გან­ცხა­დე­ბა მოკ­ლუ­ლი პა­ტიმ­რის გიგა ფარ­ტე­ნა­ძის დე­დამ მზია ნი­ქა­ბა­ძემ გა­ავ­რცე­ლა. გე­გუ­თის კო­ლო­ნი­ა­ში მოკ­ლუ­ლი 24 წლის პა­ტიმ­რის საქ­მე მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და, რომ ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნი პა­ტიმ­რებ­მა ცე­მით მოკ­ლეს.

გა­მო­ძი­ე­ბით უკვე დად­გე­ნი­ლია, გე­გუთ­ში, 322-ე სა­კან­ში მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებს - შოთა შა­ნი­ძეს, ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილს, გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვილ­სა და გიგა ფარ­ტე­ნა­ძეს შო­რის და­წყე­ბუ­ლი სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. შა­ნი­ძემ, სეხ­ნი­აშ­ვილ­მა და მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა გიგა ფარ­ტე­ნა­ძე ია­ტაკ­ზე წა­აქ­ცი­ეს, რა დრო­საც მან გო­ნე­ბა და­კარ­გა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა ვე­ღარ შეძ­ლო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისი­ნი აგ­რძე­ლებ­დნენ მის სას­ტიკ ცე­მას - გულ­მკერ­დის, კის­რი­სა და სა­ხის არე­ში ხე­ლე­ბი­თა და ფე­ხე­ბით სცემ­დნენ და თავს ბე­ტო­ნის ია­ტაკ­ზე არ­ტყმე­ვი­ნებ­დნენ. კონ­ფლიქ­ტის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დღემ­დე უც­ნო­ბია. პრო­კუ­რა­ტუ­რამ შოთა შა­ნი­ძეს, ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­სა და გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვილს ბრა­ლი 117-ე მუხ­ლით წა­უ­ყე­ნა, - ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა, რა­საც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა, - რაც ათი­დან ცა­მეტ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ჩემი 24 წლის ძმა სასტიკად ნაწამები და დასახიჩრებული ჩამოგვისვენეს"- რა მოხდა გეგუთის ციხეში?

"ჩემი 24 წლის ძმა სასტიკად ნაწამები და დასახიჩრებული ჩამოგვისვენეს"- რა მოხდა გეგუთის ციხეში?

"მომაკვდავი გიგა ციხის ექიმებმა საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს, ელოდებოდნენ რეანომობილს და ამაში დიდი დრო დაიკარგა. მათ შეეძლოთ ჩემი ძმის გადარჩენა, ევალებოდათ კიდეც"

"მოვითხოვ, დაიკითხოს დიმიტრი დარბაისელი, თქვას, რისთვის მოაწერა ხელი და რატომ გადმოიყვანეს ფსიქიკურად ავადმყოფი პატიმრები გეგუთში?!"

2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 02:20 საათზე, გეგუთის ციხეში, პატიმართა კონფლიქტს ახალგაზრდა სპორტსმენის სიცოცხლე ემსხვერპლა. სავარაუდოდ, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, გონდაკარგულს კი სასტიკად გაისწორდნენ...

სოზარ სუბარი, სასჯელაღსრულების ექსმინისტრი მომხადრის შემდეგ ამბობდა:

- ვინც ამ საქმესთან პირდაპირ და ირიბად არის დაკავშირებული, ყველა პასუხს აგებს. პროკურატურამ პირადად ჩემი თხოვნით გამოძიება დაიწყო. როგორც წინა საქმეზე, სიმართლე ამჯერადაც უთუოდ გაირკვევა (მინისტრმა იგულისხმა კორტავას მკვლელობა. - ავტ.). ვფიქრობ, ამ ტრაგედიის აცილება შესაძლებელი იყო. ჩხუბი, ცხადია, ორ წუთში ვერ დასრულდებოდა. სად იყვნენ ზედამხედველები?!

"მივმართავ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, საქართველოს მთავრობას თხოვნით, რომ დამეხმარონ გიგა ფარტენაძის მკვლელობის სამართლიან გამოძიებაში. ერთი წელზე მეტი გავიდა გიგას მკვლელობიდან, მაგრამ საქმე ისე მიჩუმდა, პარლამენტსაც მივმართე, სახალხო დამცველის ანგარიშიც მოხვდა ეს საქმე, მაგრამ არავინ ინტერესდება." - ეს განცხადება მოკლული პატიმრის გიგა ფარტენაძის დედამ მზია ნიქაბაძემ გაავრცელა. გეგუთის კოლონიაში მოკლული 24 წლის პატიმრის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი პატიმრებმა ცემით მოკლეს.

გამოძიებით უკვე დადგენილია, გეგუთში, 322-ე საკანში მსჯავრდადებულებს - შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შანიძემ, სეხნიაშვილმა და მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ მის სასტიკ ცემას - გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და თავს ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ. კონფლიქტის კონკრეტული მიზეზი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. პროკურატურამ შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილსა და გიორგი სეხნიაშვილს ბრალი 117-ე მუხლით წაუყენა, - ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, - რაც ათიდან ცამეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იხილეთ გაგრძელება

"ფაიზერის" ვაქცინა 19 წლის ზემოთ პირებისთვის არის რეკომენდირებული, "ასტრაზენეკას" ვაქცინა - 16 წლის ზემოთ" - გაბუნია

სკოლაში მე-5-12 კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

დაშვებულია თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ბავშვებისა და მოზარდებისთვის?