ანსამბლის ხელმძღვანელები და პედაგოგები ქეიფობდნენ, ბავშვები კი უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული, - ამის შესახებ ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის" მფლობელმა შერმადინ ართმელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, თუ რამ გამოიწვია ხანძარი მისთვის უცნობია. ართმელაძე ამბობს, რომ ხანძრის დროს როცა იმ ნომრის გახსნა სცადეს, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, თუმცა, კარი დაკეტილი იყო.
"იქ დაბლა ისხდნენ და სვამდნენ. მე ხომ ვერ შევხედავ მათ ბავშვებს, თვითონ უნდა შეხედონ. არ უნდა ჩაკეტონ შიგნით. არ ვიცი ვინ დაკეტა კარი, ან მისმა მასწავლებელმა ან მშობელმა. მე ხომ არ ჩამიკეტია. ვიცით, რომ ჩაკეტილი იყო, მერე კარები ვერ გატეხეს", - აღნიშნა შერმადინ ართმელაძემ. მისივე განმარტებით, სასტუმროს დაწვის შედდეგად 2 მილიონ ლარამდე ზარალი ნახა. სასტუმრო "არმაზი" გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი კონდენციონერიდან გაჩნდა.