თავდასხმა მაკედონიაზე: მოკლულია ხუთი პოლიციელი

თავდასხმა მაკედონიაზე: მოკლულია ხუთი პოლიციელი

სულ მცირე 5 პოლიციელი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა მაკედონიაში, სერბეთ-კოსოვოს საზღვართან ახლომდებარე ქალაქში შეიარაღებული თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. მაკედონიის შინაგან საქმეთა მინისტრის გორდანა იანკულოვსკას განცხადებით, ეს იყო კარგად ორგანიზებული შეიარაღებული თავდასხმა. მისივე თქმით, თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ ბომბებითა და ავტომატური იარაღით.

"ორგანიზებული დაჯგუფება თავდასხმას ამზადებდა სახელმწიფო ინსტიტუციებზე. ამ დრომდე უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობას შორის", - განაცხადა მაკედონიის შინაგან საქმეთა მინისტრმა. გორდონა იანკულოვსკას თქმით, მოკლულია რამდენიმე თავდამსხმელი, 20 ადამიანი კი დაკავებულია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა