სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ეძახიან თეა წულუკიანს ზღარბს?! - გულახდილი ინტერვიუ იუსტიციის მინისტრთან
რატომ ეძახიან თეა წულუკიანს ზღარბს?! - გულახდილი ინტერვიუ იუსტიციის მინისტრთან

"კი­ლი­მან­ჯა­რომ მას­წავ­ლა, რომ შე­იძ­ლე­ბა ბედ­ნი­ე­რი სიკ­ვდი­ლი"

ყვე­ლა­ნი ბავ­შვო­ბი­დან მოვ­დი­ვართ, მათ შო­რის მი­ნის­ტრე­ბიც, ვი­საც სხვა­დას­ხვა დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვის უფ­ლე­ბა ენი­ჭე­ბა. არ ვიცი, რამ­დე­ნად იო­ლად დამ­ყვე­ბი­ან სხვა მი­ნის­ტრე­ბი, მაგ­რამ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა უკვე გვი­ამ­ბო ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი გა­ტა­ცე­ბე­ბის შე­სა­ხებ და სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რად და­ბეჭდ­ვის უფ­ლე­ბაც მოგ­ვცა. თე­ა­ზე არ­ჩე­ვა­ნი იმი­ტო­მაც შე­ვა­ჩე­რეთ, რომ მარ­ტი, ქალ­თა თვე დად­გა...

დედა

დე­და­ჩე­მი ჩემი პირ­ვე­ლი ნაც­ნო­ბია დე­და­მი­წა­ზე. ბევ­რი მსხვერ­პლი გა­ი­ღო, მე და ჩემი ძმა წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი რომ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით. მის ამაგ­ზე წიგ­ნე­ბი და­ი­წე­რე­ბა. ბევ­რი იმუ­შა­ვა, რომ ჩემ­ში ქა­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი, ზედ­მე­ტად მე­ამ­ბო­ხე ხა­სი­ა­თი მო­ე­თე­ლა...

მის­გან სულ მეს­მო­და: "ნუ და­ა­ბო­ტებ, შენ ხომ ქალი ხარ?!", ან "გაგ­ვი­მარ­თლა, კა­ცად რომ არ და­ი­ბა­დე, თო­რემ ხომ ვიჯ­დე­ბო­დით სულ ცი­ხის კარ­თან!"

ახლა ასე აღარ ფიქ­რობს. მხო­ლოდ დრო­დად­რო ზღარბს მე­ძა­ხის, რაც არ მომ­წონს, მაგ­რამ... ადრე ცო­ტას მა­ქებ­და კი­დეც, ახლა მგო­ნია, რომ უფრო მე­ტად ვე­ცო­დე­ბი.

ქა­ლის ტვირ­თი

ყვე­ლას თა­ვი­სი ტვირ­თი აქვს და მისი ტა­რე­ბა ად­ვი­ლი არ არის. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რი ქა­ლია, რო­მელ­საც ოჯა­ხის მოვ­ლი­სა და ამავდრო­უ­ლად სამ­სა­ხუ­რის ტვირ­თი აწევს კი­სერ­ზე. ასეთ ქა­ლებს გულ­ში გმი­რებს ვე­ძა­ხი. სა­ქარ­თვე­ლო ქა­ლებ­მა და დე­დებ­მა მო­იყ­ვა­ნეს დღემ­დე...

მამა

მა­მამ ია­რა­ღის ხმა­რე­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მას­წავ­ლა. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ პირ­ველ შვილს ბიჭს ელო­და და მე და­ვი­ბა­დე, მი­აჩ­ნდა, რომ ია­რა­ღის კარ­გად სრო­ლაც უნდა მცოდ­ნო­და და კა­ცი­ვით ძლი­ე­რიც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ასე­თი აღ­ზრდა დღე­საც მეხ­მა­რე­ბა, ბევრ რა­მეს გა­ვუძ­ლო, მაგ­რამ ქალს არ უნდა და­ა­ვი­წყდეს, რომ ქა­ლია.

ადრე ხში­რად ვის­რო­დი და ძა­ლი­ან კარ­გა­დაც. მამა და ბი­ძა­ჩე­მი დღე­საც იხ­სე­ნე­ბენ, რო­გორ ვჯობ­ნი­დი ბი­ძაშ­ვი­ლებს. თუმ­ცა, ბი­ჭე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ია­რა­ღი იმ­დე­ნად მძი­მე მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ მარ­ჯვე­ნა ხე­ლის მა­ჯას მე­ო­რე ხე­ლით ვი­მაგ­რებ­დი, მა­ინც ზუს­ტად ვის­რო­დი. მარ­ჯვე­ნა ხე­ლით ვის­ვრი და მარ­ცხე­ნა თვა­ლით ვუ­მიზ­ნებ, რის გა­მოც დამ­ცი­ნოდ­ნენ კი­დეც. დიდი ხა­ნია არ მის­რო­ლია, კარ­გად ვე­ღარ ვხე­დავ, მე­ში­ნია, არ ავაც­დი­ნო და სა­კუ­თარ თავ­ზე წარ­მოდ­გე­ნა არ წა­მიხ­დეს. ბავ­შვო­ბა­ში ეს გარ­თო­ბის ნა­წი­ლი იყო და მა­მა­ჩე­მის მკაც­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ ვის­რო­დით სვა­ნე­თის ტყე­ში. როცა გა­ვი­ზარ­დეთ, ესეც წარ­სულს ჩაჰ­ბარ­და, რო­გორც სხვა თა­მა­შო­ბა.

ბა­ბუ­ე­ბი

ხში­რად მახ­სენ­დე­ბა კად­რი ბავ­შვო­ბი­დან - გუ­რი­ა­ში, ჩვენს ოდა­ში, ტან­საც­მლის სა­კიდ­ზე ბა­ბუ­ას სა­ნა­დი­რო თოფი ჰკი­დია. დღემ­დე მგო­ნია, იმ თოფს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ ჰქონ­და, მაგ­რამ მიყ­ვარ­და, რად­გან ბა­ბუ­ას ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იყო. ზა­ფხუ­ლის თვე­ებს ბე­გა­ზე, სო­ფელ ზემო ნო­ღა­ში ვა­ტა­რებ­დით. რო­დე­საც შვი­ლიშ­ვი­ლებს ზან­დოს მთა­ზე სა­სე­ირ­ნოდ წაგ­ვიყ­ვან­და, მა­შინ აი­კი­დებ­და ხოლ­მე ამ თოფს. თუმ­ცა ბა­ბუა უფრო პო­ე­ტი იყო, ვიდ­რე მე­თო­ფე და ია­რა­ღიც უხერ­ხუ­ლად ეკი­და მხარ­ზე - თოფი ცალ­კე მი­დი­ო­და, მხა­რი ცალ­კე. წა­მოწ­ვე­ბო­და და გვე­ტყო­და, ითა­მა­შეთ, შორს არ წახ­ვი­დე­თო. ჩვენც ვგი­ჟობ­დით, ის კი გას­ცქე­რო­და თა­ვის გუ­რი­ას და ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯზე რა­ღა­ცას წერ­და. მერე ჩა­ე­ძი­ნე­ბო­და, რის გა­მოც ბე­ბია წყრე­ბო­და, -"ბავ­შვე­ბი მა­გას­თან ერ­თად არ გა­იშ­ვე­ბი­ან ტყე­შიო. დღემ­დე მგო­ნია,

რომ ბა­ბუ­ა­ჩემს ვაზ­ნე­ბი არც ჰქონ­და. ალ­ბათ, ისიც ეყო­ფო­და, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში რომ ის­რო­ლა. მა­შინ თავ­ში და­იჭ­რა...

ჩემი სვა­ნი ბა­ბუა კარ­გი მო­ნა­დი­რე ყო­ფი­ლა. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რომ გარ­და­იც­ვა­ლა. მახ­სოვს, ერთხელ იყო თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი და ჩვენს პა­ტა­რა ბი­ნა­ში და­მა­ლო­ბა­ნას გვე­თა­მა­შე­ბო­და, წელ­ზე ვერ­ცხლის­სირ­მე­ბი­ა­ნი ტყა­ვის ქა­მა­რი ეკე­თა, რო­მელ­შიც დანა ჰქონ­და გარ­ჭო­ბი­ლი. გა­ვაბ­რა­ზეთ და დანა მოგ­ვი­ღე­რა, ყუ­რებს და­გაჭ­რი­თო, ღი­მი­ლით გვი­თხრა. კი­დევ კარ­გი, ღი­მი­ლით გვი­თხრა... ბა­ბუ­ა­ზე სა­ო­ცარ ამ­ბებს ჰყვე­ბი­ან. მთა­ში, თოვ­ლის დნო­ბი­სას, მთის მი­უ­ვალ ცი­ცა­ბო კალ­თებ­ზე ყი­ნუ­ლის გარ­სი ნელა დნე­ბა, მის ქვეშ კი წყა­ლი იწყებს დი­ნე­ბას. ასე იქ­მნე­ბა ხოლ­მე დრო­ე­ბი­თი ყი­ნუ­ლის გვი­რა­ბე­ბი გა­ზა­ფხულ­ზე. ბა­ბუა დათვს მიჰ­ყვე­ბო­და თურ­მე ნაკ­ვა­ლევ­ზე, ნა­დი­რი კი ასეთ გვი­რაბ­ში შე­სუ­ლა. კალ­თა იმ­დე­ნად ცი­ცა­ბო ყო­ფი­ლა, რომ გვი­რაბ­ში ვერ შეჰ­ყო­ლია, თუმ­ცა თე­ლის ხის­თვის ქერ­ქი აუ­თლია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლია და სა­ხელ­და­ხე­ლოდ კიბე და­უწ­ნავს, მას­ზე მო­ჭი­დე­ბუ­ლი შეჰ­ყო­ლია დათვს სა­მა­ლავ­ში...

მე იმ კა­ცის შთა­მო­მა­ვა­ლი ვარ და ხა­სი­ა­თიც მისი მაქვს. ისიც კარ­გი ჯიქი იყო, უდ­რე­კი და უხი­ა­გი, მაგ­რამ დიდი ხუ­მა­რა, ხან­და­ხან ცი­ნი­კო­სიც.

ამ­ბო­ბენ, არ უნ­დო­და, თო­რემ კარ­გი მთამ­სვლე­ლი დად­გე­ბო­და, კა­ტა­სა­ვით ცო­ცავ­დაო. მე ის უკვე მო­ხუ­ცი, ტრა­დი­ცი­ულ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი და ზურ­გზე ზვინ­მო­კი­დე­ბუ­ლი მახ­სოვს.

დე­და­ჩე­მის მა­მამ, ალექ­სან­დრე შა­ნი­ძემ სით­ბო, ადა­მი­ა­ნი­სა და ცოდ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­მი­ნერ­გა, მის თვა­ლებ­ში და­ვი­ნა­ხე და და­ვი­ჯე­რე პირ­ვე­ლად, რომ შე­იძ­ლე­ბა ვიყო კარ­გი. მისი ფრა­ზა"- უწ­ვა­ლებ­ლად არა­ფე­რი არ გა­მო­დის, ბა­ბუა - სულ თან მდევს.

მა­მა­ჩე­მის მა­მის, ვლა­დი­მერ წუ­ლუ­კი­ა­ნის­გან სიმ­ტკი­ცე, ბრძო­ლის უნა­რი და პირ­და­პი­რო­ბა გა­მომ­ყვა. სხვა რა მო­გახ­სე­ნოთ, ოდეს­ღაც მი­ვალ მათ­თან და მე­ცო­დი­ნე­ბა, გა­ვუ­მარ­თლე მო­ლო­დი­ნი, თუ - არა. მა­ნამ­დე კი ბევ­რი საქ­მეა.

ია­რა­ღი

ია­რა­ღის მი­მართ მო­წი­წე­ბის გან­ცდა მე­უფ­ლე­ბა.

ია­რა­ღი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ჩემ­თვის რკი­ნის ნა­ჭე­რი. ძა­ლი­ან მომ­წონს ნა­გა­ნი. სა­ერ­თოდ, რე­ვოლ­ვე­რი უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან ისე­თია, რო­გო­რიც ცხოვ­რე­ბა, ტრი­ა­ლებს და რამ­დე­ნი­მე შანსს გაძ­ლევს.

სა­კუ­თა­რი ია­რა­ღი არ მაქვს. რაში მჭირ­დე­ბა? თა­ნაც ყვე­ლა ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს კარ­გი დანა მირ­ჩევ­ნია და რამ­დე­ნი­მე მაქვს კი­დეც შინ. ნე­პალ­ში გურ­ქჰე­ბის საბ­რძო­ლო და­ნე­ბი ვი­ყი­დე და სტრას­ბურ­გში კუკ­რე­ბით (ნე­პა­ლუ­რი დანა) შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დავ­ბრუნ­დი. ერთი ბი­ძა­ჩემს გა­ვუგ­ზავ­ნე სვა­ნეთ­ში, ტყე­ში იყე­ნებს, მე კი შინ მად­გე­ბა - სა­კუბ­და­რე ხორცსა და მწვა­ნილს კარ­გად ჭრის.

სო­ფე­ლი

ბავ­შვო­ბა­ში არ­და­დე­გებს გუ­რი­ა­ში ან სვა­ნეთ­ში ვა­ტა­რებ­დი. ჩემს მშობ­ლებს ვუ­მად­ლი სოფ­ლის სიყ­ვა­რულს. სვა­ნეთ­ში თი­ვის ზვი­ნის დად­გმა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­დან გუ­რი­ა­ში დაფ­ნის ფოთ­ლის კო­ო­პე­რა­ტივ­ში ჩა­ბა­რე­ბამ­დე, ყვე­ლა სა­სოფ­ლო საქ­მე­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. გუ­რუ­ლი ბა­ბუა თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ლოტ­კი­ნელ ბე­ბი­ას­თან ერ­თად მა­ნამ­დე რჩე­ბო­და სო­ფელ­ში, სა­ნამ ადე­სას და კა­რა­ლი­ოკს არ დაკ­რეფ­დნენ. სო­ფელ­ში წას­ვლა ზე­ი­მი იყო და არ­და­დე­გე­ბის და­წყე­ბას მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დით. ახ­ლაც მახ­სოვს, ივ­ნის­ში, ჩვე­ნი გუ­რი­ა­ში ჩას­ვლი­სას, შავი თუთა მწი­ფობ­და. ჰოდა, დავ­დი­ო­დით შავი ცხვირ-პი­რით, რო­გორც ბა­ბუა იტყო­და, მას­ხრე­ბი­ვით. სვა­ნეთ­ში გვი­ან შე­მოდ­გო­მა­ზე აწით­ლე­ბუ­ლი ტყე­ე­ბი მახ­სენ­დე­ბა და დღე­საც, სა­დაც უნდა ვიყო შე­მოდ­გო­მა­ზე, მწი­ფე ზღმარტლის სუნი მცემს.

ჩემი აზ­რით, ქა­ლა­ქე­ლი ბავ­შვე­ბი არ­და­დე­გებ­ზე სოფ­ლის­კენ უნდა მი­ე­შუ­რე­ბოდ­ნენ, ზღვა­ზე და კაფე-ბა­რებ­ში სი­ა­რულს მო­ას­წრე­ბენ. სო­ფე­ლი მი­წის და ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რულს ბა­დებს ბავ­შვის გულ­ში.

იქ, სა­დაც ბედ­ნი­ე­რი სიკ­ვდი­ლი შე­იძ­ლე­ბა

პირ­ვე­ლი დიდი ლაშ­ქრო­ბა 2007 წელს, ნე­პალ­ში, ხუმ­ბუს ხე­ო­ბა­ში მო­ვა­წყვეთ მე­გობ­რებ­თან ერ­თად. კატ­მან­დუ­დან ვერ­ტმფრე­ნით ჩა­ვე­დით ლუკ­ლამ­დე, მერე ფე­ხით და­ვა­დე­ქით გზას ჯო­მო­ლუნ­გმას სა­ბა­ზი­სო ბა­ნა­კამ­დე. აღ­მას­ვლა შვი­დი დღე გაგ­რძელ­და, დაღ­მას­ვლა - სამი. ყვე­ლა­ზე ტკბი­ლად შუა ეტა­პი, ნე­პა­ლუ­რი სო­ფე­ლი ნამ­ჩე ბა­ზა­ა­რი მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც 3 400 მეტრზეა და იქ ერთი დღე უნდა გა­ა­ტა­რო აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცი­ის­თვის. ვი­ჯე­ქი ნამ­ჩეს ყვე­ლა­ზე ლა­მაზ სას­ტუმ­რო­ში და ზე­მო­დან დავ­ყუ­რებ­დი მთელ სო­ფელს. ვუ­ყუ­რებ­დი კონგდეს მწვერ­ვალს, პე­პე­ლა­სა­ვით რომ გა­უშ­ლია ფრთე­ბი და გო­ნის და­კარ­გვამ­დე ვჭამ­დი ჯან­ჯა­ფი­ლი­ან მო­მოს, რო­მე­ლიც ქარ­თულ ხინ­კალს ჰგავს. სა­ბა­ზი­სო ბა­ნა­კი მომ­ნუს­ხა­ვი სი­ლა­მა­ზი­საა, 5 364 მეტრ სი­მაღ­ლე­ზეა. იქ რომ ავე­დი, მივ­ხვდი, სა­კუ­თარ თავს ვა­ჯო­ბე, რაც ადა­მი­ან­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გან­ცდაა... კი­ლი­მან­ჯა­რო კე­თი­ლი და გულ­ღი­აა. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ალ­ბათ, იქ თოვ­ლი აღარ იქ­ნე­ბა. მყინ­ვა­რი ყო­ველ წელს კლე­ბუ­ლობს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რატომ ეძახიან თეა წულუკიანს ზღარბს?! - გულახდილი ინტერვიუ იუსტიციის მინისტრთან

რატომ ეძახიან თეა წულუკიანს ზღარბს?! - გულახდილი ინტერვიუ იუსტიციის მინისტრთან

"კილიმანჯარომ მასწავლა, რომ შეიძლება ბედნიერი სიკვდილი"

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, მათ შორის მინისტრებიც, ვისაც სხვადასხვა დროს საზოგადოებისგან სახელმწიფოს მართვის უფლება ენიჭება. არ ვიცი, რამდენად იოლად დამყვებიან სხვა მინისტრები, მაგრამ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკვე გვიამბო ბავშვობის დროინდელი გატაცებების შესახებ და საოჯახო ფოტოების ექსკლუზიურად დაბეჭდვის უფლებაც მოგვცა. თეაზე არჩევანი იმიტომაც შევაჩერეთ, რომ მარტი, ქალთა თვე დადგა...

დედა

დედაჩემი ჩემი პირველი ნაცნობია დედამიწაზე. ბევრი მსხვერპლი გაიღო, მე და ჩემი ძმა წესიერი ადამიანები რომ გამოვსულიყავით. მის ამაგზე წიგნები დაიწერება. ბევრი იმუშავა, რომ ჩემში ქალისთვის მიუღებელი, ზედმეტად მეამბოხე ხასიათი მოეთელა...

მისგან სულ მესმოდა: "ნუ დააბოტებ, შენ ხომ ქალი ხარ?!", ან "გაგვიმართლა, კაცად რომ არ დაიბადე, თორემ ხომ ვიჯდებოდით სულ ციხის კართან!"

ახლა ასე აღარ ფიქრობს. მხოლოდ დროდადრო ზღარბს მეძახის, რაც არ მომწონს, მაგრამ... ადრე ცოტას მაქებდა კიდეც, ახლა მგონია, რომ უფრო მეტად ვეცოდები.

ქალის ტვირთი

ყველას თავისი ტვირთი აქვს და მისი ტარება ადვილი არ არის. თანამედროვე საზოგადოებაში ბევრი ქალია, რომელსაც ოჯახის მოვლისა და ამავდროულად სამსახურის ტვირთი აწევს კისერზე. ასეთ ქალებს გულში გმირებს ვეძახი. საქართველო ქალებმა და დედებმა მოიყვანეს დღემდე...

მამა

მამამ იარაღის ხმარება ადრეული ასაკიდან მასწავლა. ალბათ იმიტომ, რომ პირველ შვილს ბიჭს ელოდა და მე დავიბადე, მიაჩნდა, რომ იარაღის კარგად სროლაც უნდა მცოდნოდა და კაცივით ძლიერიც ვყოფილიყავი. ასეთი აღზრდა დღესაც მეხმარება, ბევრ რამეს გავუძლო, მაგრამ ქალს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ქალია.

ადრე ხშირად ვისროდი და ძალიან კარგადაც. მამა და ბიძაჩემი დღესაც იხსენებენ, როგორ ვჯობნიდი ბიძაშვილებს. თუმცა, ბიჭებისგან განსხვავებით, იარაღი იმდენად მძიმე მეჩვენებოდა, რომ მარჯვენა ხელის მაჯას მეორე ხელით ვიმაგრებდი, მაინც ზუსტად ვისროდი. მარჯვენა ხელით ვისვრი და მარცხენა თვალით ვუმიზნებ, რის გამოც დამცინოდნენ კიდეც. დიდი ხანია არ მისროლია, კარგად ვეღარ ვხედავ, მეშინია, არ ავაცდინო და საკუთარ თავზე წარმოდგენა არ წამიხდეს. ბავშვობაში ეს გართობის ნაწილი იყო და მამაჩემის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ვისროდით სვანეთის ტყეში. როცა გავიზარდეთ, ესეც წარსულს ჩაჰბარდა, როგორც სხვა თამაშობა.

ბაბუები

ხშირად მახსენდება კადრი ბავშვობიდან - გურიაში, ჩვენს ოდაში, ტანსაცმლის საკიდზე ბაბუას სანადირო თოფი ჰკიდია. დღემდე მგონია, იმ თოფს დანიშნულება არ ჰქონდა, მაგრამ მიყვარდა, რადგან ბაბუას ცხოვრების ნაწილი იყო. ზაფხულის თვეებს ბეგაზე, სოფელ ზემო ნოღაში ვატარებდით. როდესაც შვილიშვილებს ზანდოს მთაზე სასეირნოდ წაგვიყვანდა, მაშინ აიკიდებდა ხოლმე ამ თოფს. თუმცა ბაბუა უფრო პოეტი იყო, ვიდრე მეთოფე და იარაღიც უხერხულად ეკიდა მხარზე - თოფი ცალკე მიდიოდა, მხარი ცალკე. წამოწვებოდა და გვეტყოდა, ითამაშეთ, შორს არ წახვიდეთო. ჩვენც ვგიჟობდით, ის კი გასცქეროდა თავის გურიას და ქაღალდის ნაგლეჯზე რაღაცას წერდა. მერე ჩაეძინებოდა, რის გამოც ბებია წყრებოდა, -"ბავშვები მაგასთან ერთად არ გაიშვებიან ტყეშიო. დღემდე მგონია,

რომ ბაბუაჩემს ვაზნები არც ჰქონდა. ალბათ, ისიც ეყოფოდა, მეორე მსოფლიო ომში რომ ისროლა. მაშინ თავში დაიჭრა...

ჩემი სვანი ბაბუა კარგი მონადირე ყოფილა. პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალა. მახსოვს, ერთხელ იყო თბილისში ჩამოსული და ჩვენს პატარა ბინაში დამალობანას გვეთამაშებოდა, წელზე ვერცხლისსირმებიანი ტყავის ქამარი ეკეთა, რომელშიც დანა ჰქონდა გარჭობილი. გავაბრაზეთ და დანა მოგვიღერა, ყურებს დაგაჭრითო, ღიმილით გვითხრა. კიდევ კარგი, ღიმილით გვითხრა... ბაბუაზე საოცარ ამბებს ჰყვებიან. მთაში, თოვლის დნობისას, მთის მიუვალ ციცაბო კალთებზე ყინულის გარსი ნელა დნება, მის ქვეშ კი წყალი იწყებს დინებას. ასე იქმნება ხოლმე დროებითი ყინულის გვირაბები გაზაფხულზე. ბაბუა დათვს მიჰყვებოდა თურმე ნაკვალევზე, ნადირი კი ასეთ გვირაბში შესულა. კალთა იმდენად ციცაბო ყოფილა, რომ გვირაბში ვერ შეჰყოლია, თუმცა თელის ხისთვის ქერქი აუთლია, რომელიც ძალიან მოქნილია და სახელდახელოდ კიბე დაუწნავს, მასზე მოჭიდებული შეჰყოლია დათვს სამალავში...

მე იმ კაცის შთამომავალი ვარ და ხასიათიც მისი მაქვს. ისიც კარგი ჯიქი იყო, უდრეკი და უხიაგი, მაგრამ დიდი ხუმარა, ხანდახან ცინიკოსიც.

ამბობენ, არ უნდოდა, თორემ კარგი მთამსვლელი დადგებოდა, კატასავით ცოცავდაო. მე ის უკვე მოხუცი, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი და ზურგზე ზვინმოკიდებული მახსოვს.

დედაჩემის მამამ, ალექსანდრე შანიძემ სითბო, ადამიანისა და ცოდნის სიყვარული ჩამინერგა, მის თვალებში დავინახე და დავიჯერე პირველად, რომ შეიძლება ვიყო კარგი. მისი ფრაზა"- უწვალებლად არაფერი არ გამოდის, ბაბუა - სულ თან მდევს.

მამაჩემის მამის, ვლადიმერ წულუკიანისგან სიმტკიცე, ბრძოლის უნარი და პირდაპირობა გამომყვა. სხვა რა მოგახსენოთ, ოდესღაც მივალ მათთან და მეცოდინება, გავუმართლე მოლოდინი, თუ - არა. მანამდე კი ბევრი საქმეა.

იარაღი

იარაღის მიმართ მოწიწების განცდა მეუფლება.

იარაღი არასოდეს ყოფილა ჩემთვის რკინის ნაჭერი. ძალიან მომწონს ნაგანი. საერთოდ, რევოლვერი უფრო საინტერესოა, რადგან ისეთია, როგორიც ცხოვრება, ტრიალებს და რამდენიმე შანსს გაძლევს.

საკუთარი იარაღი არ მაქვს. რაში მჭირდება? თანაც ყველა ცეცხლსასროლ იარაღს კარგი დანა მირჩევნია და რამდენიმე მაქვს კიდეც შინ. ნეპალში გურქჰების საბრძოლო დანები ვიყიდე და სტრასბურგში კუკრებით (ნეპალური დანა) შეიარაღებული დავბრუნდი. ერთი ბიძაჩემს გავუგზავნე სვანეთში, ტყეში იყენებს, მე კი შინ მადგება - საკუბდარე ხორცსა და მწვანილს კარგად ჭრის.

სოფელი

ბავშვობაში არდადეგებს გურიაში ან სვანეთში ვატარებდი. ჩემს მშობლებს ვუმადლი სოფლის სიყვარულს. სვანეთში თივის ზვინის დადგმაში მონაწილეობიდან გურიაში დაფნის ფოთლის კოოპერატივში ჩაბარებამდე, ყველა სასოფლო საქმეში ვმონაწილეობდი. გურული ბაბუა თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ ლოტკინელ ბებიასთან ერთად მანამდე რჩებოდა სოფელში, სანამ ადესას და კარალიოკს არ დაკრეფდნენ. სოფელში წასვლა ზეიმი იყო და არდადეგების დაწყებას მოუთმენლად ველოდით. ახლაც მახსოვს, ივნისში, ჩვენი გურიაში ჩასვლისას, შავი თუთა მწიფობდა. ჰოდა, დავდიოდით შავი ცხვირ-პირით, როგორც ბაბუა იტყოდა, მასხრებივით. სვანეთში გვიან შემოდგომაზე აწითლებული ტყეები მახსენდება და დღესაც, სადაც უნდა ვიყო შემოდგომაზე, მწიფე ზღმარტლის სუნი მცემს.

ჩემი აზრით, ქალაქელი ბავშვები არდადეგებზე სოფლისკენ უნდა მიეშურებოდნენ, ზღვაზე და კაფე-ბარებში სიარულს მოასწრებენ. სოფელი მიწის და ბუნების სიყვარულს ბადებს ბავშვის გულში.

იქ, სადაც ბედნიერი სიკვდილი შეიძლება

პირველი დიდი ლაშქრობა 2007 წელს, ნეპალში, ხუმბუს ხეობაში მოვაწყვეთ მეგობრებთან ერთად. კატმანდუდან ვერტმფრენით ჩავედით ლუკლამდე, მერე ფეხით დავადექით გზას ჯომოლუნგმას საბაზისო ბანაკამდე. აღმასვლა შვიდი დღე გაგრძელდა, დაღმასვლა - სამი. ყველაზე ტკბილად შუა ეტაპი, ნეპალური სოფელი ნამჩე ბაზაარი მახსენდება, რომელიც 3 400 მეტრზეა და იქ ერთი დღე უნდა გაატარო აკლიმატიზაციისთვის. ვიჯექი ნამჩეს ყველაზე ლამაზ სასტუმროში და ზემოდან დავყურებდი მთელ სოფელს. ვუყურებდი კონგდეს მწვერვალს, პეპელასავით რომ გაუშლია ფრთები და გონის დაკარგვამდე ვჭამდი ჯანჯაფილიან მომოს, რომელიც ქართულ ხინკალს ჰგავს. საბაზისო ბანაკი მომნუსხავი სილამაზისაა, 5 364 მეტრ სიმაღლეზეა. იქ რომ ავედი, მივხვდი, საკუთარ თავს ვაჯობე, რაც ადამიანში ყველაზე ძლიერი განცდაა... კილიმანჯარო კეთილი და გულღიაა. რამდენიმე წელიწადში ალბათ, იქ თოვლი აღარ იქნება. მყინვარი ყოველ წელს კლებულობს.

განაგრძეთ კითხვა

"თამარის მეგობარმა დაკრძალვის შემდეგ მითხრა, რომ თამარმა 3-ჯერ სცადა თვითმკვლელობა" - ბაჩანა ლობჟანიძე

"თავიდან ქალბატონმა თეონამ "ფეისბუქზე" მომწერა, ვიცნობდი, თუ არა მის შვილს... არც საცოდავი ვარ, არც მოგზავნილი" - ბაჩანა ლობჟანიძე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საცოლის დაბადების დღე გერმანიაში, მის დაქალებთან ერთად აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან