სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მარკის ავტომობილებს ყიდულობენ ყველაზე ხშირად ქართველი მძღოლები
რა მარკის ავტომობილებს ყიდულობენ ყველაზე ხშირად ქართველი მძღოლები

ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 1 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში ქუ­ჩებ­ში უამ­რა­ვი მარ­კი­სა და ფე­რის ავ­ტო­მან­ქა­ნა და­დის, bpn.ge და­ინ­ტე­რეს­და, რა ფირ­მის ავ­ტო­მო­ბი­ლებს ყი­დუ­ლო­ბენ ყვე­ლა­ზე ხში­რად ქარ­თვე­ლი მძღო­ლე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბოლო კვლე­ვის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც 2013 წლის მო­ნა­ცე­მებს ასა­ხავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­პარ­კი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. ავ­ტო­პარ­კის 60,9%-ს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი შე­ად­გენს, რო­მელ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი რუხი/ვერ­ცხლის­ფე­რი (26%) და თეთ­რი (16%) ფე­რი­საა. ავ­ტო­პარ­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი (90,9%) 2004 წლამ­დეა წარ­მო­ე­ბუ­ლი, თუმ­ცა იზ­რდე­ბა 3 წლამ­დე ასა­კის ავტო-მოტო ტრან­სპორ­ტის რა­ო­დე­ნო­ბა.

ავ­ტო­პარ­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 60,9%-ს იკა­ვებს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი, 18,9%-ს მსუ­ბუ­ქი მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი, 9,1%-ს სატ­ვირ­თო, 5,6%-ს სამ­გზავ­რო, 3,5%-ს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და სპე­ცტექ­ნი­კა, 1,6%-ს მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და 0,5%-ს მო­ტოტ­რან­სპორ­ტი.

ფე­რე­ბის მი­ხედ­ვით, მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში ლი­დე­რობს რუხი/ვერ­ცხლის­ფე­რი (192125), მას მოჰ­ყვე­ბა თეთ­რი ფე­რის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი (120710), ლურ­ჯი (104022), შავი (83681), მწვა­ნე (76302), წი­თე­ლი (71882), ყა­ვის­ფე­რი (46886), ყვი­თე­ლი (20812), ნა­რინ­ჯის­ფე­რი (9463), იის­ფე­რი (9377), მე­წა­მუ­ლი (3377), ვარ­დის­ფე­რი (545).

ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უცხო­უ­რი მარ­კე­ბის ათე­უ­ლი ასე­თია:

ინ­ფოგ­რა­ფი­კის სრუ­ლი ზო­მის სა­ნა­ხა­ვად და­ა­ჭი­რეთ ფო­ტოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა მარკის ავტომობილებს ყიდულობენ ყველაზე ხშირად ქართველი მძღოლები

რა მარკის ავტომობილებს ყიდულობენ ყველაზე ხშირად ქართველი მძღოლები

ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. ბოლო პერიოდში ქუჩებში უამრავი მარკისა და ფერის ავტომანქანა დადის, bpn.ge დაინტერესდა, რა ფირმის ავტომობილებს ყიდულობენ ყველაზე ხშირად ქართველი მძღოლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც 2013 წლის მონაცემებს ასახავს, საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი რუხი/ვერცხლისფერი (26%) და თეთრი (16%) ფერისაა. ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული, თუმცა იზრდება 3 წლამდე ასაკის ავტო-მოტო ტრანსპორტის რაოდენობა.

ავტოპარკის შემადგენლობაში 60,9%-ს იკავებს მსუბუქი ავტომობილი, 18,9%-ს მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი, 9,1%-ს სატვირთო, 5,6%-ს სამგზავრო, 3,5%-ს სასოფლო-სამეურნეო და სპეცტექნიკა, 1,6%-ს მისაბმელიანი და 0,5%-ს მოტოტრანსპორტი.

ფერების მიხედვით, მსუბუქ ავტომობილებში ლიდერობს რუხი/ვერცხლისფერი (192125), მას მოჰყვება თეთრი ფერის ავტომობილები (120710), ლურჯი (104022), შავი (83681), მწვანე (76302), წითელი (71882), ყავისფერი (46886), ყვითელი (20812), ნარინჯისფერი (9463), იისფერი (9377), მეწამული (3377), ვარდისფერი (545).

ყველაზე მეტად გავრცელებული უცხოური მარკების ათეული ასეთია:

ინფოგრაფიკის სრული ზომის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია