Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატარა შოკუნია ხომ არ მიიღეთ, რომ დაგტოვეს თანამდებობაზე?" - ნოდარ ხადური განმარტება სკანდალურ ტერმინზე
"პატარა შოკუნია ხომ არ მიიღეთ, რომ დაგტოვეს თანამდებობაზე?" - ნოდარ ხადური განმარტება სკანდალურ ტერმინზე

"რამ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო თქვენ­თვის რომ დაგ­ტო­ვეს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, პა­ტა­რა შო­კუ­ნია ხომ არ მი­ი­ღეთ?", - ამ შე­კი­თხვით მი­მარ­თა გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ის" წამ­ყვან­მა ინგა გრი­გო­ლი­ამ პირ­და­პი­რი ჩარ­თვი­სას ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ნო­დარ ხა­დურს.

"რაც შე­ე­ხე­ბა ტერ­მინს - შო­კის კნი­ნო­ბით ფორ­მას, რა­ზეც ამ­დე­ნი ხანი ვსა­უბ­რობთ, მე მინ­და მა­ინც და­ვა­ზუს­ტო. ჩემი ოპო­ნენ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რომ მე თით­ქოს ეს ტერ­მი­ნი გა­მო­ვი­ყე­ნე ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რაც არ არის სწო­რი. შე­გიძ­ლი­ათ ამო­ი­ღოთ ის ინ­ტერ­ვიუ, ის არის რო­გორც სა­ტე­ლე­ვი­ზო, ასე­ვე სა­გა­ზე­თო, სა­დაც წე­რია, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნა სა­გა­რეო შო­კებ­მა და რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ჩა­მე­კი­თხა - ქვე­ყა­ნა­ში არის თუ არა შიდა შო­ი­კე­ბი, რო­მე­ლიც ამას უწყობს ხელს, მე ვუ­პა­უ­ხე, რომ შიდა შო­კე­ბი არ არის, მაგ­რამ არის მცდე­ლო­ბა, რომ ვი­ღა­ცა იყოს შოკი, მაგ­რამ არ გა­მოს­დის, იმ­დე­ნად სუს­ტია და არის არა შოკი, არა­მედ შო­კუ­ნია, ეს არის ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც შანსს არ უშ­ვებს ხე­ლი­დან გა­ა­ფუ­ჭოს ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია, ხელი შე­უ­შა­ლოს ეკო­ნო­მი­კურ აღ­მავ­ლო­ბას და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­ნერ­გოს ნი­ჰი­ლიზ­მი", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ხა­დურ­მა.

მისი თქმით, მის­თვის არ იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩა­ნა და ეს არა პი­რა­დად მისი, არა­მედ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და პარ­ლა­მენ­ტის გა­და­სა­წყვე­ტია.

იხი­ლეთ ვი­დეო

"პატარა შოკუნია ხომ არ მიიღეთ, რომ დაგტოვეს თანამდებობაზე?" - ნოდარ ხადური განმარტება სკანდალურ ტერმინზე

"პატარა შოკუნია ხომ არ მიიღეთ, რომ დაგტოვეს თანამდებობაზე?" - ნოდარ ხადური განმარტება სკანდალურ ტერმინზე

"რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის რომ დაგტოვეს თანამდებობაზე, პატარა შოკუნია ხომ არ მიიღეთ?", - ამ შეკითხვით მიმართა გადაცემა "რეაქციის" წამყვანმა ინგა გრიგოლიამ პირდაპირი ჩართვისას ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს.

"რაც შეეხება ტერმინს - შოკის კნინობით ფორმას, რაზეც ამდენი ხანი ვსაუბრობთ, მე მინდა მაინც დავაზუსტო. ჩემი ოპონენტები საუბრობენ, რომ მე თითქოს ეს ტერმინი გამოვიყენე ლარის გაუფასურებასთან მიმართებაში, რაც არ არის სწორი. შეგიძლიათ ამოიღოთ ის ინტერვიუ, ის არის როგორც სატელევიზო, ასევე საგაზეთო, სადაც წერია, რომ ლარის გაუფასურებაზე ზემოქმედება მოახდინა საგარეო შოკებმა და როდესაც ჟურნალისტი ჩამეკითხა - ქვეყანაში არის თუ არა შიდა შოიკები, რომელიც ამას უწყობს ხელს, მე ვუპაუხე, რომ შიდა შოკები არ არის, მაგრამ არის მცდელობა, რომ ვიღაცა იყოს შოკი, მაგრამ არ გამოსდის, იმდენად სუსტია და არის არა შოკი, არამედ შოკუნია, ეს არის ყოფილი ხელისუფლება, რომელიც შანსს არ უშვებს ხელიდან გააფუჭოს ქვეყანაში სიტუაცია, ხელი შეუშალოს ეკონომიკურ აღმავლობას და მოსახლეობაში დანერგოს ნიჰილიზმი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისი თქმით, მისთვის არ იყო მოულოდნელი თანამდებობაზე დარჩანა და ეს არა პირადად მისი, არამედ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის გადასაწყვეტია.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."