მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვლილი პატარძალი და გამჟღავნებული დანაშაულები
გარდაცვლილი პატარძალი და გამჟღავნებული დანაშაულები

გთა­ვა­ზობთ კი­დევ ერთ კრი­მი­ნა­ლურ ის­ტო­რი­ას "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან:

სო­ფელ­ში ბევ­რს შე­შურ­და მზი­ა­სი, რად­გან გოგო ქა­ლაქ­ში გა­თხოვ­და შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის დე­დი­სერ­თა­ზე. მარ­თა­ლია სიძე გა­რეგ­ნუ­ლად თავს ვერ მო­ი­წო­ნებ­და, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც პა­ტარ­ძა­ლი ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბით აავ­სეს, დე­დო­ფა­ლი­ვით შე­მო­სეს და სა­ჩუქ­რე­ბი არც მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის და­ი­შუ­რეს, ყვე­ლა მზი­ას ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და.

სა­სი­ძო გაქ­ნილ­მა მა­ჭან­კალ­მა ლი­ზამ შე­ურ­ჩია ოჯახს. თა­ნაც ლი­ზას არა მხო­ლოდ სა­მა­ჭანკლო ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი ხიბ­ლავ­და (და და სიძე კა­რა­ტი­ან ბრი­ლი­ან­ტის­თვლი­ან ბე­ჭედს დაჰ­პირ­დნენ, ოღონდ ამ საქ­მეს თავი მო­ა­ბიო), თა­ვი­სი დის­შვი­ლის­თვის ირ­ჯე­ბო­და. გარ­და ამი­სა, სა­სი­ძოს თავს ყვე­ლა­ფე­რი მთლად რიგ­ზე ვერ იყო. პირ­ველ ცოლს თავი მო­უ­წამ­ლავს, მე­ო­რე გაჰ­ქ­ცე­ვია და ახლა უკვე მე­სა­მე­ჯერ აპი­რებ­და "უღელ­ში შებ­მას".

სა­სი­ძოს მხო­ლოდ ერთი "ნაკ­ლი" აქვს და იმა­საც ახ­ლა­ვე გა­გიმ­ხელ­თო, გულ­ღია დე­ი­დის რო­ლის თა­მაშ­მა მო­უ­წია სა­მა­ჭანკლოდ მი­სულს და მზი­ას მშობ­ლებ­სა და ახლო ნა­თე­სა­ვებს ასე წა­რუდ­გი­ნა დის­შვი­ლი:

- ყვე­ლა­ფერს ბედი უნდა, ასეთ ჭკვი­ან­სა და პა­ტი­ო­სან ბიჭს რო­გორ არ უნდა გა­მარ­თლე­ბო­და. პირ­ვე­ლი ცოლი არ გა­მო­ად­გა (რო­მე­ლიც "რი­გით" მე­ო­რე იყო! - ავტ.), - უსაქ­მუ­რი იყო, მარ­ტო ჩაც­მა­სა და სამ­კა­უ­ლებ­ზე ფიქ­რობ­და. უბ­რა­ლო შე­ნიშ­ვნა­საც ვერ იტან­და, სის­ხლი გა­უშ­რო ჩემს დასა და სი­ძეს. ეგ ჯან­და­ბას, აი­ტან­დნენ, არც ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რის აყ­ვა­ნა გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ, მაგ­რამ არც შვი­ლი გა­უჩ­ნდა. იმა­საც ყო­ველ­დღე აყ­ვედ­რი­და ოჯახს, ვე­რე­ლი გოგო სან­ზო­ნა­ში გა­მოგ­ყე­ვი­თო. არა­და, ნე­ტავ გა­ნახ­ვათ, ერთ გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ეზო­ში ცხოვ­რო­ბენ, ორო­თა­ხი­ან მი­წურ­ში, ჩემს დას კი ნამ­დვი­ლი სა­სახ­ლე აქვს აუ­ზით და უზარ­მა­ზა­რი ეზო­თი. ამის გა­მოა, ახლა სო­ფელ­ში გაზ­რდი­ლი გოგო რომ ინ­დო­მეს თა­ვი­ან­თი დე­დი­სერ­თა ბი­ჭის­თვის, იქ­ნებ ახლა მა­ინც გა­უ­მარ­თლო­სო!..

ლიზა კარ­გად იც­ნობ­და მზი­ა­საც და მის ოჯახ­საც. მის თვალ­წინ გა­ი­ზარ­და მზია. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გოგო იყო, მაგ­რამ თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბით არა­სო­დეს უა­მა­ყია. თავ­მდა­ბა­ლი, ჭკვი­ა­ნი გოგო იყო, ნი­ჭი­ე­რიც, მშობ­ლე­ბის დამ­ჯე­რიც. კარ­გა­დაც სწავ­ლობ­და, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად მარ­ტომ ვერ გა­ბე­და წას­ვლა, არც ოჯახს ჰქონ­და სა­ი­მი­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სტუ­დენ­ტი ქა­ლიშ­ვი­ლი ერ­ჩი­ნა. ამი­ტომ სხვა რა გზა ჰქონ­და, გო­გო­ნა შინ დარ­ჩა და არა მხო­ლოდ უმ­ცრო­სი და-ძმის მოვ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბო­და დე­დას, ბოს­ტან­სა და ბაღ-ვე­ნახ­შიც მშობ­ლებ­თან ერ­თად ტრი­ა­ლებ­და. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზეც ოც­ნე­ბობ­და, იქ­ნებ რო­გორ­მე და­უს­წრებ­ლად მა­ინც ჩა­ვა­ბა­რო პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტშიო. ამი­ტო­მაც იყო, ლიზა მზი­ას ახ­ლობ­ლებს იმა­საც დაჰ­პირ­და, პე­და­გო­გი­ურ­ში კი არა, ისეთ ოჯახ­ში შედ­გამს ფეხს თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტშიც უპ­რობ­ლე­მოდ მო­ა­წყო­ბენ რძალ­სო. "მე­ო­რე მხა­რეს" კი, ანუ თა­ვის დას თა­მა­მად შეს­თა­ვა­ზა სოფ­ლე­ლი ლა­მა­ზი გოგო სარ­ძლოდ, თქვენ რომ გჭირ­დე­ბათ, სწო­რედ ისე­თია, ოჯა­ხის ერ­თგუ­ლი და პა­ტი­ო­სა­ნიო...

მოკ­ლედ, ორი­ვე მხა­რე კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა და 19 წლის მზია და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­ა­ყო­ლეს დე­და­ქა­ლაქ­ში 27 წლის ომარ ზე­და­ში­ძეს (გვარ-სა­ხე­ლი აქ და შემ­დგომ­შიც შეც­ვლი­ლია). ქორ­წილ­ში მთე­ლი სო­ფე­ლი და­პა­ტი­ჟეს და ლხი­ნი მას შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და, მაყ­რი­ონ­მა პა­ტარ­ძა­ლი რომ წა­იყ­ვა­ნა...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გარდაცვლილი პატარძალი და გამჟღავნებული დანაშაულები

გარდაცვლილი პატარძალი და გამჟღავნებული დანაშაულები

გთავაზობთ კიდევ ერთ კრიმინალურ ისტორიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:

სოფელში ბევრს შეშურდა მზიასი, რადგან გოგო ქალაქში გათხოვდა შეძლებული ოჯახის დედისერთაზე. მართალია სიძე გარეგნულად თავს ვერ მოიწონებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პატარძალი ძვირფასი სამკაულებით აავსეს, დედოფალივით შემოსეს და საჩუქრები არც მისი ოჯახის წევრებისთვის დაიშურეს, ყველა მზიას ბედნიერებაზე ალაპარაკდა.

სასიძო გაქნილმა მაჭანკალმა ლიზამ შეურჩია ოჯახს. თანაც ლიზას არა მხოლოდ სამაჭანკლო ძვირფასი საჩუქარი ხიბლავდა (და და სიძე კარატიან ბრილიანტისთვლიან ბეჭედს დაჰპირდნენ, ოღონდ ამ საქმეს თავი მოაბიო), თავისი დისშვილისთვის ირჯებოდა. გარდა ამისა, სასიძოს თავს ყველაფერი მთლად რიგზე ვერ იყო. პირველ ცოლს თავი მოუწამლავს, მეორე გაჰქცევია და ახლა უკვე მესამეჯერ აპირებდა "უღელში შებმას".

სასიძოს მხოლოდ ერთი "ნაკლი" აქვს და იმასაც ახლავე გაგიმხელთო, გულღია დეიდის როლის თამაშმა მოუწია სამაჭანკლოდ მისულს და მზიას მშობლებსა და ახლო ნათესავებს ასე წარუდგინა დისშვილი:

- ყველაფერს ბედი უნდა, ასეთ ჭკვიანსა და პატიოსან ბიჭს როგორ არ უნდა გამართლებოდა. პირველი ცოლი არ გამოადგა (რომელიც "რიგით" მეორე იყო! - ავტ.), - უსაქმური იყო, მარტო ჩაცმასა და სამკაულებზე ფიქრობდა. უბრალო შენიშვნასაც ვერ იტანდა, სისხლი გაუშრო ჩემს დასა და სიძეს. ეგ ჯანდაბას, აიტანდნენ, არც შინამოსამსახურის აყვანა გაუჭირდებოდათ, მაგრამ არც შვილი გაუჩნდა. იმასაც ყოველდღე აყვედრიდა ოჯახს, ვერელი გოგო სანზონაში გამოგყევითო. არადა, ნეტავ განახვათ, ერთ გაუბედურებულ ეზოში ცხოვრობენ, ოროთახიან მიწურში, ჩემს დას კი ნამდვილი სასახლე აქვს აუზით და უზარმაზარი ეზოთი. ამის გამოა, ახლა სოფელში გაზრდილი გოგო რომ ინდომეს თავიანთი დედისერთა ბიჭისთვის, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოსო!..

ლიზა კარგად იცნობდა მზიასაც და მის ოჯახსაც. მის თვალწინ გაიზარდა მზია. ძალიან ლამაზი გოგო იყო, მაგრამ თავისი გარეგნობით არასოდეს უამაყია. თავმდაბალი, ჭკვიანი გოგო იყო, ნიჭიერიც, მშობლების დამჯერიც. კარგადაც სწავლობდა, მაგრამ ქალაქში სწავლის გასაგრძელებლად მარტომ ვერ გაბედა წასვლა, არც ოჯახს ჰქონდა საიმისო შესაძლებლობა, რომ სტუდენტი ქალიშვილი ერჩინა. ამიტომ სხვა რა გზა ჰქონდა, გოგონა შინ დარჩა და არა მხოლოდ უმცროსი და-ძმის მოვლაში ეხმარებოდა დედას, ბოსტანსა და ბაღ-ვენახშიც მშობლებთან ერთად ტრიალებდა. სწავლის გაგრძელებაზეც ოცნებობდა, იქნებ როგორმე დაუსწრებლად მაინც ჩავაბარო პედაგოგიურ ინსტიტუტშიო. ამიტომაც იყო, ლიზა მზიას ახლობლებს იმასაც დაჰპირდა, პედაგოგიურში კი არა, ისეთ ოჯახში შედგამს ფეხს თქვენი ქალიშვილი, სამედიცინო ინსტიტუტშიც უპრობლემოდ მოაწყობენ რძალსო. "მეორე მხარეს" კი, ანუ თავის დას თამამად შესთავაზა სოფლელი ლამაზი გოგო სარძლოდ, თქვენ რომ გჭირდებათ, სწორედ ისეთია, ოჯახის ერთგული და პატიოსანიო...

მოკლედ, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა და 19 წლის მზია დაუფიქრებლად გააყოლეს დედაქალაქში 27 წლის ომარ ზედაშიძეს (გვარ-სახელი აქ და შემდგომშიც შეცვლილია). ქორწილში მთელი სოფელი დაპატიჟეს და ლხინი მას შემდეგაც გაგრძელდა, მაყრიონმა პატარძალი რომ წაიყვანა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია