საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია კარალეთის სკოლიდან საავადმყოფოში გადაყვანილი მოსწავლეების მდგომარეობა - ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი
როგორია კარალეთის სკოლიდან საავადმყოფოში გადაყვანილი მოსწავლეების მდგომარეობა - ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი

გო­რის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო "იავ­ნა­ნა­ში" მო­თავ­სე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. სამ­მა მათ­გან­მა კლი­ნი­კა უკვე და­ტო­ვა.

კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით, სტა­ცი­ო­ნარს გვი­ან ღა­მემ­დე, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ნარ­ჩე­ნი 7 მო­ზარ­დიც და­ტო­ვებს.

მკურ­ნა­ლი ექი­მე­ბი ზუსტ დი­აგ­ნოზ­ზე ვე­რა­ფერს ამ­ბო­ბენ, თუმ­ცა კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით საკ­ვე­ბის­მი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ი­სა და წყლით მო­წამ­ვლის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხა­ვენ.

კა­რა­ლე­თის სკო­ლა­ში მომ­ხდარ ფაქ­ტის მოკ­ვლე­ვას რამ­დე­ნი­მე უწყე­ბა ერ­თდრო­უ­ლად ატა­რებს. უც­ნო­ბია შსს-ს გო­რის სამ­მარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს სთხოვს, ექ­სპერ­ტი­ზის სა­ბო­ლოო დას­კვნამ­დე თავი შე­ი­კა­ონ სხვა­დას­ხვა და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან. სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს დას­კვნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ორ­შა­ბათს იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაშ­ვე­ბის მო­წამ­ვლის მი­ზე­ზი წყლით, გა­ზით ან საკ­ვე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია არ გამ­ხდა­რა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს" ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და რე­ჟი­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კა­რა­ლეთ­ში დი­ლი­დან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"წყლით, გა­ზი­თა და კვე­ბით მო­წამ­ვლა გა­მო­ი­რი­ცხა. სის­ხლის ანა­ლი­ზი აღე­ბუ­ლია, გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ექ­სპერ­ტი­ზა­ზე და ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მოკ­ვლე­ვა. ბავ­შვებს უტარ­დე­ბათ ამ­ბო­ლა­ტო­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. 5 ბავ­შვი გა­ე­წე­რა, აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ თავ­ბრუს­ხვე­ვა და პირ­ღე­ბი­ნე­ბის შეგ­რძნე­ბა. ად­გილ­ზე რჩე­ბა 8 ბავ­შვი და დღის ბო­ლომ­დე ისი­ნიც გა­ე­წე­რე­ბი­ან. 1-2 სა­ათ­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლია ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი", - გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

კა­რა­ლე­თის სა­ჯა­რო სკო­ლი­დან ათი მო­ზარ­დი გო­რის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დღეს კან­კა­ლის, თავ­ბრუს­ხვე­ვი­სა და ში­შის შეგ­რძნე­ბის სიმპტო­მე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

როგორია კარალეთის სკოლიდან საავადმყოფოში გადაყვანილი მოსწავლეების მდგომარეობა - ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი

როგორია კარალეთის სკოლიდან საავადმყოფოში გადაყვანილი მოსწავლეების მდგომარეობა - ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი

გორის ბავშვთა საავადმყოფო "იავნანაში" მოთავსებული მოსწავლეეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამმა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა.

კლინიკის ხელმძღვანელობის თქმით, სტაციონარს გვიან ღამემდე, სავარაუდოდ, დანარჩენი 7 მოზარდიც დატოვებს.

მკურნალი ექიმები ზუსტ დიაგნოზზე ვერაფერს ამბობენ, თუმცა კლინიკური ნიშნების მიხედვით საკვებისმიერი ინტოქსიკაციისა და წყლით მოწამვლის ვერსიას გამორიცხავენ.

კარალეთის სკოლაში მომხდარ ფაქტის მოკვლევას რამდენიმე უწყება ერთდროულად ატარებს. უცნობია შსს-ს გორის სამმართველოში დაწყებული გამოძიების ოფიციალური ვერსია.

სკოლის დირექტორი საზოგადოებას და მედიასაშუალებებს სთხოვს, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე თავი შეიკაონ სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სავარაუდოდ, ორშაბათს იქნება ცნობილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაშვების მოწამვლის მიზეზი წყლით, გაზით ან საკვებით ინტოქსიკაცია არ გამხდარა.

როგორც "ინტერპრესნიუს" ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა, დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები კარალეთში დილიდან იმყოფებოდნენ.

"წყლით, გაზითა და კვებით მოწამვლა გამოირიცხა. სისხლის ანალიზი აღებულია, გადაგზავნილია ექსპერტიზაზე და ამ წუთის მდგომარეობით მიმდინარეობს მოკვლევა. ბავშვებს უტარდებათ ამბოლატორიული მკურნალობა. 5 ბავშვი გაეწერა, აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა და პირღებინების შეგრძნება. ადგილზე რჩება 8 ბავშვი და დღის ბოლომდე ისინიც გაეწერებიან. 1-2 საათში იქნება ცნობილია ექსპერტიზის პასუხი", - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

კარალეთის საჯარო სკოლიდან ათი მოზარდი გორის ბავშვთა საავადმყოფოში დღეს კანკალის, თავბრუსხვევისა და შიშის შეგრძნების სიმპტომებით გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია