პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუნქტები, რომლებიც საქართველომ ევროპასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ნაწილობრივ შეასრულა - ევროკომისიის მონაცემები
პუნქტები, რომლებიც საქართველომ ევროპასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ნაწილობრივ შეასრულა - ევროკომისიის მონაცემები

"სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ნა­წი­ლობ­რივ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი შემ­დე­გია: თავ­შე­საფ­რის პო­ლი­ტი­კა, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ნარ­კო­ბიზ­ნეს­თან ბრძო­ლა და ადა­მი­ა­ნე­ბის ტრე­ფი­კინ­გის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა.

ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თავ­შე­სა­ფარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მყა­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა სა­ქარ­თვე­ლომ შე­და­რე­ბით მოკ­ლე ვა­და­ში მი­ი­ღო, ხოლო ზო­გა­დად, კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ასე­ვე დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრის პრო­ცე­დუ­რის ხა­რის­ხი ზო­გა­დად მი­სა­ღე­ბია. "2014 წლის 15 ნო­ემ­ბრი­დან და­ი­ნერ­გა და ყვე­ლა თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­ზე გა­ი­ცე­მა დრო­ე­ბი­თი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა. შე­იქ­მნა და კარ­გად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს წარ­მო­შო­ბის ქვეყ­ნის გან­სა­ზღვრის (COI) გან­ყო­ფი­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი იქნა მიღ­წე­უ­ლი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მა­გა­ლი­თად, მათ მი­ე­ნი­ჭათ ჯან­დაც­ვი­სა და და­საქ­მე­ბის ისე­თი­ვე გა­რან­ტი­ე­ბი, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს" - აღ­ნიშ­ნუ­ლია დას­კვნა­ში.

თუმ­ცა, იქვე ევ­რო­კო­მი­სი­ას მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გრძე­ლი სია, თუ რა უნდა გა­ა­კე­თოს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ:

"• გაგ­რძე­ლოს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სა­ფუძ­ველ­ზე ვი­ზე­ბის გა­ცე­მის პრო­ცე­დუ­რე­ბის

შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა;

• შექ­მნას თავ­შე­საფ­რის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ხა­რის­ხის მკა­ფიო ინ­დი­კა­ტო­რებ­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი;

• შე­ი­მუ­შა­ვოს დაგ­რო­ვი­ლი საქ­მე­ე­ბის მარ­თვის სტრა­ტე­გია და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ნა­კა­დე­ბის სა­გან­გე­ბო მარ­თვის სის­ტე­მა; ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­დოს საკ­მა­რი­სი ოდე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი;

• უზ­რუნ­ველ­ყოს, რო­გორც კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, ისე პრაქ­ტი­კა­ში, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტრომ შეძ­ლოს საქ­მე­ებ­ზე მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად და მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. იმ განმცხა­დებ­ლებს ან მათ კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გენ­ლებს, ვინც თავ­შე­სა­ფარ­ზე უარი მი­ი­ღო, უნდა მი­ე­ცეთ თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი წვდო­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­მელ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც გა­ი­ცა უარ­ყო­ფი­თი

რე­კო­მენ­და­ცია უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მათ შეძ­ლონ მისი სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს პრინ­ცი­პით.

• შე­ი­მუ­შა­ვოს სტან­დარ­ტუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა რო­გორც ახა­ლი, ისე გა­მოც­დი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სათ­ვის.

• შე­მო­ი­ღოს წარ­მო­შო­ბის ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბაზა და ან­გა­რი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა გა­ნა­ცხა­დებ­ზე მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის­თვის. გა­ნა­ცხა­დებ­ზე მო­მუ­შა­ვე თა­ნამ­შრომ­ლებს ჩა­უ­ტა­როს ტრე­ნინ­გე­ბი წარ­მო­შო­ბის ქვეყ­ნის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ხებ. შე­მო­ი­ღოს მკა­ფიო გა­მი­ჯვნა წარ­მო­შო­ბის ქვე­ყა­ნა­სა და თავ­შე­საფ­რის პო­ლი­ტი­კით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ პრო­დუქ­ტებს შო­რის. უზ­რუნ­ველ­ყოს სა­მუ­შაო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი წარ­მო­შო­ბის ქვეყ­ნის უწყე­ბებ­თან.

• გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი იმის შე­სა­ფა­სებ­ლად, თუ რო­გორ უნდა შემ­ცირ­დეს სა­ბუ­თე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ვადა გა­სა­ჩივ­რე­ბის ეტაპ­ზე და და­ი­ნერ­გოს უფრო გო­ნივ­რუ­ლი ვადა სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბი­სათ­ვის, ვი­ნა­ი­დან დღეს არ­სე­ბუ­ლი 10-დღი­ა­ნი პე­რი­ო­დი მე­ტის­მე­ტად ხან­მოკ­ლეა.

• სა­ა­პე­ლა­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი­სათ­ვის ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი უფა­სო იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სის­ტე­მა.

• გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა იმის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, რომ ლტოლ­ვი­ლებს რომ­ლებ­საც სურთ გახ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, პრაქ­ტი­კა­ში ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დეთ ნა­ტუ­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა­ზე.

• მიღ­წე­ულ წინსვლა­ზე და­მა­ტე­ბით, შე­ი­მუ­შა­ვოს ად­გი­ლებ­ზე ინ­ტეგ­რა­ცი­ის სტრა­ტე­გია, მკა­ფიო, ეტა­პობ­რი­ვად გა­წე­რი­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მით. უზ­რუნ­ველ­ყოს საკ­მა­რი­სი მო­ცუ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მი".

ნა­წი­ლობ­რივ შეს­რუ­ლე­ბუ­ლად პუნ­ქტად ით­ვლე­ბა ადა­მი­ან­თა ტრე­ფი­კინ­გის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ნიშ­ნუ­ლე­ბი. თუმ­ცა, დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ამ კუ­თხითს მნიშ­ვნე­ლო­ვან წინსვლას მი­აღ­წია. "კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლია; შექ­მნი­ლია ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა ძი­რი­თა­დი მხა­რე­ებს შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­შუ­ა­ლე­ბას" - წე­რია დო­კუ­მენ­ტში, თუმ­ცა, იქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ხე­ზეა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­სუს­ტე­ე­ბი, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა და­უც­ვე­ლი მსხვერ­პლის, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას: "კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სის­ტე­მის არარ­სე­ბო­ბა ზღუ­დავს იძუ­ლე­ბი­თი შრო­მის მიზ­ნით ტრე­ფი­კინ­გის აღ­კვე­თის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს შემ­თხვე­ვე­ბის მცი­რე, მაგ­რამ მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბა; შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნია ისე­ვე ის, რომ ვერ ხერ­ხდე­ბა ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთათ­ვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბა". ევ­რო­კო­მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ებს ამ კუ­თხი­თაც აძ­ლევს:

"• გა­და­ხე­დოს ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა მომ­სა­ხუ­რე­ბას, კერ­ძოდ, არ­სე­ბუ­ლი

თავ­შე­საფ­რე­ბის მო­წყო­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბას და უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ ადეკ­ვა­ტუ­რად დაკ­მა­ყო­ფილ­დეს მათი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, ვი­საც თან ბავ­შვე­ბი ახ­ლავს.

• გა­და­ხე­დოს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, სა­მე­დი­ცი­ნო და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რომ ის მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს ყვე­ლა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და შე­საძ­ლო მსხვერ­პლის­თვის.

• გა­და­ხე­დოს შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სტა­ტუსს, მან­დატს და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, რომ მან შეძ­ლოს შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სა და იძუ­ლე­ბი­თი შრო­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ქონ­დეს მსგავს დარ­ღვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის უნა­რი.

• გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი ყვე­ლა სა­ხის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პრო­აქ­ტი­უ­რი, დაზ­ვერ­ვის მა­სა­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად.

• შე­ი­მუ­შა­ვოს მკაც­რი მიდ­გო­მა მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც სარ­გებ­ლობს კო­მერ­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი და შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მიზ­ნით ქა­ლე­ბის ტრე­ფი­კინ­გით; მიდ­გო­მას უნდა ქონ­დეს ორ­მხრი­ვი ამო­ცა­ნა - ჩვე­ნე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ამ­გვარ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე მო­თხოვ­ნის აღ­მო­ფხვრა.

• გა­და­ხე­დოს და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ამ სფე­რო­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მოქ­მე­დი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და ანა­ლი­ზი, რომ უკეთ გა­ნი­სა­ზღვროს ტრე­ფი­კინ­გის მსხვეპლთა რა­ო­დე­ნო­ბა, სქე­სი, ასა­კი, ეროვ­ნე­ბა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ტიპი.

• გა­და­ხე­დოს და გა­და­ა­ხა­ლი­სოს სხვა­დას­ხვა ცხე­ლი ხა­ზე­ბი იმის­თვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის მი­ღე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მსხვეპ­ლე­ბის მხრი­დან.

• გა­ი­ზარ­დოს კავ­ში­რე­ბი და პარტნი­ო­რო­ბა იმ ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც "ევ­რო­პო­ლის" მიერ მიჩ­ნე­ულ­ნი არი­ან რო­გორც ტრე­ფი­კინ­გის ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლე­ბი და წყა­რო­ე­ბი, ესე­ნია: თურ­ქე­თი, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ყირ­გი­ზე­თი, უზ­ბე­კე­თი და სომ­ხე­თი".

რაც შე­ე­ხე­ბა კო­რუფ­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის პუნ­ქტს, ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ დას­კვნა­ში წე­რია, რომ კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის გა­სამ­ტკი­ცებ­ლად მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­და და ტარ­დე­ბა. ამას­თან ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მთა­ვა­რი

პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა მოხ­დეს ღიად, პი­როვ­ნუ­ლი

ღირ­სე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ობი­ექ­ტუ­რად და გამჭვირ­ვა­ლედ, არა­სა­თა­ნა­დო

პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის გა­რე­შე. "გრძელ­დე­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი დამ­ცა­ვი ზო­მე­ბის

გა­ტა­რე­ბა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბი აწერ­დნენ ხელს, გან­სა­კუთ­რე­ბით 2012 წლის

წი­ნან­დე­ლი პე­რი­ო­დის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი გა­დაც­დო­მე­ბის პი­რო­ბებ­ში. იმ მოქ­მე­დი

მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ხე­ლა­ხა­ლი და­ნიშ­ვნის პრო­ცე­დუ­რა, რომ­ლებ­საც ათწ­ლი­ა­ნი ვადა

ეწუ­რე­ბათ, სა­გან­გე­ბო მო­ნი­ტო­რინ­გის სა­გა­ნი უნდა გახ­დეს, რად­გან ამას უფრო

ფარ­თო მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ზო­გა­დად მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის

აღ­სრუ­ლე­ბის­თვის. იმ შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და, რო­დე­საც მოქ­მე­დი მო­სა­მარ­თლის

მო­სახ­სნე­ლად ფაქ­ტობ­რი­ვი მი­ზე­ზე­ბი არ­სე­ბობს, უნდა მოხ­დეს ამ­გვა­რი ხე­ლა­ხა­ლი

და­ნიშ­ვნა" - წე­რია დას­კვნა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ამ მხრივ გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, ევ­რო­კო­მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ურ­ჩევს:

"• გა­ა­ტა­როს სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მა და მი­ი­ღოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ, გან­სა­ზღვრონ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და დე­პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის სტან­დარ­ტე­ბი. კა­ნონ­ში გა­თა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს და­მა­ტე­ბი­თი დამ­ცა­ვი ზო­მე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

• და­ა­წე­სოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის ფორ­მე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი კონ­ტრო­ლი, რო­მე­ლიც გა­მაგ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უსა­ფუძ­ვლო გამ­დიდ­რე­ბის, ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის და შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სის­ტე­მით. ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც არე­გუ­ლი­რებს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის კონ­ტროლს, უნდა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს სიღ­რმი­სე­უ­ლი კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რებს და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი სიმ­დიდ­რის, ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის და შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, აგ­რეთ­ვე სა­თა­ნა­დო შე­მა­კა­ვე­ბელ სან­ქცი­ებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­არ­სდეს სა­გან­გე­ბო უწყე­ბა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ტრო­ლის შე­დე­გებს შე­ის­წავ­ლის, ან უკვე არ­სე­ბულ უწყე­ბას და­ე­ვა­ლოს ამის გა­კე­თე­ბა;

• უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ წე­სე­ბი, რომ­ლებ­შიც გან­სა­ზღვრუ­ლია კრი­ტე­რი­უ­მე­ბი სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის კონ­ტრაქ­ტე­ბის­თვის სა­ტენ­დერო პრო­ცე­სის გა­რე­შე, გარ­კვე­ვით მი­უ­თი­თებ­დეს იმ კონ­კრე­ტულ გა­რე­მო­ე­ბებს, რო­დე­საც ამის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა, და იმ პრო­ცე­დუ­რებს, რომ­ლე­ბიც უნდა შეს­რულ­დეს. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­დუ­რებ­ში უნდა იყოს მო­თხოვ­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის და სა­პი­რის­პი­რო მო­საზ­რე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ. სა­ჭი­როა, რომ

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ტენ­დერ­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ და­მო­უ­კი­დებ­ლად ამ­ტკი­ცებ­დეს სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტო;

• კი­დევ უფრო გა­ნამ­ტკი­ცოს ინ­ფორ­მა­ტო­რე­ბის (whistle-blowers) რე­ა­ლუ­რი დაც­ვა ან­გა­რი­შე­ბის უსაფრ­თხო წარ­მოდ­გე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით წე­სე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­მო­ღე­ბით, გა­ზარ­დოს სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის ცოდ­ნა ინ­ფორ­მა­ტო­რო­ბის (whistle-blowers)პრაქ­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

• გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა ევ­რო­პის საბ­ჭოს კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ­სა­ხელ­მწი­ფო­თა ჯგუ­ფის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის".

და ბო­ლოს, ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ნარ­კო­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნიშ­ნუ­ლე­ბი.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი იქნა მიღ­წე­უ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლის უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ და­ამ­ტკი­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კა კვლა­ვაც სა­დამ­სჯე­ლო ზო­მებს ეყ­რდნო­ბა და არა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებს", - წე­რია დას­კვნა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ამ მხრივ გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, ევ­რო­კო­მი­სია სა­ქა­ერ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ურ­ჩევს "კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­როს ნარ­კო­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის ის მხა­რე, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მო­წო­დე­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან, მათ შო­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნით, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად და­ი­სა­ხავს გა­მიჯ­ნოს ნარ­კო­ტი­კე­ბის პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის ფლო­ბა და მათი რე­ა­ლი­ზა­ცია; და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს სა­მარ­თლებ­რი­ვი კონ­ტრო­ლის შე­მო­ღე­ბა პო­ლი­ცი­ის მიერ და­უ­გეგ­მა­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ნარ­კო­შე­მოწ­მე­ბებ­ზე".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

პუნქტები, რომლებიც საქართველომ ევროპასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ნაწილობრივ შეასრულა - ევროკომისიის მონაცემები

პუნქტები, რომლებიც საქართველომ ევროპასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ნაწილობრივ შეასრულა - ევროკომისიის მონაცემები

"სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" განხორციელების შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მიერ ნაწილობრივ შესრულებული პუნქტები შემდეგია: თავშესაფრის პოლიტიკა, ანტიკორუფციული ღონისძიებები, ნარკობიზნესთან ბრძოლა და ადამიანების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა.

ევროკომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თავშესაფართან დაკავშირებული მყარი საკანონმდებლო ბაზა საქართველომ შედარებით მოკლე ვადაში მიიღო, ხოლო ზოგადად, კანონის აღსრულება დაკმაყოფილებელია. ასევე დოკუმენტის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსის განსაზღვრის პროცედურის ხარისხი ზოგადად მისაღებია. "2014 წლის 15 ნოემბრიდან დაინერგა და ყველა თავშესაფრის მაძიებელზე გაიცემა დროებითი პირადობის მოწმობა. შეიქმნა და კარგად ფუნქციონირებს წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის (COI) განყოფილება. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინტეგრაციის მიმართულებით, მაგალითად, მათ მიენიჭათ ჯანდაცვისა და დასაქმების ისეთივე გარანტიები, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს" - აღნიშნულია დასკვნაში.

თუმცა, იქვე ევროკომისიას მითითებული აქვს რეკომენდაციების გრძელი სია, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ:

"• გაგრძელოს ჰუმანიტარულ საფუძველზე ვიზების გაცემის პროცედურების

შემუშავებაზე მუშაობა;

• შექმნას თავშესაფრის შესახებ განაცხადებზე გადაწყვეტილების მიღების ხარისხის მონიტორინგის სისტემა, რომელიც ხარისხის მკაფიო ინდიკატორებზე იქნება დაფუძნებული;

• შეიმუშავოს დაგროვილი საქმეების მართვის სტრატეგია და მოულოდნელი ნაკადების საგანგებო მართვის სისტემა; ხელმისაწვდომი გახადოს საკმარისი ოდენობის ადამიანური და ფინანსური რესურსები;

• უზრუნველყოს, როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შეძლოს საქმეებზე მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღება, დამოუკიდებლად და მხოლოდ კონკრეტული საქმის გარემოებების შესაბამისად. იმ განმცხადებლებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს, ვინც თავშესაფარზე უარი მიიღო, უნდა მიეცეთ თუნდაც მინიმალური წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე, რომელზე დაყრდნობითაც გაიცა უარყოფითი

რეკომენდაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომ მათ შეძლონ მისი სასამართლოში გასაჩივრება სამართლიანი სასამართლოს პრინციპით.

• შეიმუშავოს სტანდარტული ეროვნული სასწავლო პროგრამა როგორც ახალი, ისე გამოცდილი თანამშრომლებისათვის.

• შემოიღოს წარმოშობის ქვეყნების მონაცემთა ბაზა და ანგარიშები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება განაცხადებზე მომუშავე ყველა თანამშრომლისთვის. განაცხადებზე მომუშავე თანამშრომლებს ჩაუტაროს ტრენინგები წარმოშობის ქვეყნის ძირითადი პრინციპების შესახებ. შემოიღოს მკაფიო გამიჯვნა წარმოშობის ქვეყანასა და თავშესაფრის პოლიტიკით უზრუნველყოფილ პროდუქტებს შორის. უზრუნველყოს სამუშაო ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებში არსებული წარმოშობის ქვეყნის უწყებებთან.

• გადადგას ნაბიჯები იმის შესაფასებლად, თუ როგორ უნდა შემცირდეს საბუთების დამუშავების ვადა გასაჩივრების ეტაპზე და დაინერგოს უფრო გონივრული ვადა სასამართლოში გასაჩივრებისათვის, ვინაიდან დღეს არსებული 10-დღიანი პერიოდი მეტისმეტად ხანმოკლეა.

• სააპელაციო პროცედურებისათვის ჩამოაყალიბოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადვილად ხელმისაწვდომი, დამოუკიდებელი და მაღალხარისხიანი უფასო იურიდიული დახმარების სისტემა.

• გააგრძელოს მუშაობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ლტოლვილებს რომლებსაც სურთ გახდნენ საქართველოს მოქალაქეები, პრაქტიკაში ხელი მიუწვდებოდეთ ნატურალიზაციის პროცედურაზე.

• მიღწეულ წინსვლაზე დამატებით, შეიმუშავოს ადგილებზე ინტეგრაციის სტრატეგია, მკაფიო, ეტაპობრივად გაწერილი სამოქმედო გეგმით. უზრუნველყოს საკმარისი მოცულობის სახელმწიფო დაფინანსება და კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმი".

ნაწილობრივ შესრულებულად პუნქტად ითვლება ადამიანთა ტრეფიკინგის სფეროში არსებული ნიშნულები. თუმცა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ ამ კუთხითს მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. "კანონმდებლობა ყოვლისმომცველია; შექმნილია ინფრასტრუქტურა, რომელიც იძლევა ძირითადი მხარეებს შორის კოორდინაციისა და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფის საშუალებას" - წერია დოკუმენტში, თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ სახეზეა მნიშვნელოვანი სისუსტეები, როდესაც საქმე ეხება დაუცველი მსხვერპლის, განსაკუთრებით ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებას: "კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით აღჭურვილი შრომის ინსპექციის სისტემის არარსებობა ზღუდავს იძულებითი შრომის მიზნით ტრეფიკინგის აღკვეთის შესაძლებლობას. შეშფოთებას იწვევს შემთხვევების მცირე, მაგრამ მზარდი რაოდენობა; შეშფოთების საგანია ისევე ის, რომ ვერ ხერხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა". ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებს ამ კუთხითაც აძლევს:

"• გადახედოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებას, კერძოდ, არსებული

თავშესაფრების მოწყობასა და საქმიანობას და უზრუნველყოს, რომ ადეკვატურად დაკმაყოფილდეს მათი საჭიროებები, ვისაც თან ბავშვები ახლავს.

• გადახედოს ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული დახმარების უზრუნველყოფას, რომ ის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა იდენტიფიცირებული და შესაძლო მსხვერპლისთვის.

• გადახედოს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის სტატუსს, მანდატს და უფლებამოსილებას, რომ მან შეძლოს შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის იდენტიფიცირება და ქონდეს მსგავს დარღვევებზე რეაგირების უნარი.

• გადადგას ნაბიჯები ყველა სახის ექსპლუატაციის პროაქტიური, დაზვერვის მასალებზე დაფუძნებული უფრო ინტენსიური გამოძიების საწარმოებლად.

• შეიმუშავოს მკაცრი მიდგომა მათ წინააღმდეგ, ვინც სარგებლობს კომერციული სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ქალების ტრეფიკინგით; მიდგომას უნდა ქონდეს ორმხრივი ამოცანა - ჩვენებების უზრუნველყოფა და ამგვარ მომსახურებაზე მოთხოვნის აღმოფხვრა.

• გადახედოს და გააუმჯობესოს ამ სფეროში ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ორგანიზაციებიდან მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რომ უკეთ განისაზღვროს ტრეფიკინგის მსხვეპლთა რაოდენობა, სქესი, ასაკი, ეროვნება და ექსპლუატაციის ტიპი.

• გადახედოს და გადაახალისოს სხვადასხვა ცხელი ხაზები იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი შეტყობინებების მიღება საზოგადოებისა და მსხვეპლების მხრიდან.

• გაიზარდოს კავშირები და პარტნიორობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ,,ევროპოლის" მიერ მიჩნეულნი არიან როგორც ტრეფიკინგის ძირითადი დანიშნულების ადგილები და წყაროები, ესენია: თურქეთი, ასევე აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და სომხეთი".

რაც შეეხება კორუფციის თავიდან აცილების პუნქტს, ევროკომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზის გასამტკიცებლად მრავალრიცხოვანი ღონისძიებები გატარდა და ტარდება. ამასთან ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავარი

პროკურორის დანიშვნა და გათავისუფლება უნდა მოხდეს ღიად, პიროვნული

ღირსებების გათვალისწინებით, ობიექტურად და გამჭვირვალედ, არასათანადო

პოლიტიკური გავლენის გარეშე. "გრძელდება გაუმჯობესებული დამცავი ზომების

გატარება საპროცესო შეთანხმების არასწორი გამოყენების წინააღმდეგ, რომელსაც

პატიმრობაში მყოფი პირები აწერდნენ ხელს, განსაკუთრებით 2012 წლის

წინანდელი პერიოდის თანამდებობრივი გადაცდომების პირობებში. იმ მოქმედი

მოსამართლეების ხელახალი დანიშვნის პროცედურა, რომლებსაც ათწლიანი ვადა

ეწურებათ, საგანგებო მონიტორინგის საგანი უნდა გახდეს, რადგან ამას უფრო

ფართო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ზოგადად მართლმსაჯულების

აღსრულებისთვის. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მოქმედი მოსამართლის

მოსახსნელად ფაქტობრივი მიზეზები არსებობს, უნდა მოხდეს ამგვარი ხელახალი

დანიშვნა" - წერია დასკვნაში. რაც შეეხება ამ მხრივ გაცემულ რეკომენდაციებს, ევროკომისია საქართველოს მთავრობას ურჩევს:

"• გაატაროს სახელმწიფო სამსახურის რეფორმა და მიიღოს საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი კანონი სახელმწიფო სამსახურის შესახებ, განსაზღვრონ პროფესიონალური და დეპოლიტიზებული სახელმწიფო სამსახურის სტანდარტები. კანონში გათალისწინებული უნდა იქნეს დამატებითი დამცავი ზომები სახელმწიფო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის განთავისუფლებასთან დაკავშირებით;

• დააწესოს ქონებრივი დეკლარაციის ფორმების სისტემატური კონტროლი, რომელიც გამაგრებული იქნება უსაფუძვლო გამდიდრების, ინტერესთა კონფლიქტის და შეუთავსებლობის წინააღმდეგ მიმართული სანქციების სისტემით. ახალი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ქონებრივი დეკლარაციების კონტროლს, უნდა ითვალისწინებდეს სიღრმისეული კონტროლის პროცედურებს დაუსაბუთებელი სიმდიდრის, ინტერესთა კონფლიქტის და შეუთავსებლობის გამოსავლენად, აგრეთვე სათანადო შემაკავებელ სანქციებს. მნიშვნელოვანია, რომ დაარსდეს საგანგებო უწყება, რომელიც აღნიშნული კონტროლის შედეგებს შეისწავლის, ან უკვე არსებულ უწყებას დაევალოს ამის გაკეთება;

• უზრუნველყოს, რომ წესები, რომლებშიც განსაზღვრულია კრიტერიუმები სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებისთვის სატენდერო პროცესის გარეშე, გარკვევით მიუთითებდეს იმ კონკრეტულ გარემოებებს, როდესაც ამის გაკეთება შეიძლება, და იმ პროცედურებს, რომლებიც უნდა შესრულდეს. აღნიშნულ პროცედურებში უნდა იყოს მოთხოვნა საზოგადოებრივი აზრის და საპირისპირო მოსაზრებების მქონე ადამიანების აზრის გათვალისწინების შესახებ. საჭიროა, რომ

გადაწყვეტილებას ტენდერზე უარის თქმის შესახებ დამოუკიდებლად ამტკიცებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;

• კიდევ უფრო განამტკიცოს ინფორმატორების (whistle-blowers) რეალური დაცვა ანგარიშების უსაფრთხო წარმოდგენასთან დაკავშირებით წესებისა და პროცედურების შემოღებით, გაზარდოს საჯარო მოხელეების ცოდნა ინფორმატორობის (whistle-blowers)პრაქტიკასთან დაკავშირებით;

• გააგრძელოს მუშაობა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლსახელმწიფოთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ყველა რეკომენდაციის განხორციელებისთვის".

და ბოლოს, ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ნიშნულები.

"მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ნარკოტიკების საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში, რომლებიც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა. აღნიშნული პროგრესის მიუხედავად, ნარკომანიასთან ბრძოლის ეროვნული პოლიტიკა კვლავაც სადამსჯელო ზომებს ეყრდნობა და არა სარეაბილიტაციო ღონისძიებებს", - წერია დასკვნაში. რაც შეეხება ამ მხრივ გაცემულ რეკომენდაციებს, ევროკომისია საქაერთველოს ხელისუფლებას ურჩევს "კიდევ უფრო გააძლიეროს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პოლიტიკის ის მხარე, რომელიც დაკავშირებულია მოწოდების შემცირებასთან, მათ შორის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით, რომლებიც მიზნად დაისახავს გამიჯნოს ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის ფლობა და მათი რეალიზაცია; და გაითვალისწინოს სამართლებრივი კონტროლის შემოღება პოლიციის მიერ დაუგეგმავად განხორციელებულ ნარკოშემოწმებებზე".

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."